Previous Lesson -- Next Lesson
9. ქრისტე არის უფალი (მათეიესო 22:41-46)
მათეიესო 22:41-46
41 ფარისევლები რომ შეიკრიბნენ, ჰკითხა მათ იესომ: 42 "რას ფიქრობთ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?” მათ უთხრეს: "დავითისა”. 43 უთხრა მათ: "მაშ როგორღა უწოდებს სულით დავითი მას უფალს, როცა ამბობს: 44 უთხრა უფალმა* ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობდე მტრებს. 45 თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა არის მისი ძე?” 46 და ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის შებრუნება; იმ დღიდან მოყოლებული ვერც კითხვის დასმას უბედავდა ვინმე. (მარკოზი 12:35-37; ლუკა 20:41-44; ესაია 11:1; იოანე 7:42; მათე 26:64)
ჩვენ იესოს უფალს ვეძახით და ეს მშვენიერია, რადგან სწორედ მანდ შეგვქმნა ჩვენ. ის არის ჩვენი მფლობელი, მმართელი და მოსამართლე. ის დიდებული და კარგია. მას ხელთ უპყვრია ძალაუფლება მიწასა და ზეცაში. ანგელოზები ემსახურებიან მას, ქერუბიმები კი დღედაღამ მღერიან: ,,წმინდაა, წმინდაა, წმინდაა ცაბაოთ უფალი, ყოვლისმპყრობელი“.
სიტყვა უფალი ძველ აღთქმაში გვხვდება 6828-ჯერ, ხოლო სიტყვა ღმერთი მხოლოდ 2600-ჯერ. ეს მიუთითებს სიტყვა ,,უფლის“ სახელის მნიშვნელოვნებაზე წმინდა წერილში.
შიშმა შეიპყრო მწყემსები ბეთლემის მდელოებზე, როდესაც ანგელოზმა გამოუცხადა მათ უფლის შესახებ. ანგელოზებმა აუწყეს მათ კეთილი უწყება, სასიხარულო ყველა ხალხისთვის. დავითის ქალაქში მათთვის იშვა მხსნელი, უფალი ქრისტე. ეს იმას ნიშნავს რომ უფალი ღმერთი განსხეულდა იესოში. შემომქმედმა მიიღო მორჩილი მონის ხატება, დაიმცირა თავი და ყველა ადამიანთან ურთიერთობაში გამოიცადა, როგორც ჩვენ, მაგრამ ის უცოდველი რჩებოდა.
რაოდენ დიდი სიყვარული გვაჩვენა ღმერთმა, როცა იესოში მოგვიახლოვდა. ამ ბავშვში, რომელიც ბაგაში დაიბადა, თავმოყრილი იყო ზეცის ძალები. მოციქულებმა უდიდესი საიდუმლო შეიცნეს. ისინი ქრისტეს ,,მასწავლებელს“ და ,,უფალს“ ეძახდნენ. ახალ აღთქმაში სიტყვა ,,უფალი“ გვხვდება 216-ჯერ. მაშინ როდესაც სახარებაში იესო სახელდება ,,უფალი“ იგულისხმება, რომ მასში გამოვლინდა ღვთის ყველა ბუნება, თვისება და ძალა. აი რატომ იყენებდა ეკლესია რწმენის სიმბოლოს გამოსახატავად ,,ჩვენი უფალი იესო ქრისტე“. ეს აღიარება თანხმობაში მოდის ძველი აღთქმის ორ წინასწარმეტყველებასთან. პირველი, რომ დავითის შთამომავალი იქნება ღვთის ძე (2 მეფეთა 7:13-14); მეორე წინასწარმეტყველება კი ჩაწერილია ფსალმუნი 109:1, სადაც დავითმა აღიარა: ,,და უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, სანამ არ დავამხობ შენს მტრებს შენს ფერხთით“.
