Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 065 (Preaching in Antioch)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
ა - პირველი მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 13:1 - 14:28)

3. ქადაგება ანატოლიის ანტიოქიაში (საქმეები 13:13-52)


საქმეები 13:13-25
13 პაფოდან რომ წავიდნენ, პავლე და მასთან მყოფნი პამფილიის პერგეში მივიდნენ; ხოლო იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა. 14 ისინი კი პერგეს გავლით პისიდიის ანტიოქიაში მივიდნენ, შაბათ დღეს სინაგოგაში შევიდნენ და დასხდნენ. 15 რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის დასრულების შემდეგ სინაგოგის უფროსებმა კაცი მიუგზავნეს მათ და უთხრეს: "კაცნო, ძმანო, თუ რამე შეგონების სიტყვა გაქვთ ამ ხალხისთვის სათქმელი, თქვით”. 16 პავლე ადგა, ხელით ანიშნა და თქვა: "კაცნო ისრაელიანნო და ღვთის მოშიშნო, ისმინეთ! 17 ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები, აღამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და შემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან. 18 ასაზრდოებდა მათ უდაბნოში, ასე ორმოც წელიწადს. 19 მოსპო შვიდი ერი ქანაანის მიწაზე და დაუმკვიდრა მათი ქვეყანა. 20 ამის შემდეგ, ასე ოთხას ორმოცდაათ წელიწადს მსაჯულებს აძლევდა მათ, წინასწარმეტყველ სამუელამდე. 21 მერე მოითხოვეს მეფე და მისცა მათ ღმერთმა საული, კიშის ძე, კაცი ბენიამინის ტომიდან, ორმოცი წლის მანძილზე. 22 მისი მოცილების შემდეგ, მეფედ დავითი აამაღლა მათთვის, რომლის შესახებ თქვა დამოწმებით: ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყველა ჩემს ნება-სურვილს. 23 ღმერთმა აღთქმისამებრ მისი თესლიდან აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო. 24 სწორედ მისი მოსვლის წინ უქადაგებდა იოანე ისრაელის მთელ ხალხს მონანიების ნათლისღებას. 25 თავის სარბიელს რომ ასრულებდა, იოანემ თქვა: თქვენ რომ გგონივართ, მე ის არა ვარ, არამედ, აჰა, მოდის ჩემ შემდეგ ის, ვისი სანდლის შეხსნის ღირსიც არა ვარ!

იმის შემდეგ რაც ქრისტემ იზეიმა წყვდიადის სიბნელეზე კვიპროსში და ასევე ამ კუნძულზე არსებული ეკლესიების განათლების გათვალისწინებით, პავლე მიხვდა, რომ სულიწმიდას აღარ სურდა ბარნაბას სამშობლოში გაჩერებულიყო იგი და ექადაგა. ამიტომაც პავლე თავის გუნდთან ერთად ანატოლიის მთებით დაფარული ნაპირებისკენ გაეშურა. შესაძლოა ბარნაბას და იოანეს ერჩივნათ კვიპროსის თბილ კუნძულზე ყოფნა და არსებულ ეკლესიებზე შრომა მთელი ძალისხმევით, მაგრამ პავლემ იცოდა რომ მისი გზა ანატოლიისკენ იყო. მოწყალე ბარნაბას არ სურდა თავისი თანამსახური პავლეს დატოვება, ამიტომაც გადაწყვიტა სამშობლოს დატოვება და სულიწმიდის ბრძანებისთვის ხელის არ შეშლა, რომელსაც ისინი ერთ მსახურებაში მიჰყავდა.

პავლემ, უფლის სულთან შეერთებულმა, თავის გუნდთან ერთად გაცურა უახლოეს ნაპირამდე. შეჩერდნენ რა ცოტახნით პერგიაში, მდინარე კეტროსთან, ანტიოქასთან ახლოს, კიდევ 160 კმ მიუახლოვდნენ დანიშნულ ადგილს. მათი გზა მაღალი მთების გავლით მიდიოდა, რვა დღე იყვნენ გზაში, მრავალი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნე, დაიღალნენ, გაითანგნენ სიცხისგან, წყურვილისა და შიმშილისგან. ყმაწვილი იოანესთვის იერუსალიმიდან, ეს მოგზაურობა რთული აღმოჩნდა. მან ორი მოციქულის მიტოვება და სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. ბარნაბამ კი ისევ სავლესთან ერთად ყოფნა არჩია. არ სურდა მაგრამ მაინც დაემშვიდობა იოანეს, რომელიც არ იყო მოწოდებული ამ მსახურების მათთან ერთად გასაწევად.

