Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 166 (Mutual Forgiveness)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
4. ღვთის სამეფოს შინაგანი შენება (მათეიესო 18:1-35) -- იესოს გამონათქვამების მეოთხე კრებული

b) ძმებმა უნდა აპატიონ ერთმანეთს (მათეიესო 18:15-17)


მათეიესო 18:15-17
15 თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით; თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა. 16 ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით განმტკიცდეს ყოველი სიტყვა. 17 თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი ან მებაჟე.
(ლევიანები 19:17; მეორე რჯული 19:15; ლუკა 17:3; 1 კორინთელთა 5:13; 2 თესალონიკელთა 3:6; ტიტე 3:10)

სიამაყის შემდეგ, ყველაზე დიდ საშიშროებად ეკლესიაში შეიძლება ჩაითვალოს მხელის არსის გაუგებრობამ და მიუღებლობამ, ასევე ურთიერთ პატიება ძმებსშორის. ეკლესიის ძირითადი არსი სიყვარულია. როდესაც ეკლესიის ერთი წევრი ეგოიზმს მიეცემა, მალევე ცოდვაში ვარდება და ამგვარად ეკლესიაში უცხო სული შემოდის. თუმცა ფხიზელი ქრისტიანები უცებ პოულობენ ამ ბროტ სულს სულიწმინდის ნიჭის მეშვეობით, და ქრისტეს სახელით იმარჯვებენ ამ სულზე.

როდესაც ქრისტე მოწაფეებს აფრთხილებდა, რომ ცდუნებაში არ ჩავარდნილიყვნენ, შემდგომ ასწავლიდა, როგორ უნდა მოიქცნენ თუ ვინმე მატვის დაბრკოლებად იქცევა ან შესცოდავს მათ წინააღმდეგ. ასეთი სიტუაციები შეიძლება 2 ტიპად დავყოთ: პირადი და ზოგადი. პირადი ცოდვებისას, მიზანია ეკლესიაში მშვიდობის შენარჩუნება. ეკლესიური პრობლემების დროს კი მნისვნელოვანია შევინარჩუნოთ სისუფთავე და ეკლესიის რეპუტაცია.

თუკი ხედავ, რომ ეკლესიის წევრი გამუდმებით სცოდვას, ძალიან უნდა ილოცო მასზე. არ შეიძლება მისი სახელის შელახვა ან მასზე ბოროტად საუბარი, არამედ ლოცვაა საჭირო, რომ ქრისტემ განსაკუთრებული მოწოდება მოგცეს და ბრძნული მმართველობა, რათა შეძლო პირისპირ ესაუბრო მას.

მასთან საუბრისას არ დაგავიწყდეს, რომ შენი ძალა უნდა გამოვლინდეს თავმდაბლობასა და სიკეთეში. შემცდოავს ღიად უთხარი სიმართლე, მაგრამ მოწყალებითა და სიუვარულით გააკეთე ეს, რათა დაიმსახურო მისი ნდობა. ვინც სამაგიეროს უხდის ან ღალატობს ადამიანებს, ის არ ექცევა მათ მეგობრის მსგავსად. ვინც მკაცრად და დამცინავად ამხელს სხვებს, ისიც განიკითხება, რადგან სიამაყაეში ჩადენილი ცოდვა უფრო უარესია, ვიდრე იმის ცოდვა, ვისაც ვამხელთ. თუ ეკლესიის წევრებს არ აქვთ გამბედაობა ისაურბონ სიმართლე ერთმანეთში, ეკლესია ფარისევლობისგან და წყენისგან მოკვდება.

თუკი ცოდვის ჩამდენი ადამიანი არ გისმენს, მოიქეცი ისე, როგორც ქრისტე გეუბნება. მიიყვანე ორი ან სამი ძმა, ვისთან ერთადაც ლოცულობ და ერთად უთხარით სიმართლე იმ ჯიუტ ადამიანს ღიად. ილოცეთ, რომ სულიწმიდნის თანდასწრებისას შეიცვალოს მისი გული. თუკი ისევ გაიქვავებს გულს და არ მოისმენს ჭეშმარიტებას, კიდევ უფრო მეტი სიყვარული აღმოუჩინეთ, როგორც ქრისტემ შეიყვარა ცოდვილები და ცდილობდა მათ ღმერთისკენ მოქცევას, რადგან ავადმყოფ სულს, მხოლოდ სიყვარული კურნავს.

თუკი ბოროტი ადამიანი არ ტოვებს თავის სიბოროტეს და არ ინანიებს, გარკვეული დრო შეგიძლიათ შეეშვათ, რომ ინფექციამ მთელ საზოგადოებას არ მიაღწიოს. თუკი ნებით წავა, სთხოვეთ უფალს, რომ იხსნას ეს ადამიანი, ან ჩერიოს რა სიტუაციაში უფალი და მოგაშოროთ ეს ადამიანი. მნიშვნელოვანი ასეთი ადამიანი გვიყვარდეს, მაგრამ გვძულდეს ცოდვა და გადამწყვეტად უარვყოფდეთ მის ჩვენ ყოფნას ჩვენ გარემოში.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით, რომ შენი მოწაფეები სიამაყესი ამხილე, ასევე ამხილე სიჯიუტესა და ურწმუნოებასი, რადგან გინდოდა მატი დახმარება და მათი კეთილი საქმეებისკენ აღძვრა. დაგვეხმარე ჩვენ ძმებს ჭეშმარიტებით და სიხარულით მოვექცეთ, პატივისცემით და გახსნილად, არა იმისთვის, რომ ვაწყენინოთ, არამედ პირიქით, გამოსწორდნენ და განიწმინდონ! თავად იყავი გულმოწყალე აღმზრდელი თითოეული ჩვენგანისთვის!

კითხვა:

  1. რომელი სამი ნაბიჯი უნდა გადადგა, ეკლესიაში მორწმუნის მხილებისას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 11:51 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)