Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 223 (Parable of the Wise and Foolish Virgins)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული

12. იგავი ათ ქალწულზე (მათეიესო 25:1-13)


მათეიესო 25:1-5
1 მაშინ ცათა სამეფო დაემსგავსება იმ ათ ქალწულს, თავიანთი ლამპრები რომ აიღეს და ნეფის შესახვედრად გამოვიდნენ. 2 ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი - გონიერი. 3 ლამპრები კი აიღეს უგუნურებმა, მაგრამ ზეთი არ გაიყოლეს თან. 4 ხოლო გონიერებმა ლამპრებთან ერთად ზეთიც თან გაიყოლეს ჭურჭლებით. 5 ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველამ ჩათვლიმა, და დაეძინათ.
(ლუკა 12:35-36; გამოცხადება 19:7)

იუდევლური წესის მიხედვით დედოფალი ელოდებოდა მეფეს, ის კი მასთან ღამე მივიდა მეგობრებთან ერთად. დედოფლის გვერდზე ქალწულები იმყოფებოდნენ, ვინც ამზადებდნენ მას და ელოდებოდნენ მეფეს. მეფის მოსვლისთანავე ისინი უნდა ამდგარიყვნენ ლამპრებით ხელში და გზა გაენათებინათ მისთვის, რადგან როცა სახლში შემოვა მისი შეხვედრა დედოფალთან იყო სასიხარულო, წმინდა ტრადიციის თანახმად.

ზოგიერთი ასწავლის, რომ სწორედ ამ შემთხვევაში იყო 10 ქალწული. მათი სწავლება დაფუძნებულია იმაზე, რომ იუდევლები ოდესღაც არ ატარებდნენ მსახურებებს სინაგოგაში, არც წინადაცვეთას ახდენდნე, არ იცავდნენ პასექს და არ შედიოდნენ ქორწინებაში თუ ამ ყველაფრის მოწმე მინიმუმ 10 ადამიანი არ იყო. როდესაც ბოყაზი დაქორწინდა რუთზე, მას ათი მოწმე ჰყავდა (რუთი 4:2).

ცათა-სამეფო ჰგავს 10 ქალწულს, სადაც 5 გონიერია და 5 უგუნური. ათივე ქალწული ამორჩეული იყო, ყველამ მიიღო სულიწმიდა, ყველა შეიმოსა საქორწინო ტანისამოსით, მიიღეს ქრისტეს პატიება და ელოდებოდნენ ღვთის ძეს. ყველას სწამდა ქრისტე და ელოდებოდნენ მას. მაგრამ როგორც მეფე მოდის არა დღე არამედ საღამოხანს, ასე მოვა ქრისტეც ეკლესიის მეფობის დროს დევნების ღამეს. როგორც ვხედავთ ამ იგავში ათივე ქალწულს ჩაეძინა, რადგან დიდი ხანი ხარობდნენ, შემდგომ კი ძილი მოერიათ. სწორედ ასე ემართებათ ბრძენ და სულელ ქრისტიანებს, რადგან მოლოდინის დროს ძილი ერევათ. ღვთის ძე არ მოვა მაშინ, რიოდესაც მას ელოდებიან. ჩვენ სისუსტეს ვიჩენთ იმედში, არ შეგვიძლია გამუდმებით ველოდოთ ქრისტეს, ვკარგავთ იმედს და გვავიწყდება და ძილს მივეცემით ხოლმე. ეკლესიას, რომელსაც ძლევს ძილი ასეთ დღეებში, ჰგავს ქალწულს, რომლებიც დაიღალნენ და დაეძინათ. გასაკვირია, რომ ქრისტეს არ განუკითხავს ისინი ძილის გამო, მან იცოდა, რომ ჩაეძინებოდათ ხანგრძლივი ლოდინის დროს და იმის გამოც, რომ ყველა ადამიანს ცდუნების დიდი ტვირთი ადევს ზურგზე.

თუმცა ბოლო დროის მძინარე ეკლესიები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ზოგიერთი მათგანი სულიწმიდით არის სავსე, ზოგიერთი კი ცარიელია. ზეთი ამ იგავში სულიწმიდის სიმბოლოა, ხოლო ფითილი ღმერთის სიტყვა. რადგან სულის ძალა მოდის ღმერთის სიტყვისგან და გვწმენდს ჩვენ.

ხუთი ქალწული მოიქცა უგუნურად, რადგან არასათანადოდ მოემზადნენ მეფის მოსვლისთვის: ლამპრები წამოიღეს, თუმცა საკმარისი ზეთი არ ჩაასხეს. მათ ეს ზეთი მხოლოდ ამ დროისთვის ეყოთ, რადგან უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ მზად არიან მეფის შესახვედრად. თუმცა არ ჰქონდათ საკმარისი ზეთი იმ შემთხვევისთვის, თუკი მეფე შეყოვნდებოდა. მათ ხელებში რწმენის აღიარების ლამპები ეჭირათ, მაგრამ არ ჰქონდათ ერთგულებისა და ჯანსაღი სწავლების მარაგი, რომელიც აუცილებელი იყო ზეწოლის გასაძლებად და შექმნილ სიტუაციაში გასაძლებად. მათ გარეგანი აღძვრით იმოქმედეს, რადგან სულიერი ცხოვრება არ ჰქონდათ.

ყველა ეკლესია დგას კითხვის წინაშე: ,,ხარ თუ არა სავსეები უფლის სულით და უფლის სიტყვებით, თუ ეყრდნობით ტრადიციებს, წესებს და შესაწირავებს?“. ქვეყნიური სწავლება ძალისხმევა და ძვირფასეულობა არ არის გაჯერებული ძალით, რადგან მხოლოდ სულიწმიდის ძალას შეულძია ჩვენი გულების განათება. ძვირფასო ძმაო კითხულობ თუ არა ღმერთის სიტყვას გამუდმებით საკუთარი თავის აშენებისთვის? იზეპირებ თუ არა მას? არ დაეცე სულით. სიტყვის ღრმა შესწავლა მოგცემს ძალას ღირსეულად გაიარო მრავალი განსაცდელი დედამიწაზე.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, გვაპატიე თუკი დაგვავიწყდი და დავკავდით სხვა საკითხებით. აპატიე ეკლესიას და საშინაო ჯგუფებს, თუკი ყურადღება საყოფაცხოვრებო ნივთებზე გადაიტანეს და დაივიწყეს შენი მოსვლა. დაგვეხმარე გავიგოთ და მივიღოთ შენი აღთქმები და გავუზიაროთ ისინი სხვებს, რათა ჰპოვონ ნუგეში შენს სიტყვებში, განთავისუფლდნენ ცოდვებისაგან, იშვან სულით და ისწავლონ მოთმინება და იმედი. შეგვიწყალე, რათა გავხდეთ უფრო გონიერნი და არა უგუნურნი.

კითხვა:

  1. რა განსხვავებაა ბრძენ და უგუნურ ქალწულებს შორის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 26, 2022, at 03:05 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)