Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 219 (The End of the Worlds)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული

9. სამყაროს დასასრული (მათეიესო 24:32-36)


მათეიესო 24:32-36
32 ლეღვისგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი რტოები რბილდება და ფოთლებს გამოიტანს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 33 ასევე, როცა ყოველივე ამას იხილავთ, იცოდეთ, რომ ახლოა, კარზეა მომდგარი. 34 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. 35 ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ. 36 მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
(ესაია 51:6; მათე 5:18; საქმეები 1:7; მარკოზი 13:28-32; ლუკა 21:29-33; 12:39-40)

ქრისტემ თქვა, რომ დედამიწაა, მთვარე და ვარსკვლავები, აუცილებლად განადგურდება. სულიწმიდამაც უთხრა ამის შესახებ პეტრეს, რომელიც თავის მეორე წერილში 3:8-13 წერდა. თუმცა ღმერთმა თავის უკიდეგანო თანაგრძნობაში შეგვპირდა ახალი მიწის და ზეცის შექმნაში, სადაც იქნება მშვიდობა და სამართლიანობა. ქრისტეს მიმდევრები იქ იცხოვრებენ ერთ ოჯახად ღმერთთან ერთად, სრულყოფილ სიხარულში.

შეინახე ქრისტეს სიტყვები შენ გულში, რადგან მათში ძვირფასი საგანძურებია კაცობრიობისთვის. მათ დროებითიდან მარადიულობამდე მივყავართ და გადავყავართ ცოდვიდან სამართლიანობაში. სიმინე ქრისტეს სიტყვები მეტად, ვიდრე ტელევიზორს უსმენ. სიტყვების ძალის გწამდეს და მოიქეცი მათ შესაბამისად და გახდები უფლის ახალი სამყაროს თანამონაწილე. თუკი გჭირდება ქვეყნიდან სადმე გაქცევა, უბედურებისგნა თავის დაღწევა, ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩადო შენს ჩანთაში ბიბლია (არა ფული, ოქრო და ტანსაცმელი), რადგან ის სულს კვებავს. იყავი ბრძენი და არასდროს დაანებო თავი უფლის სიტყვის კითხვას. მისი სიტყვები არასდროს შეიცვლება იმისდამიუხედავად, რომ სამყარომ შესაძლოა შეწყვიტოს ბრუნვა. მისი სიტყვები უცვლელია და თავად ქრისტე არის უფლის სიტყვა.

ქრისტეს სიტყვები მეტად საიმედო და მუდმივია, ვიდრე ზეცა და მიწა. ,,მან მითხრა და მან გააკეთა“ (ესაია 38:15). ზეცის საფუძველი შეირყევა და დედამიწა გაქრება, ქრისტეს სიტყვები კი დარჩება თავის ძალაში.

უნდა ვაღიაროთ, რომ ქრისტეს მოსვლამდე ბევრი მოვლენა უნდა მოხდეს, რომელიც გზას გაამზადებს, თუმცა ყველაფერი დაწვრილებით ჩვენთვის ცნობილი არ არის. მხოლოდ სულელები იტყვიან, რომ ყველაფერი იციან. ქრისტემ თავმდაბლურად აღიარა, რომ მისთვის არა ცნობილი სამყაროს აღსასრული ჟამი, არამედ მხოლოდ მამამ იცის. აღდგა რა და იზეიმა სიკვდილზე, დაამოწმა რომ მთელი ხელმწიფება ზეცასა და მიწაზე მას ეკუთვნის. მოციქული იოანე ხილვაში დაკლული კრავის კუნძულზე, ხედავდა კრავს, რომელსაც შეეძლო დაფარულის და დაბეჭდილის გახსნა, რაშიც დევს ბოლო დღეები არსი. ჭეშმარიტად კაცობრიობის ისტორია არის ქრისტეს ხელში.

ლოცვა: უფალო იესო, თაყვანს გცემთ, რადგან მეფეთ-მეფე და უფალთ-უფალი ხარ და შენს ხელშია მთელი კაცობრიობის მომავალი. გვაპატიე ჩვენი უსიხარულობა და გვასწავლე ვიფიქროთ სამყაროს აღსასრულზე და მოვემზადოთ შენი მოსვლისთვის, არა სასოწარკვეთილებაში, არამედ მადლიერებით. აგამაღლებთ შენ შენი სიტყვების გამო, რომელშიც ვხედავთ, რომ შენ - ჩვენი მტკიცე იმედი ხარ.

კითხვა:

  1. რას ასწავლიდა იესო ლეღვის ხის იგავით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 26, 2022, at 02:53 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)