Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 165 (Disciples’ Pride and the Children’s Humility)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
4. ღვთის სამეფოს შინაგანი შენება (მათეიესო 18:1-35) -- იესოს გამონათქვამების მეოთხე კრებული

a) მოწაფეების სიამაყე და ბავშვების თავმდაბლობა (მათეიესო 18:1-14)


მათეიესო 18:10-14
10 ფრთხილად, აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში გამუდმებით უყურებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს. 11 ვინაიდან ძე კაცისა დაღუპულთა გადასარჩენად მოვიდა. 12 როგორ ფიქრობთ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, განა მთაში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად? 13 თუ მოხდება და იპოვის, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ. 14 ასევე არ უნდა თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანნი.
(ლუკა 15:4-7; ებრაელთა 1:14)

გწამს თუ არა ანგელოზების არსებობის? ეს წმინდა სულები - წმინდა ღმერთის მსახურები არიან, რომლებიც მის ბრძანებებს ასრულებენე. იესო დიდებულ საიდუმლოს ხსნის და გვეუბნება, რომ ღმერთი ბღზანებას აძლევს თავის ანგელოზებს დაიცვან ბავშვები, რადგანაც ის არის ჭეშმარიტად მოსიყვარულე მამა. უწინაწერ მზრუნველობით აღჭურვავს მის სულიერ შვილებს, რომლებიც ძლევამოსილი ანგელოზების დაცვის ქვეშ არიან. ეჭვგარეშეა, რომ ეშმაკს და მის არმიას სურს გაანადგუროს ყველა, ვინც სულიწმინსგან შობილია. ანგელოზები რომ არ იცავდნენ ღმერთის შვილებს, ეშმაკი გაანადგურებდა მათ. ჩვენ ზეციერ მამას სურს დაიცვას თავისი შვილები, რათა არც ერთი მათგანი არ დაიღუპიოს.

ეშმაკი ცდილობს შეეწინაღმდეგოს უფლის ყოვლისშემძლე ნებას. ვერავინ და ვერაფერი ვერ აღუდგება წინ უფლის ჩანაფიქრს. მისი კეთილი ნებით ვართ გამოსყიდულნი და შექმნილნი, და მისივე ნებით მივიღეთ მადლი. თავისი ჩანაფიქრის შესასრულებლად გამოგზავნა ღერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე დედამიწაზე - რათა მოძებნოს დაკარგული ცხვრები, იპოვოს და ცოდვის მარწუხებისგან დაიხსნას. კეთილმა მწყემსმა, ღმერთის სიყვარულით აღძრულმა, დატოვა ძველი აღთქმის ერი და გაეშურა დაღუპული წარმართების დასახსნელად. უპირველესად ჩვენ არ გვიძებნია ღმერთი და არც მისი ძე, მან პირველმა დატოვა თავისი დიდება და ჩამოვიდა დედამიწაზე ცოდვილებთან, სურვილების მონობისგან გაგვანთავისუფლა და საკუთარ მხრებზე გვატარა მამამდე.

ასეთია უფლის ნება, რომ არც ერთი მისი რჩეულთაგანი არ დაიღუპოვ. მისი ნება იმდენად დიდებული იყო ჩვენ გადასარჩენად, რომ თავისი ძე დასაღუპავად გასწირა, რათა ჩვენ არ მოვხვედრილიყავით მისი რისხვის ქვეშ. ყველა დაღუპულია და არავინაა სიკეთის მკეთებელი. მაგრამ ვისაც სურს, რომ მხსნელმა იპოვოს ის, ის რწმენით პასუხობს უფლის მოწოდებას და აუცილებლად მიიღებს გადარჩენას. ამ სიტყვებში იესომ გვაუწყა თავისი ტანჯვების და სიკვდილის მიზანი. ის მოვიდა დაღუპული უფლის შვილების გადასარჩენად და მოკვდა იმისთვის, რომ გვეცოცხლა.

იესომ გვასწავლა, რომ არ დავჩაგროთ „მცირედნი“ ეკლესიასა და საზოგადოებაში, არამედ ვისწავლოთ ბავშვებისგან. როგორც პასუხისმგებლიანი მშობლები დღე და ღამე ზრუნავენ თავის შვილებზე, ასევე ზრუნავს უფალი, უბრალო (პატარა) ადამიანებზე, თავმდაბლებსა და თვინიერებზე.

ვის ემსახურები ეკლესიაში: მხოლოდ „მნიშვნელოვან“ ადამიანებს, თუ შეუმჩნეველ და უბრალოებსაც?

ზოგჯერ უმჯობესია საკვირაო სკოლის გახსნა და ბავშვებისთვის იმის სწავლება, რომ იესო სიყვარულია, ვიდრე დიდი დოქტრინების განმარტება ზრდასრული, მაგრამ უმნიშვნელო, ადამიანებისთვის. ბავშვების სული სუფთა და გახსნილია, ახალი ფურცლის მსგავსად. გამოიყენე ყველა საშუალება, რომ ეს ფურცელი, იესოს სახელით და მისი ხასიათის ნათელი სურათით შეავსო. დახატეთ მათ თავლწინ ქრისტეს სიყვარული, რომ მისმა თავმდაბლობამ და სიწმინდემ შეძრას მათი სულები. არ დაგავიწყდეთ, რომ ქრისტიანული გზა არ ადის მათთან, ვინც ქედმაღლობს, არამედ ჩადის ვინც თავმდაბლობაშია.

ლოცვა: უფალო იესო, შენ ღვთის ძე ხარ. ყველაფერსი უფლის მომსმენი იყავი. ჩვენ კი უფლის ფარას გავურბივართ, ჯიუტად ვართ მიჯავულები ჩვენ ცუდ თვისებებსა და ცოდვებ, ამიტომაც ბოროტის ხაფანგში ვებმევით. გვაპატიე ჩვენი ცოდვები და მიიღე ჩვენი მადლიერება იმისთვის, რომ დატოვე დიდება და მოხვედი დაღუპულის საძებნელად, მოგვიახლოვდი და მოგვიწოდე მონობიდან, სრულიად გაგვასუფთავე და შენი მხრებით გვატარე მამამდე. გვასწავლე არ გავამაყდეთ, არამედ ვიზრუნოთ შენ მცრიდზე, ვიყოთ თავმდაბლები და ვემსახუროთ ღარიბებსა და გაჭირვებულებს შენი სულიწმიდნის ძალით!

კითხვა:

  1. როგორი ჩვენი ზეციერი მამის ნება მის მცირედ შვილებზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 11:48 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)