Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 257 (Roman Soldiers Mock Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

23. რომაელი ჯარისკაცის დაცინვა (მათეიესო 27:27-30)


მათეიესო 27:27-30
27 გამგებლის ჯარისკაცებმა სამსჯავროში წაიყვანეს იესო; გარს მთელი რაზმი შემოეხვია. 28 ტანთ გახადეს და მეწამული მოსასხამი მოასხეს. 29 ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში ლერწამი დააჭერინეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: "გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!” 30 აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავში ურტყამდნენ.
(ესაია 50:6)

ოდესმე გინახავს ძვირფასი გვირგვინი სურათზე ან მუზეუმში ? გვირგვინი ლამაზია, ოქროსგან გაკეთებული, რომელიც ძვირფასი ქვებითაა გაწყობილი, რომელიც დიდების, ძალის და სიმდიდრის სიმბოლოა მისთვის, ვინც მას თავზე ატარებს. თუმცა ჩვენ მხსნელსა და უფალს სხვა გვირგვინი ჰქონდა - ეკლის, რომელიც მას თავში ერჭობოდა ისე ძლიერად, რომ სისხლი სდიოდა. ეს ეკლის გვირგვინი იყო ყველაზე მშვენიერი დედამიწაზეც და ზეცაშიც.

იესო ღარიბი იყო, მას ამცირებდნენ. რომაელი ჯარისკაცები დასცინოდნენ. მთელი თავიანთი ბოროტება დაატეხეს თავზე, აფურთხებდნენ, თავში ურტყამდნენ და მის წინაშე მუხლებზე დგებოდნენ, თითქოს მათი მეფე იყო. როგორი საშინელება ელოდებათ მათ სამსჯავრო დღეს, როდესაც დაინახავენ კაცის ძეს და მიხვდებიან, რომ ის ვისაც აწამებდნენ, სინამდვილეში მათი ყოვლისშემძლე მეფეთმეფეა.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, გვიყვარხარ და ვიტანჯებით შენთან ერთად, შევიცნობთ რა იმ დიდ უსამართლობას, რომელიც შენ დაითმინე. ყოვლისშემძლე ღმერთი ხარ, რომელმაც დატოვე შენი დიდება და ადამიანად გარდაისახე, და უსამართლოდ დაისაჯე ჩვენი ცოდვების გამო. ეს ჩვენ დავიმსახურეთ ცემა და შეურაცხყოფა, რომელიც შენ აიტანე. შენ აიღე სასჯელი, რათა უფლის რისხვა აგერიდებინა ჩვენთვის. ჩვენ შენი გვირგვინი ყველაზე ძვირფას გვირგვინად მიგვაჩნია, ამ სამყაროში და საუკუნო სიცოცხლეშიც, რადგან შენი გვირგვინი ერთადერთი გვირგვინია სიყვარულისა და მშვიდობის, რომელსაც შენი ძვირფასი სისხლი აქვს ნაპკურები. დაე მოგიძღვნათ ჩვენი ცხოვრება შენ მსახურებაში, შენი ტანჯვებისთვის მადლობის ნიშნად!

კითხვა:

  1. რატომ აწამებდნენ ქრისტეს ასე სასტიკად და დამცინავად რომაელი ჯარისკაცები ქრისტეს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 03:44 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)