Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 175 (Danger of Richness)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 3 - მეოთხე თავი იესოს მსახურება გზად იერუსალიმისკენ, იორდანეში (მათეიესო 19:1 - 20:34)

5. მდიდარი ჭაბუკი და გამდიდრების საფრთხე (მათეიესო 19:16-22)


მათეიესო 19:16-22
16 და აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: "კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქმნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?” 17 ხოლო მან უთხრა: "რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია. ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, მცნებები დაიცავი”. 18 ჰკითხა: "რომლები?” ხოლო იესომ უთხრა: "არ კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ. 19 პატივი ეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”. 20 უთხრა მას ჭაბუკმა: "ყოველივე ამას ყრმობიდან ვიცავდი. კიდევ რა მაკლია?” 21 უთხრა მას იესომ: "თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს მიეცი; და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”. 22 ეს სიტყვა რომ მოისმინა, დაღონდა ჭაბუკი და წავიდა, ვინაიდან დიდი ქონება ჰქონდა.
(გამოსვლა 20:12-16; ლევიანები 19:18; ფსალმუნი 61:12; მარკოზი 10:17-27; ლუკა 18:18-27; 12:33)

მახარობელი მათე, აღწერდა რა ეკლესიის პრობლემებს, თავდაპირველად ნათელს ჰფენდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქორწინება, გაყრა და ბავშვების აღზრდა. ამის შემდგომ სიმდიდრის თემას ეხება.

ერთმა ახალგაზრდა ყმაწვილმა მოისურვა ღმერთთან ერთად ცხოვრება სისუფთავესა და სიწმინდეში და ასევე კეთილი საქმეებიც ეკეთებინა. ეს კარგი განზრახვაა, თუმცა ქრისტეს ჯერ ამ ყმაწვილის ცდომილებისგან განთავისუფლება სურდა, რათა არ ეფიქრა, რომ ადამიანური სამართლიანობა ჰგავს დ უტოლდება ღმერთის სამართლიანობას. იესომ უთხრა მას: „არავინაა კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა“. მან ეს შოკისმომგვრელი სიტყვები იმისთვის უთხრა, რომ მას გაეგო, ქრისტე და ღმერთი ერთია, მათ ერთი არსი აქვთ.

იესო ცხოვრობ თავის მამასთან სულის ერთობაში, სრულ სიკეთეში, სამართლიანობასა და დიდებაში. მაგრამ უფალთან მიმართებასი ყველანი ვცდებით, ბოროტები ვართ და არ ძლგვიძს საკუთარი ძალებით რაიმე კარგის ქმნა. ამიტომაც გვჭირდება სრული მონანიება და საკუთარი თავის უარყოფა.

მხოლოდ ღმერთია კეთილი და არ არის რაიმე თავისი არსით და თავიდანვე კარგი. მთელი კეთილშობილება, ყველა სიკეთე ქმნილებაში, ღმერთისგანაა. ის არის სიკეთის წყარო და ნებისმიერი სხვა კეთილი დინება, რომელიც ჩვენზე მოდის, ჩვენი სინათლის მამისგან მოდის (იაკობი 1:17). იესო - კეთილშობილების უდიდესი მაგალითი და საზომია. მისით უნდა გაიზომოს ყოველივე კეთილი და კარგი. ყველაფერი რაც მისი მსგავსია და მის აზრებს ემთხვევა, არის სიკეთე. ჩვენ ღმერთს ამიტომ ვუწოდებთ მას, რომ კეთილია. და ამაში, როგორც სხვა დანარჩენშიც ჩვენი უფალი იესო „ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი“ (ებრაელთა 1:3), მერე კი ღირსია ეწოდოს სიკეთის მასწავლებელი.

