Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 196 (The Great Commandment)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
A - კამათი ტაძარში (მათეიესო 21:1 - 22:46)

8. უდიდესი მცნება (მათეიესო 22:34-40)


მათეიესო 22:34-40
34 ფარისევლებმა რომ გაიგეს, სადუკეველები გააჩუმაო, ერთად შეიკრიბნენ. 35 ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა იესოს: 36 "მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება რჯულში?” 37 უპასუხა: "გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. 38 ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. 39 და მეორე, ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. 40 ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი”.
(მარკოზი 12:28-31; ლუკა 10:25-28; რომაელთა 13:9-10)

იუდეველები მოწყდნენ თავიანთი რწმენის არსს და მოსეს რჯულის დეტალებით მოიხიბლნენ. მათ სჯეროდათ, რომ შეუძლიათ ღმერთის რჯულის მოგება 613 წესის დაცვით. შედეგად კი მათი ღვთისმოსაობა გადაიქცა უბრალო ფორმალობად და უფრო მძიმე ფორმა მიიღო. გაებნენ რა საკუთარ აზზრებში და ვერ გაარჩიეს კანონის არსი, მოწყდნენ რწმენის მთავარ საკითხებს.

რაში მდგომარეობს რჯულის და კანონის არსი? თავად ღმერთში, წმინდაში და სრულ სიყვარულში. ეს არის სრული და აბსოლუტური არსი და საზომი რჯულისა. მოსემ ღვთაებრივი დარიგება მიიღო: ,,იყავით წმიდა, როგორც მე ვარ წმიდა“. იესო ამ სიტყვების მნიშვნელობას ახალი აღთქმის სულში ხსნიდა: ,,იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (მათე 5:48). თუკი კარგად ვიმსჯელებთ ამ ორ მცნებაზე, მივდივართ დასკვნამდე, რომ ჩვენი სიყვარული ღმერთსა და ადამიანების მიმართ სუსტია. ჩვენ არ გვიყვარს ღმერთი მთელი გულით, სულით და გონებით. არც სხვები გვიყვარს ისე, როგორც საჭიროა. ადამიანური ძალებით ვერასდროს მივაღწევთ ღმერთის მოწყალების და სიკეთის იმ დონეს, რადგან ქმნილებაში ვერ იქნება ისეთივე სრულყოფილება, რაც შემომქმედშია. ~

ერთადერთი ადამიანი ვინც ეს მცნება აღასრულა, არის ქრისტე, რომელიც არის მამის მხოლოდშობილი ძე. მთელი მისი ცხოვრება სიყვარულის, სრულყოფილების და სიწმინდის მცნების გამოხატულება იყო. თავისი სიტყვებით, საქმეებით, სიკვდილით და აღდგომით ის დემონსტრირებდა ღმერთისა და ადამიანების სიყვარულს. მან შეიყვარა ღმერთი მთელი გულით, სულით, გონებით და ძალით და შეგვიყვარა ჩვენ, როგორც საკუთარი თავი. გამოგვისყიდა, რათა ,,შვილობის წყალობით, ღვთის შვილები ვყოფილიყავით“. თუმც ჩვენი სიყვარული სუსტია, მან თავისი გადარჩენით მოგვცა ღვთაებრივი ძალა გვიყვარდეს ისე, როგორც მას ვუყვარვართ. როდესაც ჩვენში სულიწმიდაა, ის გვეხმარება ღმერთის სიყვარულში არა მხოლოდ გრძნობებით, არამედ საქმეებით, მსახურებით და მსხვერპლით. სულიწმიდა - ჩვენი ნაწილია. ის გვაძლევს მიმართულებას მხსნელის სიყვარულისკენ, როგორც თქვა წმინდა პავლე მოციქულმა: ,,ღმერთის სიყვარული ჩაიღვარა გულში სულიწმიდით, რომელიც მოგვეცა“ (რომაელთა 5:5). ეს ღვთაებრივი არსი გვცვლის და ჩვენ ეგოისტები ვიძენთ სიყვარულის უნარს. ვისაც მთელი თავისი გულით, სულით და გონებით უყვარს ღმერთი, მას უყვარს ადამიანები, რომელბიც ღვთის ხატებას ატარებენ. თუკი ვაღიარებთ ღმერთის მიმართ სიყვარულს და არ გვიყვარს ადამიანები, ვტყუით.

