Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 179 (Jesus’ Third Prediction of His Death and Resurrection)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 3 - მეოთხე თავი იესოს მსახურება გზად იერუსალიმისკენ, იორდანეში (მათეიესო 19:1 - 20:34)

9. იესო მესამედ საუბრობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე (მათეიესო 20:17-19)


მათეიესო 20:17-19
17 იერუსალიმში რომ ადიოდა, იესომ ცალკე გაიხმო თორმეტნი და უთხრა მათ გზად მიმავალმა: 18 "აჰა, იერუსალიმში ავდივართ; და გადაეცემა ძე კაცისა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას. 19 წარმართებს გადასცემენ მას, რომ აგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან; მესამე დღეს კი აღდგება”.
(მათე 16:21; 17:22-23; მარკოზი 10:32-34; ლუკა 18:31-33; იოანე 2:13)

იესო თავისი ნებით ავიდა ჯვარზე, რათა კაცობრიობა გამოეხნსა. ის ყველა წინასწამრეტყველზე დიდი იყო და იცოდა რა ტანჯვების გავლაც მოოუწევდა. მესამედ მან თავის მოწაფეებს ყველაფერი ნათლად და დეტალურად უამბო. ეუბნებოდა, რომ მღვდელმთავრებს და მწიგნობრებს ეზიზღებოდა ისინი ისევე, როგორც ის თავად. ამის მიუხედავად მოწაფეებთან ერთად მტრების ტერიტორიაზე მივიდა, იცოდა რა რომ იქნებოდა მათ ხელთ გადაცემული მამის ნების მიხედვით. ისინი იპოვიდნენ მიზეზს, რათა გაემტყუნებინათ ის და გაესამართლებინათ, ბრალი დაედოთ მრავალ მკრეხელობაში, თითქოს თავად არ ყოფილიყვნენ. სიტუაციას უფრო ამძიმებენ იმით, რომ წმინდას გადასცემენ წარმართთა ხელებში, რომლებიც უწმიდურებად ითვლებოდნენ, რომლებმაც არ მიიღეს ის და არ ირწმუნეს, როგორც მესიის. წარმართებმა თავიანთი სიბრმავის გამო დასცინეს მას, იუდეველთა მეფეს, სცემეს ის შოლტით და მიალურსმნეს სამარცხვინო ჯვარს. იესომ წინასწარ იცოდა ეს მოვლენები და უთხრა კიდეც თავის მოწაფეებს. ის თანდათან ამზადებდა მათ, მისი საშინელი დასასრულისთვის. თუმცა აღდგომაზეც აუწყა და ამ უწყებამ გოდებაზე და უიმედობაზე, როგორც საზეიმო ბუკის ხმამ გადაირა.

იესოს უყვარდა თავისი მოწაფეები. მას არ მოუყოლია მათთვის ცრუ ამბები და არ დაუმალავს მომავალი უბედურებები. სიმართლეს ეუბნებოდა, რათა არ დაშინებულიყვნენ წყვდიადის საათზე. ზოგი იტყვის, იცოდა რა ყველაფერი იესომ, რატომ არ გაიქცა ეგვიპტეში, ლიბანში ან იორდანეში? რატომ არ დაიმალა? მაგრამ ვინც ხვდება, რომ იესო საკუთარი ნებით მოკვდა ჩვენს გამო, ის დაუნახავს ამ სიკვდილის აუცილებლობას და მიხვდება, რომ არ არსებობს სხვა სახის გადარჩენა ჯვარცმული ქრისტეს გარდა. იესო მოწაფეებთან ერთად იერუსალიმში განზრახ წავიდა!

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით, რომ ამოირჩიე სიკვდილი, ტანჯვა და აღდგომა ჩვენ გამო. ცოდვილების გამო მოხვედი, რათა განვიწმინდოთ შენი სისხლით, გავმართლდეთ შენი მსხვერპლით, თავი დავიხსნათ უფლის რისხვისგან და შევურიგდეთ წმინდას შენი ცოცხალი მსხვერპლის მეშვეობით. როგორ გადაგიხადოთ მადლობა? მიიღე ჩვენი ცხოვრება, ფული და დრო, რათა ყოველივე ამით განგადიდოთ შენ და ჩვენი ზეციერი მამა სულიწმიდნის ძალაში. ამინ!

კითხვა:

  1. რატომ არ გაიქცა ქრისტე იერუსალიმში იმისდამიუხედავად, რომ იცოდა რა ელოდა მას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 04:10 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)