Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 249 (Peter Denies Christ)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

16. უარყოფა პეტრეს მიერ (მათეიესო 26:69-75)


მათეიესო 26:69-75
69 პეტრე კი გარეთ, ეზოში იჯდა. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: "შენც იესო გალილეველთან იყავი”. 70 მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: "არ ვიცი, რას ლაპარაკობ”. 71 კარიბჭიდან რომ გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქ მყოფთ უთხრა: "ესეც იესო ნაზარეველთან იყო”.72 მან კვლავ უარყო ფიცით: იმ კაცს არ ვიცნობო. 73 ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: "ნამდვილად შენც ერთი იმათგანი ხარ, რადგან შენივე კილო გამხილებს”. 74 მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი, არ ვიცნობ იმ კაცსო. ამ დროს იყივლა მამალმა. 75 და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.

პეტრე გადამწყვეტად, მამაცად და ერთგულად მიჰყვებოდა ქრისტეს. ის მამაცი და საიმედო ადამიანი იყო. ის საიდუმლოდ მიჰყვებოდა ქრისტეს, მანძილზე, მაშინ როდესაც სხვა მოწაფებიი იმედგაცრუების გამო დაიფანტნენ. შესაძლოა პეტრეს ეგონა, რომ ქრისტე ბოლო წამს გამარჯვებას მოიპოვებს მილიონი ანგელოზის დახმარებით და რომ ის ამ გამარჯვების მონაწილე იქნებოდა და დაიკავებდა კიდევაც ქრისტეს ახალ სამეფოში მინისტრის ადგილს.

ზოგიერთისთვის ცუდი საზოგადოება ხდება საბაბი ცოდვის ჩასადენად. ვინც აუცილებლობების გარეშე შეგნებულად ექცევა საზოგადოების ზეგავლენის ქვეშ, ის ეშმაკის ტერიტორიაზე გადადის. როდესაც ბოროტის ბრბოში ვვარდებით, შესაძლოა დიდ განსაცდელში და ცდუნებაში ჩავცვივდეთ. სწორედ ასე მოუვიდა პეტრეს.

პეტრემ მოსამსახურე ქალის დაკითხვას ვერ გაუძლო მღვდელმთვრის ეზოში. მან ყველას წინაშე განაცხადა, რომ პეტრე - იესოს მიმდევარი იყო და აზრი გაუჩნდა, რომ ის შესაძლოა მის გადასარჩენად იყო იქ მისული. პეტრემ თავი გაისულელა და უფალი უარყო: „არ ვიცი რაზე საუბრობ!“ ის რაც იესომ თქვა პეტრეს მიერ უარყოფაზე, ახდა.

მოსამსახურის პასუხმა პეტრე შეაშინა, რადგან იცოდა, რომ დააპატიმრებდნენ. ამ დროს კი თავი მოიკატუნა თითქოს მისთვის სულერთი იყო. შემდგომ მალევე ადგა და ეზოს გასასვლელისკენ გაემართა. ეშმაკმა ფეხთ კიდევ ერთი ქალბატონი დააწია, რომელიც აკვირდებოდა მას და მან ისევ იცრუა და დაიფიცა კიდეც, რომ არასდროს უნახავს ქრისტე. ასე მიჰყავდა ერთ ტყუილს ის მორიგ ტყუილამდე. პეტრე არ იყო მზად საკუთარი თავის უარსაყოფად და ქრისტესთვის გასაყოლად სიკვდილში.

მამაკაცები და მეომრები შებრუნდნენ პეტრესკენ, რადგან სახით კოცონისკენ იყვნენ.ალყა შემოარტყეს მას და ეუბნებოდნენ, რომ ის თავისმა გალილევლურმა მეტყველებამ გაყიდა და რომ მართლაც ქრისტეს მიმდევარია. პეტრემ საკუთარი თავი და უფალი დაიფიცა, რომ არავითარ ქრისტესთან არაა კავშირში და არც არასდროს უნახავს და იცნობს.

ქრისტემ პეტრე მამალის მეშვეობით გამოაფხიზლა. გაიგონა რა მამალის ყივილი, პეტრეს ქრისტეს სიტყვები გაახსენდა. მაშინ გააცნობიერა საკუთრი სიმხდალე, მიხვდა, რომ უძლურია და დაღუპვის ღირსი. ძლიან დანაღვლიანდა პეტრე და მწარედ ატირდა. იმ წუთას პეტრე მოკვდა საკუთარი სიამაყისთვის, მისი თვითდაჯერებულება სრულიად განადგურებული იყო.

იყივლა კი მამალმა შენი თავდაჯერებულობისა და სიამაყისთვის? გაქვს თუ არა სიმამაცე თქვა, რომ ქრისტე არის ცოცხალი ღმერთის ძე, ყველა ურწმუნო ადამიანებისა გარშემო?

ლოცვა: უფალო იესო, გვაპატიე ჩვენი თავდაჯერებულობა! შექმენი ჩვენში მხოლოდ უფალზე დაიმედება, რომ განსაცდელის დროსაც ერთგულად დავრჩეთ შენს ჭეშმარიტებაში.დაგვეხმარე, რომ განვუდგეთ სიცრუეს, ამავდროულად თეთრს ტყუილსაც და გამუდმებით ვაღიარებდეთ, რომ შენ ხარ ღმერთის ძე და არასდროს უარგყოთ ჩვენი სიჩუმითაც კი.

კითხვა:

  1. რატომ უარყო პეტრემ უფალი სამჯერ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 03:30 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)