Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 225 (Parable of the Wise and Foolish Virgins)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული

12. იგავი ათ ქალწულზე (მათეიესო 25:1-13)


მათეიესო 25:8-13
8 სთხოვეს გონიერებს უგუნურებმა: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, რადგან გვიქრება ლამპრები. 9 გონიერებმა კი მიუგეს პასუხად: ჩვენც და თქვენც რომ არ დაგვაკლდეს, უმჯობესია ვაჭრებთან წახვიდეთ და თქვენთვის იყიდოთო. 10 ვიდრე საყიდლად იყვნენ წასულნი, მოვიდა ნეფე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიკეტა. 11 მოგვიანებით მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. 12 ხოლო მან მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ! 13 ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა”.
(მათე 7:23; 24:42, 44; ლუკა 13:25)

ქრისტე მოულოდნელად მოვა ზეციდან, როდესაც არავინ ელის. მისი მოულოდნელი მოსვლა თავზარდამცემი იქნება ქრისტიანებისთვის და გამოაღვიძებს მათ ძილისგან, რადგან ყველამ იცის, რომ ქრისტეს მოსვლა ნიშნავს სამყაროს დასასრულს.

თუმცა მრავას არ სწამს, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა და სასამართლო ჩვენს დროში მოხდება. ისინი ვერ ჰპოვებენ ნუგეშს და მათ შიში შეიპყრობს. ამ გადამწყვეტ დროს ისინი გააცნობიერებენ, რომ მათი მდგომარეობა საშინელია: მათ გულებშ არ არის სიყვარული, მათი აზრები ბილწია და საქმეები გახრწნილი. მათ მაშინვე მოუნდებათ ამ ყველაფრის გამოსწორება, თუმცა ღვთის მოსავი შვილი ერთ დღეში ვერ გახდები. ჩვენ ბედნიერი ადამიანები ვართ, რადგან ქრისტეს სისხლმა მოგვცა წვდომა სულიწმიდასთან. ის არის ჩვენს სალამპრეში ზეთი. ჩვენ მადლობას ვუხდით მას და ვუძღვნით ჩვენს ცხოვრებას, უკუვაგდებთ რა ჩვენს თავს, რათა მან ჭეშმარიტად გაგვწმიდოს.

მოციქული პავლე ვარჯიშობდა უფლის ხმის მოსმენაში. ის ყურს უგდებდა თავის სინდისს, რომელიც მგრძნობიარე უნდა ყოფილიყო სულიწმიდის მმართველობასთან. იმისდამიუხედავად, რომ ქრისტეს მოციქული იყო და წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა, გამუდმებით იწმინდებოდა. ცდილობდა ეკლესიისთვის კარგი მაგალითი ყოფილიყო. მაგალითი თვინიერების, მსხვერპლის და სიყვარულის. ივარჯიშე სიწმინდეში, მიყევი ქრისტეს მაგალითს, რათა იცხოვრო წმიდად, არა საკუთარი ძალებით, არამედ უფლის სულით, რომელიც შენშია. როდესაც სიკეთის წყარო გახდები იქცევი სიხარულის და სიკეთის წყაროდ ადამიანებისთვისაც. გინდა თუ არა ამ წყვდიდად სამყაროში უფლისმიერი სინათლე იყო?

მორწმუნე არ ცხოვრობს საკუთარი თავისთვის, არამედ ღმერთისთვის. საპატარძლო იპრანჭება არა საკუთარი თავისთვის, არამედ საქმროსთვის. და დავდივართ სიწმინდეში არა იმიტომ, რომ დავიმსახუროთ სამოთხე, არამედ გვიყვარს ქრისტე, რომელიც მოკვდა ჩვენთვის და რომელმაც ზეცის ყველა კურთხევა მოგვცა. ჩვენ მადლიერები ვართ და ამის ნიშნად ვუძღვნით ჩვენს გულებს, ჩვენ ვუძღვნით მას საკუთარ ცხოვრებას და ის გვავსებს თავისი ხასიათით. ვინც ამდლიერია ქრისტესი გამოსყიდვის გამო და უფლის დიდებაში დადის, მას ქრისტე მიიღებს თავისი მეორედ მოსვლის დროს. ისინი ატარებენ მის სახელს და ხატებას სხეულებით და გახდნენ მისი ჯვრის ნაყოფი. ისინი იესოს მიმართ სიყვარულში გაერთიანდნენ, მათ კი აერთიანებს მადლიერება და ქება. მათი სიცოცხლის მიზანი მდგომარეობს ქრისტესთან ერთიანობაში, რომელიც წმენდს მათ თავისი სისხლით.

სიყვარულის, უფლის სულის და იესოს უკუმგდებელი კი ვერ იქნება უფლისა, მისი დაბრუნების ჟამს. და ფუჭი იქნება ყველა მისი ძალისხმევა და სრულყოფილების მცდელობა, რადგან ქრისტეზე არ ააშენეს საკუთარი ცხოვრება. როგორი ტრაგიკულია, რომ ზეცის კარები დაიხურება მათთვის, ქრისტე არ აღიარებს მათ და მოექცევა, როგორც უცხოებს, რომლებსაც არ იცნობდა. უფალი სამართლიანია და ადამიანებს უამრავ გზას აძლევს მასთან მოსასვლელად. მისი უარმყოფელი კი განუმეორებელ შესაძლებლობას უშვებენ ხელიდან. ძვირფასო მეგობარო, ცხოვრობ თუ არა უფლის სულის გარეშე, თუ არის მისი სული შენში და წარმოშობს ნაყოფს?

ამ იგავში როდესაც მეფე შემოვიდა სახლში, კარები გამოხურეს, რათა სახლში შეკრებილები უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ. მორწმუნეები უფლის სახლში ბოძებივით არიან და არასდროს უნდა გამოვიდნენ სახლიდან (გამოცხადება 3:12). როდესაც წმიდების და ცოდვილების მდგომარეობა იქნება განსაზღვრული, ვეღარაფერს ვეღარ შევცლით, ვინც სახლის გარეთ რჩება ის იქ იქნება სამუდამოდ. ახლა ჯერ ისევ ღიაა ზეცის კარები, თუმცა მჭიდროდ, მაგრამ მას შემდეგ რაც მეფე მოვა კარები დაიხურება ისევე, როგორც დაიხურა ნოეს კიდობნის კარები. მიიღო რა მან ასეთი გადაწყვეტილება გადარჩა, ხოლო ვინც მასში არ შევიდა დაიღუპა.

ლოცვა: ზეციერო მამაო მადლობას გიხდით ზეცის სიხარულისთვის, რომელშიც მიგყავართ შენი ძის მეორედ მოსვლისას. დაგვეხმარე ვიყოთ რწმენაში, რათა შენი სიყვარულით გადავლახოთ ყველა სისასტიკე, შევიყვაროთ ჩვენი მტრები და მოვემზადოთ ქრისტეს მოსვლისთვის. გაგვწმინდე, რათა გვიყვარდეს გზააბნეულები და მოვუწოდებდეთ მათ შენი შეცნობისკენ, რათა არ დაიღუპონ.

კითხვა:

  1. რატომ ვერ მოიპოვეს სამართლიანობა უგუნურმა ქალწულებმა ქრისტეს მოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 26, 2022, at 03:24 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)