Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 226 (Are You Talented?)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული
13. იგავები ტალანტებზე (მათეიესო 25:14-30)

a) მოგეცა თუ არა ტალანტები? (მათეიესო 25:14-18)


მათეიესო 25:14-18
14 "ვინაიდან ეს ისე მოხდება, კაცმა რომ გამგზავრებამდე მოუხმო თავის მონებს და თავისი ქონება ჩააბარა. 15 ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი და სხვას - ერთი; თითოეულს მისი შეძლების მიხედვით, და წავიდა. 16 ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, იშრომა და დამატებით ხუთი მოიგო. 17 ორის მიმღებმაც ორი სხვა მოიგო. 18 ხოლო ერთის მიმღები, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი.
(ლუკა 19:12-27; რომაელთა 12:6)

როგორც წინა იგავები გვასწავლის ლოდისნის დროს სიფხიზლეს, ასევე ეს იგავი ტალანტებზე, რომელიც ჩაებარა სამ ადამიანს გვასწავლის, რომ ფუჭად არ უნდა ვისხდეთ. პირველი იგავი საუბრობს გამუდმებულ მზადყოფნაზე, ხოლო მეორე ჩვენს გულითად მსახურებაზე, როგორც უფლის მართველებს შეეფერებათ. წინა იგავში იესო გვასწავლიდა ჩვენი სულების მომზადებას, აქ კი გვასწავლის გზის მომზადებას უფლისთვის სხვა ადამიანების გულებში. ყველა ადამიანი უფლის სასწაულია, რომელიც მის ხატად არის შექმნილი. შენ განსაკუთრებულად ხარ დაჯილდოებული სულით, მშვინვით და სხეულით. მრავალი ნიჭი და ტალანტი მოგეცა. არ ხარ ისეთი, როგორიც ქვაა ან მცენარე - შენ იქცევი საკუთარი ნებისამებრ, გრძნობ სიხარულსა და ტკივილს. გადაუხადე თუ არა მადლობა ღმერთს დიდებული ნიჭებისთვის, რომელიც მოგცა? მისი ნიჭების დაფასება მარტივია, თუკი ცხოვრებას მათ გარეშე წარმოვიდგენთ. რამდენად აფასებ საკუთარ მხედველობას და სმენას? იმაზე მეტად მდიდარი ხარ ვიდრე ფიქრობ. როდის მოუხდი მადლობას ღმერთს ამ ყველაფრისთვის, ვინაიდან ვინც მადლიერია ზეციერი მამის, ის თანხმობაშიც არის მასთან ერთად. ვინც ქებას უძღვნის მისგან მიღებული ნიჭებისთვის, ის სიხარულით ემსახურება მას. ეგოისტი ზრუნავს არა ღმერთზე, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე და ილტვის, რომ დაიმსახუროს პატივი და დიდება. ხოლო ვინც ემადლიერება ღმერთს, ის პატივს მიაგებს მას და ემსახურება მთელი ძალებით, თავმდაბლობით და სიწრფელით. რას აკეთებ შენი უფლისთვის? შენი ცხოვრების მიზანი და აზრი, ჩვენი ზეციერი მამის განდიდებაა. უმადური ადამიანი შინაგანად მკვდარია და გულქვა. როდესაც ემადლიერები ღმერთს გამოხატავ სულიერ სიბრძნეს და მოსიყვარულე გულს.

ამ მუხლში სამმა მონამ მიიღო სხვადასხვა რაოდენობის ტალანტები ყველამ თავისი უნარისამებრ. ღმერთი თავისუფლად ,,უნაწილებს ყველას თავისი საჭიროებისამებრ“ (1 კორინთელთა 12:11). ზოგიერთი ადამიანი შექმნილია მხოლოდ ერთი ტიპის სმახურებისთვის, სხვები სხვა რამისთვის ისევე, როგორც ადამიანის სხეულში ყველა ნაწილი საკუთარ ფუნქციას ასრულებს. ყველა ადამიანი, ნიჭი და ტალანტი უნდა ემსახურებოდეს ქრისტეს. დაე ყველა შენი მოქმედება და საქმე ემსახურებოდეს ღმერთს. ემსახურე მას ხელებით, ფეხებით, ქონებით დროითა და ფულით. ყველაფერი რაც გაგაჩნია უნდა იყოს უფლის მსხვერპლიანი მსახურებისთვის და ადამიანებისთვის მიძღვნილი. სთხოვე შენს შემომქმედს, მოგცეს სიბრძნე, რომ შენი მსახურებით მეტი ნაყოფები მოუტანო მას.

მიიტანე ყველა კეთილი საქმე ზეციერ მამასთან. პატივი მიაგე მას და ის გიწოდებს შენ ძეს ან ასულს. თუკი ღარიბებს უნაწილებ იმ ტალანტიდან გამომდინარე, რაც უფალმა მოგცა მაშინ ღმერთი გაამრავლებს შენს კურთხევებს. დაუღლელად იმსახურე უფლის სახლში, სკოლაში, სამსახურში, ემსახურე მას თავისუფალ დროს და შენ გახდები მისთვის მოსაწონი ძე და ბედნიერი ადამიანი. ეგოისტი მჭიდროდ ეჭიდება ყველაფერ თავისას და ძალიან მჟავე ხდება. უფლის მონა კი, რომელიც არ იგებს იმას რაც აქვს, ჰგავს კეთილსურნელებას, ამიტომ მოიქეცი მოციქული პავლეს წმინდა წერილის მიხედვით: ,,ყოველივეს რასაც აკეთებს, გააკეთეთ გულით, ღმერთისთვის და არა ადამიანისთვის“ (კოლასელთა 3:23).

ლოცვა: ზეციერო მამაო, მადლობას გიხდით მადლისთვის და მრავალი ნიჭისთვის. ვინ ხარ? ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ ხომ არ ვართ ღირსები მივიღოთ ამდენი კურთხევა შენგან? ქრისტეს სისხლის გამო გვაქვს შესაძლებლობა ვიცხოვროთ შენ და შენი სულიწმიდის წინაშე. დაგვეხმარე, რომ ჩვენი ცხოვრება სავსე იყოს შენი მადლიერებით და დაგვეხმარე გავუზიაროთ ჩვენს გარშემო მყოფებს შენი კურთევა, რათა იქცნენ შენი სიხარულის თანამონაწილენი და წმინდანებთან მოზიარე.

კითხვა:

  1. რა ნიჭები მოგეცა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 26, 2022, at 04:31 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)