Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 232 (Jesus Prophesies His Death)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

1. იესოს წინასწარმეტყველება საკუთარ სიკვდილზე (მათეიესო 26:1-2)


მათეიესო 26:1-2
1 ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: 2 "თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და ძე კაცისა ჯვარცმისთვის გადაეცემა”.
(გამოსვლა 12:1-20; მათე 20:18)

ვისაც უნდა, რომ მათეს სახარების დიდებულებას ჩაწვდეს, მან უნდა აღიაროს, რომ იესო არის უფალი, მეფე და მოსამართლე ქვეყნიერებისა და ყოველი ძალაუფლება თუ სულები - მის ხელშია. როგორი საოცარია, რომ ის არ მეფობს ადამიანებზე, ტირანის მსგავსად, არამედ მოკვდა მათთვის, კრავის მსგავსად, რათა მთელი სამყაროს ცოდვები გამოესყიდა. ამ ღვთაებრივი გამოსყიდვის სიდიდადე ჩვენ გონებას აღემატება. მისი მეშვეობით მონანიებულ ცოდვილებში და მორწმუნე ცოდვილებში უფლის გამართლება ისადგურებს. მეფემ მიიღო სიკვდილი, რათა მისი ერი მის დიდებაში შესვლის ღირსი გამხდარიყო და რომ ყოველი მისი მორწმუნე არ დაღუპულიყო.

იესო, თავისი მხურვალე სიყვარულით ცდილობდა დასაღუპავად გამზადებული ხალხის მოზიდვას. მისი საუბრები სავსე იყო ძალითა და სიწმინდით, ხოლო მის საქმეებში ვლინდებოდა წყალობა და თანაგრძნობა. დაასრულა რა ყველა თავისი სწავლება და სასწაულები, ბოლო სტადიაზე გადავიდა დედამიწაზე ცხოვრებისა, რომელიც კეთილი ნებით სიკვდილით უნდა მორჩენილიყო, მამისადმი მორჩილებაში. იესოს ცხოვრება, როგორც მკურნალი მქადაგებლისა - დამთავრდა, დაიწყო ხალხის ღმერთთან შერიგების მსახურება. გასაოცარია თუ რა მოკლე დროში აღასრულა მან ქვეყნიერების გადარჩენა - დაახლოებით რამდენიმე დღეში. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს მოვლენა მოხდა 13 აპრილს ჩ.წ. 28 წელს და ეს იყო ქვეყნიერების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე.

პასექის დღესასწაული აღინიშნებოდა იმის ნიშნად, რომ იუდეველები იხსენებდნენ ეგვიპტიდან თავიანთი მონობიდან გამოსყიდვას, ფარაონ რამეს II მმართველობის დროს. ეს იყო ტირანი, რომელიც არ აძლევდა ღმერთის ერს უფალთან ერთად ეზეიმა უდაბნოში ეს დღე. ამიტომ მოვიდა ანგელოზი და მოკლა ეგვიპტელთა ოჯახების ვაჟები და მათი ცხოველების პირველნაყოფები. აბრაამის შვილები სხვებზე მეტნი არაფრით იყვნენ, მაგრამ მათ სწამდათ დაკლული ღვთის კრავის ძალის და მისი სისხლის დაცვაზე იყვნენ დაიმედებულნი. ამიტომაც დააღწიეს თავი უფლის რისხვას და სასამართლოს.

იესომ აღასრულა მა ძველებული ტრადიციის არსი და ახალი აზრი შესძინა მას - მთელი ქვეყნიერების გამოსყიდვა. თავად გახდა ამ შეწყალების მსხვერპლი, რომელმაც ქვეყნიერება უფლის რისხვისგან იხსნა - ისინი, ვინც შეუერთდებიან მას რწმენის მეშვეობით და რისხვაც ჩაცხრება.

იესომ წინასწარ იცოდა სიკვდილის საათი წინასწარმეტყველებისგან. ისიც იცოდა ზუსტად როგორ უნდა მომხდარიყო ეს: ფანატიკოსი იუდეველები უღალატებენ მას და გადასცემენ წარმართების ხელში, ისინი კი მიალურსმებენ წმინდა მეფეს და მოსამართლეს სირცხვილის ხეზე. ამ სამგლოვიარე მოვლენებში ვიგებთ, რომ ხელისუფალმა და მთავრებმა ვერ იცნეს ქრისტე და არც მისი ირწმუნეს. ამიტომაც გადაწყვიტეს მართალი გაესამართლებინათ სიკვდილით და გაენადგურებინათ. ამიტომაც უნდა მოვექცეთ საზოგადოებრივ აზრს სიფრთხილით. არ განსაჯო, ვიდრე არ გამოიკვლევ ის ჭორებს და არ დააკვირდები მათ საქციელს, ვინც ავრცელებს მათ. იესომ თქვა: „მათი ნაყოფებით იცნობთ მათ“. მიიღე ერთგული მონა და დაიცავი ის, თუნდაც სხვები უარყოფდნენ მას.

ლოცვა: უფალო იესო, შენ ხარ ჩვენი მეფე და მოსამართლე, აგამაღლებთ შენ, რადგან აღასრულე შენი სწავლებანი და სასწაულები და ჯვარზე ახვედი. არ გაექეცი ჯვრის სიკვდილს, არამედ აღასრულე შენი მსაურება როგორც უფლის კრავმა და გამოისყიდე ქვეყნიერება, რომელიც ბოროტება ში წევს. მადლობას გიხდით, რომ შენ წმინდა მსხევრპლად იქეცი, პასექის მსხვერპლად, რომელმაც დაგვიცვა უფლის რისხვისგან, თუკი გვწამს შენი.მადლობას გიხდით შენი თავმდაბლური სიყვარულისთვის და იმისთვის, რომ შენი გზა ბოლომდე განვლე ღვთის კრავის მსგავსად, მათ გადასარჩენად, ვინც შენთან მოდის.

კითხვა:

  1. რა აზრი დევს პასექის დღესასწაულში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 23, 2023, at 04:52 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)