Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 220 (Salvation of the Believers)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული

10. მორწმუნეთა ატაცების მოწმობა (მათეიესო 24:37-41)


მათეიესო 24:37-41
37 როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც. 38 რადგან როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე კიდობანში შევიდოდა ნოე, 39 და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა - ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც. 40 მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და მეორე დარჩება. 41 ორნი დაფქვავენ დოლაბით: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება.
(ლუკა 17:35)

წყალდიდობამდე რამდენიმე ხნით ადრე ღმერთმა უთხრა ნოეს, გაეკეთებინა კიდობანი, რომელიც მისთვის და მისი სახლეულისთვის გადარჩენად იქცა. მეგობრები დასცინოდნენ ნოეს და თვლიდნენ მას სულელად იქამდე, სანამ არ დაიღუპნენ უფლის რისხვის ნიაღვარში. ნოეს კი სწამდა უფლის გამოცხადება და ყური უგდო მას, დაცინვის მიუხედავად. სწორედ ამიტომ გადარჩა ის და მისი ოჯახი. ქრისტე - ჩვენი გადარჩენის კიდობანია, გემი, რომელიც წყალს ზემოთ გვაჩერებს. მიიღე ის მის ახალ აღთქმაში, რათა იცხოვრო მასთან ერთად საუკუნოდ, თუნდაც ეს ქვეყნიერება დაიღუპოს.

საჭმელი და სასმელი ადამიანისთვის აუცილებელია, რათა სიცოცხლე შეინარჩუნოს. გათხოვება და დაქორწინება აუცილებელია კაცობრიობის შთამომავლობის შესანარჩუნებლად, მაგრამ სხვა კანონების ნაწილს ჩვენს ცხოვრებაში შეუძლია პრობლემების შექმნა, თუკი გამოვიყენებთ მათ უკანონოდ. ნოეს დღეებში ხალხი მხოლოდ თვითდაკმაყოფილებას ეძებდა. ცდილობდნენ ეამებინათ ქვეყნიერებისა და ხორცისთვის, არ აქცევდნენ რა ყურადღებას გაფრთხილებებს მიუხედავად იმისა, რომ დაღუპვასთან ახლოს იქვნენ. ჭამდნენ და სხვავდნენ ნაცვლად იმისა, რომ მოენანიებინათ და ელოცათ. ღმერთმა ნოეს მეშვეობით ადამიანებს მონანიებისკენ მოუწოდა, მაგრამ მათ უკუაგდეს მისი უწყება. ღმერთი მიმართავდა მათ, როგორც ადრე ისრაელს, მაგრამ არჩიეს მკვდრებად ყოფნა, რომლებიც დაიბნენ და რომელთაც არ ეპატიათ. (ესაია 22:12,14)

ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ კაცობრიობის ისტორიას და დავინახოთ თუ როგორ ეცემა ცივილიზაცია, რომელიც პირდაპირ კავშირშია მორალთან და სულიერ ადამიანებთან. მათი საზრუნავი მხოლოდ კმაყოფილებაა და სირცხვილის გარეშე უცვლელ ინსტიქტებს მიმართავდნენ მაშნაც კი, როდესაც დასაღუპავად მიდიოდნენ. იესოს სულაც არ უგულისხმია, რომ ჭამა, სმა და ქორწინებაში შესვლა ცოდვაა. მაგრამ ხალხი ყოველივე ამას უღმერთოდ და დაუფიქრებლად აკეთებდა. ისინი განკითხულ იქნენ თავიანთი ურწმუნოებისთვის.

ცრუ სამართლიანობა არ გიხსნის მომავალი სასამართლოსგან. შენ მხოლოდ მხსნელი იესო ქრისტეს რწმენა თუ გადაგარჩენს. მეორედ მოსვლისას ქრისტე მთელ კაცობრიობას ორ ნაწილად დაყოფს. ისინი, ვინც მას პირადად იცნობენ და ისინი, ვინც მას იცნობენ, როგორც მხსნელს. ის ვინც მას იცნობს მას ეკუთვნის და სავსეა მისი სულით და ბოლო ჟამს ის მიიღებს მათ და სახლში წაიყვანს.

ისინი, ვინც ქრისტეს ეკუთვნიან ,,ამაღლდებიან“ ზეცად მეორედ მოსვლის დროს. ისე ამაღლდებიან, როგორც ერთ დროს თავიანთი უფალი. არ იყვნენ ღირსები, თუმცა უფლის გამართლებამ შეცვალა ისინი და ღირსი გახადა. შეუერთდი თუ არა ქრისტეს ერთ სულში? იცი თუ არა, რომ უფალს თავად სურს შენი მიღება?

ქრისტეს არ უუწყებია წინასწარ მისი მოსვლის ჟამი. მას უნდა, რომ თავისი მოწაფეები გამუდმებით მზად იყვნენ დღე და ღამ მასთან შესახვედრად.

ლოცვა: მამაო, აგამაღლებთ რადგან შენ ხარ საყვარელი ძე, რომელმაც მოგვეცი ცოცხალი იმედი. დაგვიცავი ზედაპირულობისა და ფუჭი ოცნებებისგან. წაშალე ყველა ჩვენი ცოდვა და განგვამტკიცე შენი ძის ხსნაში დაე გაგვანთავისუფლოს მან სამსჯავროსგან და შეგვინახოს თავისთვის.

კითხვა:

  1. როგორ მოვა ქრისტე მეორედ დედამიწაზე და რა ბედი ეწევათ მის საყვარელ შვილებ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 26, 2022, at 02:55 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)