Previous Lesson -- Next Lesson
17. იესოს გამგებელს გასაცემენ (მათეიესო 27:1-2)
მათეიესო 27:1-2
1 გათენებისას ყველა მღვდელმთავარმა და ხალხის უხუცესმა ბჭობა გამართა იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი. 2 შებოჭეს, წაიყვანეს და გადასცეს გამგებელ პილატეს.
პეტრემ უარყო უფალი, სხვა მოწაფეები კი დაიფანტნენ იმედგაცრუებულნი. თითქოს იესოს საქმემ კრახი განიცადა.
მოგვიანებით გამოძიების კომიტეტმა იუდევლურ მთავრებს, ვინც არ იყვნენ პირველ სხდომაზე, ყველაფერი გააგებინეს. ეს მღვდელმთავრები, მწიგნობრები, მეკანონეები, უხუცესები და ყველა ზედამხედველი ქრისტესთან მივიდა, რათა ენახა და განაჩენი გამოეტანა მისთვის. რომაელებმა მათ ამის უფლება არ მისცეს და გადაწყვიტეს „მეფე“ წარმართების ხელთ გადაეცათ. მათ იესოს ხალხის წინაშე შერცხვენა სურდათ. რადგან არ შეეძლო რომაული ხელისუფლებისგან თავის დახსნა, მათ გადაწყვიტეს, რომ ის არ იყო მესია - ქრისტე, რომელიც უფლის სამეფოს დააწესებს და ბოროტებაზე იზეიმებს.
ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, მტრები გწყევლიდნენ, მთავრები და ხალხი გცემდა იმ ღამეს შენ. მიგიყვანეს სამსჯავროზე. შენ ჩუმად იყავი და ლოცულობდი შენ მტრებზე და აკურთხებდი მათ. შენ იდექი შენი ერის ყველა წარმომადგენლის წინაშე, მათ კი არ მოიდრიკეს გულები შენ წინაშე არამედ პირიქით, სიკვდილის განაჩენი გამოგიტანეს, შენი ერთგულებისთვის, მოთმინებისთვის, სიკეთისთვის და სიწმინდისთვის. შენ მზად იყავი ჩვენ ნაცვლად სიკვდილისთვის. შენ აიტანე ჩვენი ბოროტებანი, აიტანე ტანჯვები ჩვენს გამო, რადგან ბოლომდე შეგვიყვარე. ყოველთვის მადლობას გიხდით შენი სრულყოფილი სიყვარულისთვის!
კითხვა:
- რითი განსხვავდებოდა დილის და საღამოს იუდეველი მთავრების სხდომა ერთმანეთისგან?