Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 233 (Consultation against Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

2. თათბირი იესოს წინააღმდეგ (მათეიესო 26:3-5)


მათეიესო 26:3-5
3 მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში. 4 მოითათბირეს, მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ. 5 მაგრამ ამბობდნენ: ოღონდ დღესასწაულზე არა, ხალხი არ აჯანყდესო.
(ლუკა 3:1-2)

მაშინ როდესაც იესო სიკვდილის გამო იტანჯებოდა და ეშმაკს ებრძოდა, მოწაფეებს მშვიდად ეძინათ. მისმა ყველაზე ახლო, სამმა მოწაფემაც ვერ იფხიზლა. მათ არ დაუჭირე ს მხარი ქრისტეს, არც ძმურად მოემსახურნენ მას იმ მძიმე დროში მისთვის. გადამწყვეტ დროს მოწაფეები განსაცდელში ჩაცვივდნენ.

უფალმა იესომ რბილად მისცა მათ შენიშვნა. მან დაადასტურა, რომ ადამიანის სხეული უძლურია, რადგან თავად იცოდა საკუთარ თავზე გამოცდით; ადამიანს ეშინია და სულაც არ უნდა ამ ჯვრის ტარება.

ვერავინ შეზლებს ემსახუროს ღმერთს სულიწმინდის გარეშე. მაგრამ ვინც გამუდმებით ლოცულობს და სულიწმინდის ძალას იღებს, რწმენაში ძლიერდება და ძალუძს მტრების შეყვარებაც კი. იცოდე, რომ ადამიანური ბუნება მალე ცდუნდება, ამიტომ ყოველ დღე იკითხე ბიბლია უსმინე კარგ ქადაგებებს, რათა არ ჩავარდე ამ განსაცდელში. არ დავრჩეთ სასოწარკვეთაში, არამედ გავაგრძელოთ რწმენა და უფალზე დაიმედება. სთხოვეთ ცოცხალ ღმერთს ლოცვის ნიჭი თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის, რადგან მამა ელოდება როდის სთხოვთ მას სიყვარულსა და რწმენას.

ლოცვა: უფალო იესო - შენ კაცის და ღვთის ძე ხარ. შენ დიდ ტანჯვებში ისწავლე მორჩილება, შენ ნებაზე ამაღლდი, შეიყვარე რა ზეციერი მამა მეტად ვიდრე საკუთარი თავი და მის ნებას დაემორჩილე. გვასწავლე სულიერი მორჩილება რათა საკუთარ სურვილებში არ მოვექცეთ და ვისწრაფოდეთ შენკენ, რომ გვასწავლო შენი ნების შესრულება ჩვენ ცხოვრებაში. გთხოვ, დაგვიფარე ჩვენ, სუსტები!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს გამოთქმა „სული მხნეა, ხორცი კი უძლური“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 26, 2022, at 04:19 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)