Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 256 (They Cursed Themselves and Their Children)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

22. ხალხმა თავის თავზე და შვილებზე დაიტეხა წყევლა (მათეიესო 27:24-26)


მათეიესო 27:24-26
24 როცა დაინახა პილატემ, რომ ვერაფერს შველოდა, შფოთი კი მატულობდა, წყალი მოატანინა, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: "უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისგან. თქვენ იცით”. 25 და მთელმა ხალხმა მიუგო პასუხად: "ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი”. 26 მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარცმულიყო.
(მეორერჯული 21:6; საქმეები 5:28)

პილატემ იცოდა, რომ იესო უდანაშულო იყო და რამდენჯერმე აღიარა მისი უდანაშულობა. არ უნდოდა იესოსთვის ჯვარცმის მისჯა და ყველას წინაშე დაიბანა ხელები, მოწმობდა რა ამითი იმაზე, რომ თავად ბრალი არ მიუძღვოდა იესოს სისხლის დაღვრაში. მან მთელი ბრალი ხალხზე დადო. თუმცა მაინც უსამართლოდ მოექცა იესოს იმითი, რომ არ გაანთავისუფლა ის.

მას შემდეგ, რაც პილატემ ხელები დაიბანა ამ საქმეში, ხალხმა დიდი წყევლა დაიტეხა სიტყვებით „მისი სისხლი ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს“. მათ ეს სიტყვები რწმენით, რომ ეთქვათ ქრისტეს გამომსყიდველ მსხვერპლზე, ხსნას მოიპოვედბნენ. ღმერთი ხედავს უსამართლობას, როდესაც სასიკვდილო განაჩენი გამოტანილ იქნა სასამართლოს მიერ აშკარა ფაქტების გარეშე. ის წყევლა, რაც იუდეველებმა დაიტეხეს თავზე და თავიანთ შვილებზე, არის გასაღები მათი ისტორიის გასაგებად. ვისაც სურს, რომ გაუგოს ებრაელ ერს, ის უნდა ჩაწვდეს უფლის ამ წყევლას, რაც აბრაამის შთამომავლობამ დაიტეხა თავს. ებრაელების სევდიანი ისტორია უფლის სამართლიანობის დემონსტრირებაა.

ამ ცოდვით იუდეველებმა დაიტეხეს წყევლა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ჯერ არდაბადებულ შვილებზეც. ღმერთისგან განსხვავებით, მათ ვერ მოახერხეს ამ წყევლის განსაზღვრა თაობებზე. მათი მხრიდან კი ასეთი განუსაზღვრელი წყევლის თავზე დატეხვა ძალიან უგუნური საქციელი იყო.

პილატეს ეშინოდა, რომ იუდეველები რომაელებთან უჩივლებდნენ მას და ამიტომაც მიუსაჯა იესოს ჯვარცმა. მთელმა ერმა მიიღო მის უსამართლობაში მონაწილეობა. ასევე ჩვენც, ზოგჯერ ჩვენი კომფორტი და საჭმელი გვგონია მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა ადამიანების უფლებების დაცვა. საკუთარი უფლებების გამო კი ბოლო წვეთამდე ვიბრძვით. ხოლო როდესაც წყვდიადი ფარავს ყველას, ცრუ „უდანაშაულობით“ ვიმართლებთ თავს. იესო ჩვენ დროში, რომ გაესმართლებინათ, დადგებოდი მთელი ბრბოს წინააღმდეგ მის დასაცავად და მიიღებდი თუ არა ხელისუფლებისგან მისი განთავისუფლების უფლებას? იქამდე სანამ იესო ჯვარცმისთვის წაიყვანეს, რომაელებისგან ცემა აიტანა. რომაელები რკინის ჯაჭვების სცემდნენ ადამიანს ისე, რომ ძველს ხორცი ძვრებოდა. უცოდველი ღმერთის ძე, ჩვენს გამო გახდა მსხვერპლი. მასში აღსრულდა ესაიას ჭინასწარმეტყველება: „მან აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი ავადმყოფობანი.........და მის ამ ჭრილობებში ჩვენ განვიკურნეთ“.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, შენ ჩემი მეფე და უფალი ხარ, მე კი - შენი ვარ მთლიანად. ჩემი თავი შენს განკარგულებაში მინდა იყოს. მაპატიე თუ ვცდილობ ჩემი სული ხელებიდან წაგგლიჯო. მაპატიე ყოველი უმართლობა აზრებში, სიტყვებსა და საქმეებში. მაპატიე თუ ძმების უფლებები შევლახე სახლში, სკოლაში ან სამსახურში. მასწავლე სინდისში სიმართლით ვიცხოვრო და სულიწმინდა მივყვე. გვაპატიე, რომ შევცოდეთ შენ წინააღმდეგ, ცოცხალი უფლის, რომელიც ჩვენ გამო ჯვარზე მოკვდა!

კითხვა:

  1. რატომ მიუსაჯა იესოს პილატემ ჯვარცმა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 03:43 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)