იუდეველმა წინამძღოლებმა იესოს სხვადასხვაგვარი ქედმაღლური კითხვები დააყარეს, რაც რჯულტან იყო კავშირში. მაგრამ იესომ ისინი გამოიწვია აღთქმაზე კითხვით: რას ფიქრობთ ქრისტეზე? ზოგიერთი მათგანი იმდენად დაკავებული იყო რჯულით, რომ ქრისტე საერთოდ დაავაწყდათ. მათ სჯეროდათ, რომ საკუთარი საქმეებით გადარჩებოდნენ, მესიის მადლის დამსახურების გარეშე. ყოველი ჩვენგანი გონივრულად მოიქცევა თუკი ჰკითხავს საკუთარ თავს: ,,და რას ვფიქრობ მე ქრისტეზე?“ ,,რას ფიქრობ შენ ქრისტეზე?“. ზოგიერთი მასზე ძალიან იშვიათად ფიქრობს, ზოგიერთი კი საერთოდ არა, მაგრამ ვისთვისაც ქრისტე ძვირფასია, მათი ფიქრები მასზე ამაღლებულია (ფსალმუნი 138:17).
უფალმა იესო ქრისტემ შედარებისთვის ორი წინასწარმეტყველება მოიყვანა მაგალითად და აუხსნა ჭეშმარიტების ყველა მძებნელს მის შესახებ, როგორც ღმერთის ძეზე და თავად უფალზე. ფანატიკოსებს არ სურდათ ამ ჭეშმარიტების შეცნობა. ეს რომ მიეღოთ მაშინ უნდა ეღიარებინათ, რომ ღმერთმა საკუთარი თავი ორ პიროვნებაში გამოავლინა, რომელიც ჯამში სულიერ ერთობას გვაძლევს. ამიტომაც შეშინებულებმა თავი აარიდეს კითხვას და თქვეს, რომ ამ წინასწარმეტყველებაზე არაფერი სმენიათ და რისხვით აღსავსენი განშორდნენ იმ ადგილს. ეს წინასწარმეტყველება და ღვთაებრივი ჭეშმარიტება აღსრულდა იესო ქრისტეში, ის ზის მამის ტახტის მარჯვნივ (1 კორინთელთა 12:3). სულიწმიდასთან ურთიერთობისას ჩვენ ვხვდებით, რომ ღმერთის სიყვარული გამოვლინდა იესო ქრისტეში და ჩვენ ვხვდებით მისი სიცოცხლის თანაზიარნი, რწმენის, ნიჭების თანახმად, რომელიც მივიღეთ.
იუდეველები ვერ აღიარებდნენ იესოს უფლად, რადგან გულები დაკეტეს მისი სიყვარულისთვის. აი რატომ იყო იძულებული იესო ეთქვა, რომ ღმერთი მის ფერხთით დაამხობს ყველას და ყველა ვინც არ მოისურვებს ამას იესოს წინაშე დაიღუპება. ეს ღვთაებრივი გამოცხადება აღგვძრავს ქრისტეზე ქადაგებისთვის, მისი მტრებისთვისაც კი. როდესაც ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეს, ჩვენ ღმერთის სიყვარულთან ერთად ვართ თანაზიარებაში და ღმერთს უნდა, რომ ყველა გადარჩეს და მივიდეს ჭეშმარიტების შეცნობამდე.
ლოცვა: ჩვენ თაყვანსგცემთ მამაო, ძეო და სულოწმიდაო, ვინაიდან შენ ცხოვრობ ერთობაში შენს სრულყოფილ სიყვარულთან. ერთი ხარ წმინდა სამებასთან და გვაძლევ მიმართულებას და გვეხმარები დაგიძახოთ უფალი, იესო ქრისტე. განგადიდებ შენ, რადგან გამოგვისყიდე ჯვარზე და აგვავსე შენი სულით, რათა ვიყოთ შენი სამეფოს გავრცელების მონაწილეები დედამიწაზე. და გადიდებთ ყველა შენს თაყვანისმცემელთან ერთად დედამიწაზე და ზეცაში და ვეძახით იესოს ,,უფალს“ შენი ნებით, მამაო. ამინ!
კითხვა:
- როგორ შეეძლო იესოს ესაუბრა, ორ უფალზე?