მთელი რჯული მდგომარეობს ერთ სიტყვაში - ,,სიყვარული“ (რომაელთა 13:10). მორჩილება იწყება სიყვარულით და სრულდება სიყვარულის სულში. სიყვარული - ყველაზე მნიშვნელოვანია. ის აბსოლუტურად ყველაფერს სძენს აზრს. ადამიანი შექმნილია სიყვარულისთვის. სიყვარული სულს აძლევს მოსვენებას და კმაყოფილებას. თუკი ამ კეთილი გზით მივდივართ, ჩვენი სულების სიმშვიდეს ვპოვებთ.

ღმერთი სავსეა უცვლელი და მარადიული სიყვარულით. სწორედ ამიტომ მოგვცა მან თავის ძე მსხვერპლად, როგორც ცოდვილებს გადასარჩენად. ჩვენც უნდა გვიყვარდეს ცოდვილები, მაგრამ უკუვაგდოთ მათი ცოდვები. ქრისტე მოგიწოდებს მის ზეციერ მამასთან ურთიერთობაში, რომ გახდე ძლიერი და სიყვარულით სავსე. ქრისტეს სიყვარული კვლავ განგამტკიცებს. მისი სიყვარული წმინდას გახდის შენს სიყვარულს, ვინაიდან ცოდნა აავსებს შენს გულს სიხარულით, რათა შენი ცხოვრება გახდეს ღმერთის მიერ მადლიერი.

გიყვარს თუ არა ღმერთი, თუ კი მიუძღვენი მას ქებადიდება, ემსახურე და წაიღე მისი სიყვარული საზოგადოებებში. სთხოვე მოგცეს სიბრძნე და განსხვავების უნარი, რათა იქცეოდე მისი სიყვარულისამებრ. თუკი ჩაწვდები ღმერთისა და ადამიანების სიყვარულის მცნებას დაინახავ, რომ ღმერთი ელოდება შენგან მთელი გულის, სხეულის და გონების მიცემას. თუკი მთლიანად მიუძღვენი შენი თავი ღმერთს, არ დაგრჩება ადგილი ეგოიზმისა და საკუთარი თავის სიყვარულისთვის.

ჩვენ უნდა გვიყვარდეს ღმერთი მთელი ჩვენი არსით - ,,მთელი შენი სულით, მთელი შენი გულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი ძალით“. ყველას ჰგონია, რომ ეს სამი სიტყვა ერთიდაიგივეს ნიშნავს: გიყვარდეს ის მთელი არსებით. სხვები კი ამ სიტყვების მნიშვნელობას ყოფენ შემდეგნაირად: გული, სული და გონება - არის თავისუფლება, გრძნობები და გაგება. ჩვენი სიყვარული ღმერთის მიმართ წრფელი უნდა იყოს. უნდა გვიყვარდეს არა მხოლოდ სიტყვებით და ენით, როგორც ადამიანები, რომელბიც ამბობენ, რომ უყვართ, მაგრამ მათი გული შორს არის მისგან, არამედ ჩვენი სიყვარული უნდა იყოს მუდმივი. მთელი ძალისხმევით უნდა შევიყვაროთ ის, როგორც განვადიდებთ მას, ისევე გვიყვარს მთელი ჩვენი შიგნეულობით (ფსალმუნი 102:1). დაე უფალმა არა გაყოფილი, არამედ ერთიანი გული მოგვცეს. როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ჩვენი სიყვარული მისდამი, მას მაინც არ აკმაყოფილებს ეს. ამიტომ ჩვენი სულის ძალები უნდა მოვიკრიბოთ და მივუძღვნათ მას.

ჩვენ ჩვენი დაცემული ბუნებით ეგოისტები და ამაყები ვართ, მაგრამ უფალი ცვლილებას გვთხოვს. უნდა, რომ შევიყვაროთ სხვები და განვთავისუფლდეთ საკუთარი თავის სიყვარულისგან. მას სურს, რომ მივყვეთ ქრისტეს მაგალითს, რომელმაც სიცოცხლე გასწორა სხვების გადასარჩენად.

ლოცვა: წმინდაო ღმერთო, გვიყვარხარ, ვინაიდან თავად ხარ წმინდა სიყვარული. შენ შეგვქმენი და გვწმენდ და გვიცავ. მადლობას გიხდით, შენი ძის მსხვერპლისთვის, რომელიც მოკვდა, რათა ჩვენ გვეცოცხლა. გვიყვარხარ და სიცოცხლეს ვუძღვნით შენს მსახურებას. გამოიყენე ჩვენი ცხოვრება ყველა ჩვენი სფეროს საკურთხევლად. დაგვეხმარე გვიყვარდეს, არა სიტყვებით, არამედ საქმით და ჭეშმარიტებით.

კითხვა:

  1. როგორ შეგვიძლია ჭეშმარიტად გვიყვარდეს ღმერთი და ადამიანები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 05:25 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)