Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 231 (The Judge’s Judgment on the Evil Ones)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული

16. მოსამართლის სასამართლო ბოროტებზე (მათეიესო 25:41-46)


მათეიესო 25:41-46
41 მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის. 42 ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით; მწყუროდა და არ მასვით; 43 უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი, და საპყრობილეში, და არ მომინახულეთ. 44 მაშინ ისინიც მიუგებენ პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ? 45 მაშინ მიუგებს იგი პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, როგორც არც ერთს ამ მცირეთაგანს არაფერი გაუკეთეთ - არც მე გამიკეთეთ! 46 და წავლენ ისინი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში”.
(იოანე 5:29; იაკობი 2:13; გამოცხადება 20:10, 15)

იფიქრებენ რა სასამართლოს ბოლო დღეზე, მათ შეიძლება გაუჩნდეთ შემდეგი კითხვა: ,,ნუთუ გამართლებულნი, სრულყოფილნი არიან სიკეთეში და ნუთუ ბოროტი ადამიანები არ არიან ბოროტები ნაწილობრივად, ნუთუ ბოროტი ადამიანები არ სცოდავენ და ბოროტი ადამიანები არასდროს ეხმარებიან?“. ძვირფასო ძმაო, ყველაფერი კეთილი ბუნებით ბოროტი იყო, მაგრამ ქრისტეს სისხლმა გაამართლა ისინი და პასუხად მათ რწმენაზე შეახსენა კეთილი საქმეები. ისინი გადარჩნენ არა საქმეებით, არამედ რწმენით.

თუმცა ისინი კეთილები იყვნენ და მიღებულ იქნენნ თავისი რწმენის გამო, რომელმაც გამოისყიდა მათი ცოდვები, რათა ისინი განწმენდილიყვნენ და განთავისუფლებულიყვნენ სულიწმიდით. მათი ცოდვებისგან ნაკვალევიც კი არ დარჩა განწმენდის შემდეგ. მას შემდეგ სულიწმიდამ კეთილი საქმეები გააკეთა და ქრისტე განაგრძობს დღითიდღე განწმენდას, მთელი სიცოცხლის მანძილზე.

საბოლოო ჯამში ბოროტება რჩება ბოროტებად და ყველა ადამიანი ბოროტია, თუკი უფლის კრიტერიუმებით განვიხილავთ. ვინც უარყო ის, მან ვერ განიცადა განწმენდის ძალა და სულიერ განკურნებაზე თქვა უარი. აი რატომ დარჩა ამ ხალხის საქმეები ეგოისტური. მათი სამართლიანობა კი ფარისევლობა აღმოჩნდა.

ის ვინც უარყოფს მხსნელს, ის გულს იქვავებს სულიწმიდისთვის. მაშნ ეშმაკი ავსებს მათ და ისინი ტყუილში ეშმაკის მიმდევრები ხდებიან. ქრისტემ ასეთ ადამიანებს მხოლოდ ბოროტები კი არ უწოდა, არამედ ,,ეშმაკის ანგელოზები“. როგორი საშინელი გამონათქვამია. ასევე მან მათ უწოდა ,,წყეულები“, რადგან ისინი როგორც ეშმაკის შვილები ირჩევენ ტყუილში, მრუშობაში, სიძულვილში და შურისძიებაში ცხოვრებას.

ზეცა - სიცოცხლეა. ჩვენი სულების სიცოცხლე დამოკიდებულია ღმერთთან ერთობაზე ქრისტეს მეშვეობით. ზეცაში ცხოვრება ქრისტესთან ერთად გაგრძელდება, მასთან სრულ ჰარმონიაში. სწორედ ამას ეწოდება ,,სამუდამო ცხოვრება“, რადგან ასეთ ცხოვრებას სიკვდილი ვერ შეაჩერებს და ვერანაირი სიბერე ვერ გააუჭებს მას. ასე, რომ სიცოცხლეც და სიკვდილიც, სიკეთეც და ბოროტებაც, კურთხევაც და წყევლაც გვიდევს წინ, რათა ჩვენ ავირჩიოთ ჩვენი გზა. მნიშვნელოვანია რას ავირჩევთ.

ძვირფასო მეგობარო, მხოლოდ ქრისტეა ქვეყნიერების მხსნელი, მან გაპატია ცოდვები. ირწმუნე მისი ძალის, რათა მისმა სიყვარულმა შენი ეგოიზმი გადალახოს და გაგხადოს ზეციერი მამის შვილი. მაშინ აღარ ისურვებ პატივს და კონფორტს, არამედ დამორჩილდები და გახდები მის ოჯახში ყველაზე მცირე. უფალი გაგხდის მშვიდობისმყოფელს და განგამტკიცებს საუკუნო სიცოცხლეში. უარი თქვი ნგრევასა და უიმედობაზე იცოდე, რომ ქრისტეს მიერი მართალნი, როგორც მზე ამობრწყინდებიან, რადგან ქრისტეა მათში და ფარავს თავისი სიყვარულით, ჭეშმარიტებით და სიწმინდით. ის სიხარულით ჩაეხუტება მათ, როდესაც მივლენ მის თანდასწრებაში და ღვთის სამუდამო ხატება გამოვლინდება მათში.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე შენ მკვდრეთით აღსდექი. ჩვენ განგადიდებთ და აგამაღლებთ შენ, რადგან გამოგვისყიდე და გვაპატიე ცოდვები. ეშმაკს არ აქვს ძალაუფლება ჩვენზე. შენ დაამარცხე სიკვდილის მარცვალი ჩენს ხრწნად სხეულებში და გამოგვისყიდე არა ვერცხლითა და ოქროთი, არამედ შენი ტანჯვით და სიკვდილით, რათა გვერქვას შენი და ვცხოვრობდეთ შენს სამეფოში ყველა წმინდანთან ერთად. შენ მკვდრეთით აღსდექი, ცოცხალი ხარ და მეფობ მამასთან და სულიწმიდასთან ერთად, ერთადერთო ღმერთო. მოგვეცი შესაძლებლობა ზეგავლენა მოვახდინოთ ჩვენს მეზობლებზე, მეგობრებსა და მტრებზე, რათა მოინანიონ, გირწმუნონ და მიიღონ საუკუნო სიცოცხლე, შენი მადლით.

კითხვა:

  1. სასამართლო დღეს, რატომ იქნებიან კეთილები უცოდველები, ხოლო ბოროტები - აბსოლუტურად უკანონონი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 26, 2022, at 03:52 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)