Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 221 (Watch!)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული

11. იფხიზლეთ! (მათეიესო 24:42-51)


მათეიესო 24:42-44
42 ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. 43 ეს კი გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, ღამის რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა, და თავისი სახლის ძირს არავის გამოათხრევინებდა. 44 ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
(მათე 25:13; 1 თესალონიკელთა 5:2)

ქრისტე მოგვიწოდებს ვიფხიზლოთ მისი მოსვლის ჟამს. არავინ იცის ზუსტად, როდის მოვა ის. ზოგი თვლის, რომ არასდროს მოვა, ზოგი ამბობს, რომ უკვე მოვიდა და ჩვენს შორის იმალება., მაგრამ ქრისტე გვაფრთხილებს, რომ სულიერად ვიყოთ მზად და ვიფხიზლოთ, რადგან ის მოულოდნელად და შეუმჩნევლად მოვა, როგორც ღამის ქურდი. ჩვენს ცხოვრებაში ასეთი დევიზი უნდა გვქონდეს ,,იფხიზლე“. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად.

ფხიზლად ყოფნა არ ნიშნავს, მხოლოდ უფლის მოსვლის რწმენას, არამედ გამუდმებული მზადება და საკუთარი თავის სულიერ ფორმაში მოყვანას. ისეთში, როგორის დანახვაც ესიამოვნებოდა მას. სიფხიზლე ნიშნავს, მისი მოახლოების ნიშნებთან ყურადღებით ყოფნას, რათა ყოველთვის ვახსენებდეთ ჩვენს თავებს მასთან მომავალ შეხვედრაზე. სანამ ამ სამყაროში ვარსებობთ, თითქოს გარემოცულნი ვართ შავი ბურუსით და უდიდესი ძალისხმევაა საჭირო, რომ არ დაგვეძინოს. როგორ ვემზადებით ქრისტეს მოსვლისთვის?

ჩენ გვიყვარს ის და სინამდვილეში ვეკუთვნით მას.
ჩვენ ვამზადებთ მისთვის გულს და ვწმენდთ ყოველგვარი უმართლობისაგან.
ჩვენ ვსწავლობთ დროთა ნიშნებს, რომელიც მიუთითებს ძველ და ახალ აღთქმაში, მისი მოსვლის ჟამზე.
ჩვენ ვლოცულობთ და ვთხოვთ უფალს მის ნებას, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება მისით იყოს მომზადებული.
ჩვენ ვუყვებით ჩვენს მეზობლებსა და მეგობრებს, ქრისტეს მოსვლაზე, რომ ისინიც მზად იყვნენ უფალთან შესახვედრად.
ჩვენ ვამზადებთ ქების სიმღერებს, რათა შევხვდეთ მას მის ღირსად, როგორც გულმოწყალე მხსნელს.

ემზადები თუ არა ქრისტეს მოსვლისთვის? თუ ასეთი ცხოვრება ეგოისტობაა და არ აქვს მიზანი. გამოსცადე შენი სინდისი და გაერკვიე, არის თუ არა შენში რაიმე ცოდვა და წყენა. იქნებ არ აპირებ აპატიო ვინმეს. იჩქარე მოინანიო და აპატიო ყველას, რათა განიწმიდო მადლით, სანამ ეს შესაძლებელია.

ლოცვა: ზეციერო მამა, გვაპატიე თუკი შენს მეორედ მოსვლას საკმარისი მნიშვნელობა არ მივანიჭეთ. აწიე ჩვენი თავები, რათა მზად ვიყოთ. თავს დავაღწევთ დევნებს, ცდუნებებსა და სიკვდილს. დაგვეხმარე უფლის გზა მოვამზადოთ, ჩვენი მეგობრების და ახლობლების ცხოვრებაში, რათა ისინიც მზად იყვნენ შენს მისაღებად. გაგვამყარე შენს მოლოდინში, რათა არ ჩაგვეძინოს და არ დაგვავიწყდეს შენი მოსვლის ჟამი.

კითხვა:

  1. როგორ ემზადები უფალი იესო ქრისტეს მოსვლისთვის პრაქტიკულად?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 26, 2022, at 02:58 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)