Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 222 (Watch!)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული

11. იფხიზლეთ! (მათეიესო 24:42-51)


მათეიესო 24:45-51
45 ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც თავის სახლეულზე დააყენა მისმა ბატონმა, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს? 46 ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას. 47 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას. 48 ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი, 49 და ცემას დაუწყებს დანარჩენ მონებს და ლოთებთან გამართავს ჭამა-სმას, 50 მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის, 51 შუაზე გაჰკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
(მათე 25:21-23; ლუკა 12:41-46; 2 პეტრე 3:4)

უფლის შვილები ქრისტეს მორჩილნი არიან. ისინი თავს ქრისტეს მონებს უწოდებენ,ვინაიდან ის არის მათი უფალი. ასეთი ურთიერთობა არ არის აშენებული შიშზე, არამედ სიყვარულსა და მადლიერებაზე გამოსყიდვისთვის. მორწმუნეები ტავს უძღვნიან იმისთვის, რომ ვალდებულები არიან, ისინი ღებულობენ მას მისი სიყვარულის გამო. ის ვინც ემორჩილება უფალს პირობების წაყენების გარეშე, მას ქრისტე გახდის ღირსად, რომ იმსახუროს მის სამეფოსა და ეკლესიაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მსახურება - ახალგაზრდების და უფლის ოჯახში ახალი წევრების სულიერი განსწავლაა. ქრისტეს შეუძლია დაგავალოს დაამოწმო მასზე შენს სკოლაში და გაამხნევო შენი თანაკლასელები. არის თუ არა შენს საზოგადოებაში ადამიანები, რომელთაც სწყურიათ სახარება? მოუსმენიათ თუ არა შენს თანამშრომლებს ჯვრის შესახებ? იციან თუ არა შენმა მეგობრებმა მხსნელზე და მოუყევი თუ არა მათ მისი სიყვარულის შესახებ? ასრულებ თუ არა შესაბამისად შენთვის დავალებულ მსახურებას? თუკი ერთგული ხარ მცირედში, უფალი მეტ სულს და რამდენიმე მსახურებას მოგანდობს. სთხოვე უფალს, რომ გაგხადოს ერთგული და მსახურებაში კეთილგონიერი, რათა არ შეეჭვდე და არ დაეცე სულით, არამედ იყო ლოცვებით, რწმენით და იმედით სავსე.

სახარების მსახური ჰგავს ოჯახის თავს და არა მბრძანებელს. მისი როლი უფრო მონას ან მმართველს ჰგავს. ის არ ფლობს, არამედ მიჰყავს; არ იგონებს ახალ გზებს, არამედ ქრისტეს გზას აჩვენებს. აი რას ნიშნავს ,,ისინი ზრუნავენ თქვენს სულებზე“ (ებრაელთა 13:17). ისინი ქრისტეს მიერ არიან დაყენებულნი. მათი ძალაუფლება - მისგანაა და მხოლოდ მას შეუძლია ამის წართმევა.

სახარების მსახურის მოვალეობა არის თავის დროზე მისცეს ქრისტეს ოჯახს სულიერი საკვები. მან როგორც მმართველმა უნდა იზრუნოს ქრისტეს ოჯახზე და არა საკუთარ თავზე. მათ უნდა გასცენ ის, რაც ქრისტემ შეისყიდა. სწორედ მსახურებისთვის არის ეს სიტყვა: გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35). ვაი მას ვინც მოწოდებულია ქრისტეს მსახურებისთვის, მაგრამ თავისი თავისთვის ცხოვრობს, არ იღებს რა ქრისტეს მოწოდებას. ვაი მას ვინც არ იჩენს სიყვარულს ქრისტეს ადამიანების მიმართ და დაუდევრად ექცევა მათ. მსგავსი მოქმედება მოწმობს, რომ ადამიანს დაავიწყდა უფლის მოსვლის შესახებ. ქრისტეს მოსვლის მოლოდინი გვიცავს სიზარმაცისგან და მივყავართ სიფხიზლესა და მორჩილებისკენ. ის აღგვძრავს დღითიდღე ვატარებდეთ მსხვერპლიან ცხოვრებას და მსახურებას, რათა განვიწმიდოთ და ვიყოთ მისი მოსვლის ჟამს სუფთები. ვინც ფიქრობს ქრისტეს ძის მოსვლაზე, ის ემზადება მთელი თავისი ცხოვრებით: სახლში და ეკლესიაში და სიხარულით ელოდება დაპირებულს.

ვინც ივიწყებს თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას და სიზარმაცეში ვარდება, ის თანდათან იქვავებს გულს. არ იყო ასეთი ზარმაცი მონების რიგში. ისინი დაიღუპებიან და უფალიც განსჯის მათ. ის ვინც არ ფიქრობს უფლისთვის მსახურებას, ვერ მიიღებს სარგებელს წარსულის სულიერი განცდებიდან, არც ბევრი ლოცვისგან და უხვი შესაწირავებისგან. ქრისტეს სურს, რომ ისინი იყვნენ მიძღვნილ და წრფელ მსახურებაში. ის სრულყოფილი მონა იყო, თავმდაბალი, მსხვერპლგამღები და ერთგული.

ემსახურები თუ არა მათ სწორად, ვინც უფალმა მოგანდო, თუ საკუთარი თავისთვის ეძებ პატივს და შექებას. არის თუ არა შენი მზერა მიპყრობილი მომავალი იესო ქრისტესკენ, თუ ეგოისტი ხარ და დაკავებული ხარ მხოლოდ საკუთარი საზრუნავებით? არ არსებობს ზეცასა და დედამიწას შორის ნეიტრალური ზონა, ან სამუდამოდ იცხოვრებ უფალთან ერთად სამუდამო სიხარულში ან ამოირჩევ შიშს და ჯოჯოხეთის საშინელებას, სადაც არის ტირილი და კბილთა ღრჭენა.

ლოცვა: უფალო იესო, ვაღიარებ რომ ყოველთვის არ ვყოფილვარ ბრძენი და ერთგული მსახურების მიმართ, რომლისთვისაც მომიწოდე. მაპატიე ასეთი დამოკიდებულება და გამწმინდე, მაჩუქე ახალი საწყისი, შენი სულიწმიდის ძალით. დაე შენმა სიყვარულმა გამამაგროს უძლურებაში, რათა ჭეშმარიტად ვიდგე და ვიყო ერთგული, როგორც შენ იყავი შენს დიდებულ სიყვარულში.

კითხვა:

  1. რატომ გვიბრძანა იესომ, რომ ვიფხიზლოთ ჩვენს მსახურებაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 26, 2022, at 03:01 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)