Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 224 (Parable of the Wise and Foolish Virgins)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული

12. იგავი ათ ქალწულზე (მათეიესო 25:1-13)


მათეიესო 25:6-7
6 შუაღამისას დაიძახეს: აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად! 7 წამოდგნენ ქალწულები და გამართეს თავიანთი ლამპრები.

ვინც კითხულობს ახალ აღთქმას, ის პოულობს მრავალ ადგილს, რომელიც გვასწავლის ქრისტეს მეორედ მოსვლას. დაახლოებით 300-ჯერ არის ამაზე საუბარი. უმეტესად ნახსენებია მორწმუნეების მიმართ, რათა ისინი განიწმინდონ. როგორც დედოფალი ემზადება მეფის შესახვედრად, ასევე ილამაზებენ თავს მორწმუნეები თავმდაბლობით, სიყვარულითა და სიხარულით უფლისთვის.

ცოდვის გამო არავის შეუძია საკუთარი თავის გაწმენდა, მაგრამ რადგანაც ქრისტემ გაგვწმინდა თავისი სისხლით, სულიწმიდა წაგვმართავს ქრისტიანული კანონების შესასრულებლად და აღგვძრავს მოვიქცეთ ჩვენს ცხოვრებაში, უფლის სიყვარულით. ეს კურთხეული სული გვიბიძგებს ვიცხოვროთ ამ სამყაროში წმიდად და გამოვავლინოთ წყალობა.

არავის შეუძლია თავისი ნებით შეიყვაროს ღმერთი და მოყვასი. ეს შესაძლებელია მხოლოდ ქრისტეს გულში ყოფნით, როდესაც თავად ვხდებით უფლის სიტყვა. უბრალოდ დაფიქრდი ქრისტეს ამ იგავზე. ქალწულებმა ხომ იცოდნენ უფლის სიტყვები და იცნობდნენ სულიწმიდას, მაგრამ გონიერებმა უფლის მეტი ძალა მოაგროვეს, ხოლო უგუნურებმა ნაკლები. სწორედ ეს სხვაობა იყო მათში. ვინც იგემა სულიწმიდა, მაგრამ არ ჰყავდა ის საკმარისი დოზით, წავა დასაღუპავად, რადგან მხოლოდ უფლის სულით მართულნი გადარჩებიან.

როგორ მივიღოთ უფლის სულის ცხება? არ დაგავიწყდეს, რომ სულიწმიდის მიღება, მხოლოდ ჯვარცმული ქრისტეს მეშვეობით შეგვიძლია. ხოლო მისი გამოსყიდვით ღებულობს ყველა ცოდვილი ნუგეშისცემის სულს. თამამად სთხოვე ზეციერ მამას ეს დიდებული საჩუქარი, რადგან მას სურს ყველა თავისი შვილის გაწმენდა. ცხოვრობს თუ არა შენში სულიწმიდა, დაიწყე დღესვე მისი ძიება, რათა არ გახდე ,,ნელ-თბილი“ მორწმუნე და არ ჩავარდე ცოდვაში ან სულიერად მოკვდე.

როგორ უნდა გავხდეთ უფლის სულის დახმარებით კეთილსურნელოვანნი. იკითხე ბიბლია და იფიქრე მის სიტყვებზე. მოუსმინე მორწმუნეთა მონათხრობებს და მათ განცდებს. მარტო შეუძლებელია შეიცნო უფლის სიტყვა სრულად. ათჯერაც, რომ გადაიკითხო ბიბლია და ზეპირად ისწავლო, მაინც სასარგებლოა შენთვის მისი სხვა მორწმუნეებთან ერთად შესწავლა, რათა უფლის მმართველობა მიიღო.

როგორ უნდა ვიყო სულიწმიდაში? ამისთვის საჭიროა ამ სულის მოფრთხილება და აუცილებელია ჩვენი სულელური საქციელებით ის არ გავანაწყენოთ. გამოვეხმაუროთ მის ნაზ მოწოდებას, ვუარყოთ ყველა ცოდვა და ვირწმუნოთ მამა ღმერთის და ვემსახუროთ მას ერთგულებასა და სულგრძელობაში. გაწმენდილი მორწმუნე ცოცხლობს თავმდაბლობაში და სიკეთეში. ის იმართება სულით და ამგვარად შენ შეგიძლია განადიდო ქრისტე შენი ცხოვრებით და აჩვენო ადამიანებს ზეციერი მამის ხატება. მოიქცევი რა, ასე იქნები უფრო გონიერი ვიდრე უგუნური.

ლოცვა: მამაო მადლობას გიხდით, რომ მოგვეცი სულიწმიდა შენი გამოსყიდვის მადლით იმისდამიუხედავად, რომ არ ვიმსახურებდით. შენი ძის სისხლი გვწმენდს და შენი ძალა ხდება მოქმედი ჩვენს უძლურებაში. აგვავსე შენი სულით, რომ არ ვგრძნობდეთ სიყვარულის ნაკლოვანებას, არამედ ვიყოთ თავმდაბლები და მზადყოფნაში შენი მსახურებისთვის. მივყვებოდეთ რა შენს მაგალითს და შენი სახარების ძალაშუ დავდიოდეთ. მოველოდებოდეთ რა ზეციერი მეფის მოსვლას.

კითხვა:

  1. როგორ უნდა მივიღოთ სულიწმიდა და განვიწმიდოთ მასში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 26, 2022, at 03:20 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)