ახალგაზრდა ყმაწვილი მიხვდა ქრისტეს გაკვეთილს. იესომ მას რჯულის სარკე დაანახა, რათა ეჩვენებინა, თუ რა შეუძლია რჯულს ყოველდღიურ ცხოვრებაში. აქაც მისი მწირი აზროვნება ჩანს, როდესაც ამბობს, რომ ყველაფერი შეასრულა, რაც მას უფალმა უთხრა. ვერ ხედავს სინამდვილეს და ვერ აცნობიერებს, რომ ცოდვილია და დგას თავისი წმინდა ღმერთის წინაშე. ის საკუთარი სამართლიანობის განმარტების არის მოტყუებული, ამაყია თავისი ღირსებით და რჯულის აღსრულებაში თავს მართლად თვლის. ქრისტეს უდნა ეჩვენებინა მისთვის, რომ საკუთარი ფულის და სიამაყის ტყვეობაშია. აჩვენა, რომ სიკეთე - ქრისტესადმი და საჭიროების მქონეთათვის, საკუთარი თავის სრულ მიძღვნაშია. ეს სრულყოფილება კი მხოლოდ ქრისტეს გაყოლით შეიძლება გახდეს შესაძლებელი.

ქრისტე აქ საუბრობს კანონებზე, რომლებიც კანონიერ ვალდებულებებს ეხება სხვა ადამიანებთან მოქცევისას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე სხვა კანონი ან მცნება უმნიშვნელოა. საქმე იმაშია, რომ მასწავლებლები, რომელბიც ისხდნენ ამ მცნეებბზე, ან ბოლომდე უკუაგდებდნენ მას, ან ძალიან ამახინჯებდნენ. იმისდამიუხედავად, რომ იხდიდნენ მეათებს, არ უთმობდნენ სასამართლოს, გულმოწყალებასა და რწმენას საკმარის დროს (მათე 23:23). მათი სწავლება მხოლოდ რიტუალებს ეხებოდა და არა მორალს.

იესო არ გვასწავლის, რომ ყველა მდიდარმა თავისი ფულები ასე უნდა დაარიგოს, თუმცა მდიდარმა ადამიანმა სიბრძნით უნდა განაგოს თანხა და იფიქროს, როგორ შეუძლია დაეხმაროს არაფრისმქონეს ისე, რომ მას ეს წაადგეს. ყოველგვარი შესაწირავი ზარმაცი ადამიანისთვის არაფერს ნიშნავს, მას ფასეულობების კარგი გადაცვლა უშველიდა, რათა შეიცვალოს და პურის ფული ოფლიანი სახით გამოიმუშაოს.

ამრიგად, ქრისტე იმას კი არ ასწავლიდა, რომ ქონება გაენიავებინა, არამედ თავის სიმდიდრეს არ დაყრდნობოდა, რათა შესძლებოდა თავისი ფინანსების და საკუთარი თავის ღმერთისთვის მიძღვნა. ვერავინ მოემსახურება ღმერთსაც და მამონასაც.

ამ დროს კი, ყმაწვილს უნდოდა გაყოლოდა იესოს და თან საკუთარ ფულზე დაიმედებულიყო. ქრისტეს უდნა, რომ მთელი გულით მიენდო მას, რადგან გაორებული გულის დაჯილდოება არ შეუძლია. ქრისტე არ ამბობს, რომ გავყიდოთ ყველაფერი და დავარიგოთ. უბრალოდ მოგიწეოდებს მთელი შენი არსება მიუძღვნა მას. ეს ეხება შენს ფულს და ქონებასაც.

გამდიდრების სურვილი და ფულის სიყვარული ისე დაფრინავს ადამიანებში, რომ აშორებს ქრისტეს, თუმცა ჰგონიათ, რომ უნდათ გაყვნენ ქრისტეს.

ლოცვა: წმინდაო ღმერთო, შენ მართალი და გულმოწყალე ხარ. გვაპატიე თუ ჩვენ ხრწნად ფულს ვენდობით. დაგვეხმარე ჩვენი თავის და ფულიც შენ განკარგულებაში გადმოგცეთ. არშგევიძლია ერთდროულად გემსახუროთ შენ და მამონასაც. გვასწავლე გვიყვარდე გაწირვებულები, ვისაც სჭირდება შენი ერთგული სიყვარული!

კითხვა:

  1. როგორ უნდოდა იესოს, რომ კეთილსინდისიერი ახალგაზრდა ეხსნა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 03:24 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)