Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 198 (Rebuke of the Scribes and Pharisees)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
B - “ვაი“ ამაყებს და რელიგიურ ადამიანებს (მათეიესო 23:1-39) -- იესოს გამონათქვამების მეხუთე კრებული

1. უფრთხილდით ფარისევლებს და მწიგნობრებს (მათეიესო 23:1-7)


მათეიესო 23:1-7
1 მაშინ ელაპარაკა იესო ხალხს და თავის მოწაფეებს. 2 უთხრა: "მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. 3 ამიტომ, ყველაფერი, რასაც გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათი საქმეებისამებრ ნუ იმოქმედებთ, ვინაიდან ისინი ამბობენ და არ ასრულებენ. 4 კრავენ მძიმე და ძნელად საზიდ ტვირთს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს; თავად კი თითსაც არ გაატოკებენ მის სატარებლად. 5 ყველაფერს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ; იფართოებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და სამოსის კალთებს იგრძელებენ. 6 უყვართ ნადიმებზე სათავეში ჯდომა, ხოლო სინაგოგებში - წინა ადგილებზე. 7 მისალმებანი მოედნებზე და რაბის რომ უწოდებენ ადამიანები.
(რიცხვი 15:38-39; მალაქია 2:7-8; მათე 6:1-8; 11:28-30; ლუკა 14:7-11; საქმეები 15:10, 28; რომაელთა 2:21-23)

იესო აღიარებდა ძალაუფლებას და ფარისევლების მსახურებას, როგორც რაიმეს რაც მოსემ იშვილა. მაგრამ მათ უნდა ესწავლებინათ ხალხისთვის ჯანსაღი სწავლება, რომელიც იქნებოდა დაფუძნებული ძველ აღთქმაზე. უფალი ამ საქმეს მნიშვნელოვნად მიიჩნევდა და მოუწოდებდა თავის მოწაფეებს, ყურადღებით შეესწავლათ წინასწარმეტყველებების წერილები და დათანხმებოდნენ მეცნიერი მწიგნობრების განმარტებებს.

ფარისევლები მოსეს ადგილას დასხდნენ, მაგრამ არა როგორც შუამავლები ღმერთსა და ისრაელს შორის, არამედ როგორც რჯულის შემსრულებელნი (გამოსვლა 18:26). ისინი არ იყვნენ საკანონმდებლო ძალაუფლება, როგორც სინედრიონი. მათი საქმე მხოლოდ მცნებების განმარტება იყო და ხალხის მოწოდება მათ შესასრულებლად.

არ არის საკმარისი მხოლოდ 613 კანონის ცოდნა მცნებებით. მნიშვნელოვანი მათი შესრულებაა. რჯულის სწავლა და განმარტება, მის შესრულებაზე მარტივია. არავინ არის ჩვენს შორის სრულყოფილი, მაგრამ ვაი მას, ვინც სხვა ადამიანებს თავს ახვევს ვალდებულებებს, თავად კი არ სურს მათი მიღება, ეს ფარისევლობაა! ყველა ვინც სხვას აიძულებს დაიცვან მცნებები და დადგენილებები დიდი სიმკაცრით, ვიდრე ამას ღმერთი აკეთებს, ის არ არის ახალი აღთქმის მასწავლებელი, არამედ ჯერ ისევ ფარისევლების გადმოცემას მიჰყვება.

იესო ასწავლიდა, რომ ვინც ერთ მცნებას დაარღვევს და ასწავლის სხვასაც ასე მოიქცეს, მსჯავრს დაიტეხს თავზე (მათე 5:19). მისი ცოდვა შედარებულია მთელი რჯულის დაუცველობასთან (იაკობი 20:10). ვინაიდან ვინც ერთ მცნებას არღვევს, ის სცოდავს საკუთარი თავის წინაშე და თუმც რჯულის მასწავლებლებმა იცოდნენ, რომ დაიმსახურებდნენ განკითხვას თავიანთი დანაშაულების გამო, უარყოფდნენ ამ ჭეშმარიტებას და თავიანთი ხუცესების პოზიცია ეკავათ. ისინი ბევრ წესებს ასრულებდნენ, მაგალითადხელებს ტყავის ქამრით იკრავდნენ, ლოცვისა და განწმენდის დროს. მათ შექმნეს მრავალი წესი და ჩვეულება, რათა დაეწყნარებინათ სინდისი და ბრალეულობის გრძნობა ჩაეკლათ. ისინი გამუდმებით საუბრობდნენ რჯულის დავის მნიშვნელოვნებაზე, მაგრამ ხშირად თავადაც არ იცავდნენ მას.

კეთილ ადგილას შეიძლება იჯდეს ბოროტი ადამიანი. იმაში, რომ მოსეს ადგიალს ამაღლდა ბოროტი ადამიანი, ახალი არაფერია (ფსალმუნი 11:9). როდესაც ასეთი რამ ხდება, ადამიანი კი არ იმსახურებს უდიდეს პატივისცემას ამ ადგილის გამო, არამედ თავად ადგილი კარგავს პატივისცემას, მათ გამო. ღვთისმოსაობის აღიარება შეიძლება მეტად მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე თავად ღვთისმოსაობა. და ასეთი ადამიანები თაყვანისცემას ფარისევლობად აქცევენ. იესომ ამხილა საკუთარი დროის ფარისევლები: მან ახსნა, რომ ადამიანებსს ადამიანური გადმოცემები უფრო უყვარს, ვიდრე ღმერთის მცნებები (მათე 15:9).

ლოცვა: უფალო იესომ ნადლობას გიხდით, რომ შენ ამხილე ფარისევლები, რომლებიც ქადაგებდნენ მცნებების დაცვაზე, მაგრამ თავად არ იცავდნენ. მათ უყვართ ღვთისმოსავად გამოჩენა სხვებთან, სინამდვილეში კი ეშმაკეულები არიან. გვაპატიე ყველა არასწორი სიტყვის გამო და იმის გამო, რომ თავს ვიტყუებთ და არ ვაღიარებთ ზოგჯერ ჩვენს ფარისევლობას. დაგვიცავი და დაგვეხმარე ვიცხოვროთ მართალი ცხოვრებით. წაგვმართე სულიერი მონანიებისა და ბრძნული დამოწმებებისკენ.

კითხვა:

  1. რატომ ამხელდა იესო თავისი დროის ფარისევლებსა და მწიგნობრებს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 05:51 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)