Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 248 (Jesus Faces the Sanhedrin)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

15. იესო სინედრიონის სამსჯავროზე (მათეიესო 26:57-68)


მათეიესო 26:65-68
65 მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: "მან ჰგმო. რაღად გვინდა მოწმენი? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა. 66 რას ფიქრობთ?” ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: "სიკვდილის ღირსია”. 67 მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, ზოგიერთები კი სილას აწნავდნენ. 68 და ეუბნებოდნენ: "გვიწინასწარმეტყველე ქრისტევ, ვინ დაგარტყა?”
(ლევიანები 24:16; ესაია 50:6; იოანე 10:33; 19:7)

მას შემდეგ როდესაც იესომ თავისი ღვთაებრიობა გააჟღერა და მოუწოდა ხალხის მთავრებსა და თავად ხალს მოენანიებინათ და ერწმუნათ მისი, მათ რიცსხვისგან იფეთქეს. ახლა კი საბოლოოდ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი იმის გამო, რომ მკრეხელობა ჩაიდინა. ამ წუთიდან დიდიდ ზიზღით ექცეოდნენ მას.

იუდევლური კანონის მიხედვით მათ მაშინვე უნდა განეგმირათ ის მკრეხელობისთვის იმის ნიშნდა, რომ თავად არ არიან იმის მონაწილენი. ზოგიერთი დასცინოდა იესოს, ეძახდა რა მას „წინასწარმეტყველეს“ და ევედრებოდნენ ეწინასწარმეტყველებინათ, თუმცა სინამდვილეში ცხადია არ სჯეროდათ მისი.

და შენ იმ სინედრიონის წარმომადგენლებზე უკეთესი ხარ? აღიარებ თუ არა, რომ ადამიანი იესო არის ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე? თუ უკუაგდებ მის ღვთაებრიობას გამოსყიდვაში? იფრთხილე! შენი პასუხი განსაზღვრავს შენ ბედს მარადისობაში.

ლოცვა: მადლობას გიხდით შენ უფალო იესო ქრისტე იმისთვის, რომ ამდენი ხანი ჩუმად იდექი სინედრიონის წინაშე მერე კი მოკლე საუბარში შენი დიდება გამოავლინე მათთან. ჩვენ თაყვანს გცემთ, გვჯერა შენი და ვაღიარებთ, რომ შენ ხარ ცოცხალი ღმერთის ძე, ჩვენი უფალი და უფალი, მხსნელი. შენ ზიხარ მამის მარჯვნივ და დადიხარ ღრუბლებსა და მიწაზეც. აავსე ჩვენი გულები მორჩილებით და რწმენით, რათ შენ სახელს ვაუწყებდეთ მეგობრებსა და მეზობლებს და რომ მოვიდეს შენი მეფობა!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს იესოს სიტყვები, რომლებიც მან სინედრიონის წინაშე თქვა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 03:26 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)