პავლე და ბარნაბა კი სხვებთან ერთად გაემგზავრნენ მცირე აზიისკენ, ანტიოქიაში. ანტიოქია მნიშვნელოვანი კომერციული ქალაქი იყო, რომელიც ანატოლიის მდაბლობზე მდებარეობდა, ზღვიდან ათას მეტრზე. ჩავიდნენ რა ქალაქში, არ იქადაგეს მოედანზე, რადგან ჯერ სინაგოგაში შევიდნენ. ოდესღაც წარსულში, აბრაამის შვილებმა მიიღეს სინათლე ჭეშმარიტი ღმერთისგან. პავლეს უნდოდა მათთვის იესო ექადაგა - თვთიური შუქის სიავსე მთელი მსოფლიოსთვის - და მიეზიდა ისინი მამის დიდებისკენ. პავლეს სიტყვები, რომელიც ექიმმა ლუკამ ჩაიწერა, ყველა სხვა დანარჩენი სიტყვებისგან გამორჩეულად სამაგალითოა, რომელიც ოდესმე სინაგოგაში უთქვამს. ის ცდილობდა ძველი რჯულის ხალხისთვის იესო ქრისტეს ჭეშმარიტების დამკიცებას. თუ ღრმად ჩავწვდებით ამ სიტყვებს დავინახავთ, თუ როგორ ეყრდნობოდნენ პავლე და ბარნაბა თავის რწმენას და წინასწარმეტყველების ქადაგებებს, რომლებიც ძველ აღთქმას ისე მოიხსენიებდნენ, როგორც ახალი აღთქმის შესავალს.

ჩვენ ვკითხუოლობთ, რომ ანტიოქიის სინაგოგაში იუდეველბთან ერთად წარმართებიც მოდიოდნენ, ეთაყვანებოდნენ ღმერთს და აღფეთოვანებულები იყვნენ ღმერთის პატივისცემითა და ძველი აღთქმის ერის ცხოვრების წესით. პავლე მათ სრული პატივისცემით ეპყრობოდა, როგორც იუდეველებს. პავლე სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან ცოცხალ ეკლესიებს აყალიბებდა, რომელიც ღმერთის მოშიში და პატივისმცემელი ხალხისგან შედგებოდა.

ყურადღება მიაქცირ მეთოთხმეტე თავში 17-25 მუხლის ჩათვლით, თუ როგორ აღწერს ის ღმერთის მოქმედებას. მიხვდები რომ ძველი აქღთქმის ისტორიები ადამიანურ ცრურწმენაზე და ღვთისმეტყველურ გამოძიებაზე კი არაა დაფუძნებული, არამედ ღმერთის რეალურ გამოვლინებებზე. შეუძლებელია ძველი ან ახალი აღთქმის გაგება, თუ ვერ გავაცნობიერებთ იმას რომ უფალი ყოვლისმცოდნე და ყველაფრის მფლობელია. ერების ბედს პოლიტიკა, უბედური შემთხვევები და სტიქიური მოვლენები კი არ მართავს, არამედ მხოლოდ ღმერთი. ის ირჩევს ცალკეულ ადამიანებს არა მათი დამსახურებისამებრ, არამედ თავისი მადლით. ის უკუაგდებს მათ, ვინც არ ემორჩილება მის დიდებას. შეისწავლე ღმერთის მოქმედებების ყველა ზმნის მნიშვნელობა და სიბრძნეს შეიძენ.

