Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 199 (The Humility of Faithful Teachers)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
B - “ვაი“ ამაყებს და რელიგიურ ადამიანებს (მათეიესო 23:1-39) -- იესოს გამონათქვამების მეხუთე კრებული

2. ერთგული მასწავლებლების თავმდაბლობა (მათეიესო 23:8-12)


მათეიესო 23:8-12
8 8 თქვენ კი ნუ გიწოდებენ მოძღვარს, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე; თქვენ ყველანი კი ძმები ხართ. 9 ნურც მამას უწოდებთ ვინმეს ქვეყანაზე, რადგან ერთი მამა გყავთ - ზეციერი. 10 ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან ერთი გყავთ წინამძღვარი - ქრისტე. 11 უდიდესი თქვენ შორის თქვენი მსახური იყოს. 12 ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება.
(იობი 28:22-28; იგავები 29:23; ეზეკიელი 21:31; მათე 20:26-27; ლუკა 18:14; 1 პეტრე 5:5)

ვინც ამბობს, რომ ის უკეთესია, როგორც მასწავლებელი, მღვდელმთავარი ან ეპისკოპოსი, სინამდვილეში უხამსია. ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ და ვსაჭიროებთ მხსნელს. არავინ არ არის სხვაზე უკეთესი. ჩვენი ღვთისმოსაობა განისაზღვრება არა ჩვენი ცოდნით, არამედ სიყვარულით და მსახურებით. ამიტომ ვინც თავს იმაღლებს, რათა ადამიანებისგან პატივი დაიმსახუროს, მან ქრისტეს მაგალითს უნდა შეხედოს. მორწმუნეები ეკლესიაში მიყვებიან მის მაგალითს არა მხოლოდ თავისი მორჩილებით, არამედ მსახურებაში მონაწილეობით.

ჩვენ ყველანი ქრისტეს მოწაფეები ვართ და ის არის ჩვენი ერთადერთი უფალი. როდესაც თავს მას ვუძღვნით დები და ძმები ვხდებით, ვინაიდან ღმერთი - ქრისტეს ყველა მოწაფის მამაა. არ გვყავს სხვა სულიერი მამა.

სულიწმიდა გვაძლევს მიმართულებას თავმდაბალი მსახურებისკენ. ის გვაძლევს ყოველივე აუცილებელს, განსაკუთრებული მსახურებისთვის. ჩვენი მსახურება შეიძლება სხვადასხვანაირი ხარისხის იყოს, თუმცა ყველას ერთნაირი ფასი აქვს უფლის თვალში. ის ვინც სკამებიდან მტვერს იღებს შეიძლება იმაზე მეტად წმინდაა, ვინც ქადაგებს. როგორც მამას, ძესა და სულიწმიდას შორის არის სრული ერთობა, ასევე ჩვენს უნდა ვისწრაფოდეთ ქრისტეს სხეულში მივაღწიოთ ერთობას. ჩვენში ყველაში ერთი სულია და ის გვაერთიანებს ისე, რომ ვეხმარებით ერთმანეთს, მხარს ვუჭერთ, ვიცავთ და სრულვყოფთ. სიყვარული, რომელიც თავმდაბლობაშია გამოხატული სრულყოფილი ხდება.

როდესაც ვირაც ამაყობს იმით, რომ მეტად დაჯილდოებულია და განათლებული, ის ფაქტობრივად თავის თავს სცემს თაყვანს. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ისეთივე ცოდვილი ხარ, როგორც სხვები. ვინც ქრისტესთვის მსახურობს ის ემსახურება არა საკუთარ შესაძლებლობებს და არ აკეთებს ამას სახკუთარი ძალებით, არამედ მხოლოდ მადლით. ასე,რ ომ მიატოვე შენი სიამაყე და ესწრაფე თავმდაბლობას და შენ ქვეყნიერების სინათლედ იქცევი.

როდესაც ეკლესიის წევრები ამაყები არიან და თავიანთ საქციელებში არ ღვთისმოსავნი, შეიძლება უფლის რისხვა დაიტეხონ თავზე. მის სასჯელს მოყვება ტკივილი, მაგრამ ჩვენს სასარგებლოდ არის. უფალი გვასწავლის, რადგან ვუყვარვართ. ქედმაღლებს ამდაბლებს, როგორც ნემსს შეუძია გაბერილი ბუშტის ჩაფუშვა. განსაჯე თავად, რა ჯობია თავმდაბლობა, თუ ელოდო სანამ უფალი დაგამდაბლებს. ვახსენებთ რა საკუთარ თავებს, რომ ცოდვილები ვართ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: ,,ჩვენი უფალი ჩვენთვის იმედია, მისი მადლით ვცოცხლობთ და მისი წყალობით ვარსებობთ“.

თავმდაბლობა - უფლის თვალში ძვირფასი სამკაულია (1 პეტრე 3:4). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ თავმდაბლობას აქვს პატივი მიღებულ იქნას ღმერთის მიერ და იმსახურებს ბრძენებისა და კეთილი ადამიანებისგან პატივისცემას. ყოველშემთხვევაში მომავალ ეპოქაში ის ვინც დამდაბლდა, აღიარა ცოდვები, დაემორჩილა ღმერთს და სიყვარულით ექცეოდა ძმებს, იქნება ამაღლებული და ექნება პატივი, ქრისტეს დიდებაში ყოფნის. გამოიკვლიე საკუთარი თავი, გინდა იყო დიდებული ადამიანებს შორის, თუ გინდა ქრისტეს მსახური იყო?

ლოცვა: ზეციერო მამაო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ დაგვაბრუნე ცოცხალ იმედთან, რათა სიხარულით გემსახურებოდეთ. შენი ძის სიკვდილით, შენი ნამდვილი ღვთისმოსაობა მოგვეცი. შეგვიყვარე და შენი სულიწმიდით შეგვიძლია გემსახუროთ გულმოდგინედ. გვასწავლე ჩვენი გამოუსადეგრობის მიუხედავად, გავხდეთ შენი მორჩილი მონები. დაე მოგიძღვნათ ჩვენი თავი შენ და ვიცხოვროთ თავმდაბლობაში ისე, რომ არასდროს ვიფარისევლოთ.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს სიტყვები: ,,ვინც თავს დაიმდაბლებს ამაღლდება, ვინც თავს აიმაღლებს დამდაბლდება“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2023, at 03:24 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)