აირჩია რა ერების მამები, ღმერთმა დაიწყო სამყაროს გადარჩენის ისტორია და დაასრულა თავისი ჩაფიქრებული გეგმა - იესოს მოსვლით. ამ ისტორიის აღსრულების პარალელურად, უფალმა გაანთავისუფლა ძველი აღთქმის ერი მონობისგან. ის ითმენთა მათ აჯანყებებს უდაბნოში, ქანაანის მიწები მისცა საუფლოდ, დაუნიშნა სამართლიანი მოსამართლეები და მათივე მოთხოვნით დაუყენა მეფე. პირველი მეფე საული იყო, რომელიც თავისი მმართველობის დასაწყისში კეთილ მაგალითს იძლეოდა. სწორედ საულ მეფის საპატივსაცემოდ ერქვა წარმართების მოციქულს სავლე. ახალგაზრდულ წლებში ის ამაყობდა საკუთარი სახელით “სავლე”, მაგრამ შეხვდა რა თავის მეფეს, იესოს, მისგან ისწავლა სრული თავმდაბლობა. ამიტომაც თქვა უარი სახელ “სავლეზე” და მიიღო სახელი “პავლე”, რაც “პატარას” ნიშნავს.

ღმერთის ისტორიამ აღმავლობას მიაღწია მეფე დავითის მმართველობის დროს, რომელიც უფლის გულის სანდომიანი აღმოჩნდა. ის ინანიებდა თავის ცოდვებს და უფლის ნებას ეძებდა. მისი გულიდან სულიწმიდის მეშვეობით ფსალმუნები და ლოცვები მოდიოდა, რომლებითაც ადამიანები დღემდე ლოცულობენ, 3000 წელსე მეტია. თავად ქრისტე ადასტურებდა ზოგ წინასწარმეტყველებას, რომელიც დავითის ბაგით იყო ნათქვამი. იუდეველები კი თვლიდნენ, რომ ეს წინასწარმეტყველებები ჯერ არ აღსრულებულა. სულ დაინტერესებულები იყვნენ: “სად არის ღმერთის დაპირებულუ ძე, რომელიც დავითის თესლისგან იქნება, მაგრამ სინამდვილეში მარადიული ღმერთის ძე იქნება?” ყველა იუდეველმა იცოდა ეს აღთქმა და შესაძლოა ელოდებოდნენ ქრისტეს, ღვთიურ მეფეს, რომელიც მათ ერს და ყველა სხვა ერებს ერთობაში მოიყვანდა. პავლემ მოკლედ აუხსნა თავის მსმენელს, რომ დავითის ძე, ღვთის ძეა, უკვე მოვიდა იესოს სახით ნაზარეთიდან, ქვეყნიერების მხსნელი. ის რომაელ კეისრებზე უდიდესია, ვინაიდან ჭეშმარიტი ადამიანი და ჭეშმარიტი ღმერთია, საუკუნო, წმიდა და განდიდებული.

შემდეგ პავლემ იოანე ნათლისმცემელზე მოყვა, რომლის ქადაგებაც ნათლობასა და მონანიებაზე მცირე აზიამდეც მივიდა, ამიტომ ზოგიერთი იუდეველი ფიქრობდა, ის ხომ არაა ქრისტე. პავლემ აუხსნა მათ, რომ იოანე ნათლიამცემელი უღირსად თვლიდა თავს ქრისტესთან შედარებით. ის მხოლოდ მისი მონა იყო, რომელიც არ იმსახურებდა იესოს ყველაზე მცორედითაც მომსახურებოდა. ნათლისმცემელი დიდი წყურვილით ელოდებოდა ქრისტეს მოსვლას და ყველა თავისი მოწაფე მომავალ იესოსთან მოჰყავდა, სურდა რა მისთვის გზის მომზადება.

ლოცვა: დიდებულო, ძლევამოსილო უფალო, დაგვეხმარე რომ ყურადღება ჩვენს აზრებზე და ჩვენ თავზე არ გავამახვილოთ, არამედ შენი ისტორიის ჯაჭვში ჭურჭლები ვიყოთ, რათა სხვებს მივუტანოთ შენი სახარება და დავამოწმოთ შენი საქმეები! ჩვენ მომავალს წინძღილნი და პარტიები კი არა, მხოლოდ შენ განსაძღვრავ, ჩვენო უფალო! გვასწავლე შენი სახელის აღიარება, რათა შენი მეფობა მოვიდეს ჩვენთან და მთელ მსოფლიოში!

კითხვა:

  1. რა არის მამოძრავებელი ძალა და მიზანი ღმერთის ისტორიისა ადამიანებთან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:26 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)