Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 167 (Prohibiting and Forbidding in Christ’s Name)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
4. ღვთის სამეფოს შინაგანი შენება (მათეიესო 18:1-35) -- იესოს გამონათქვამების მეოთხე კრებული

c) ძალაუფლება შეკვრისა და გახსნის იესოს სახელით (მათეიესო 18:18-20)


მათეიესო 18:18-20
18 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. ხოლო რასაც გახსნით დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც. 19 ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე ნებისმიერ რამეზე და ითხოვენ, მიეცემათ მათ ჩემი მამისგან, რომელიც ზეცაშია. 20 ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის”
(მათეიესო 16:19; 28:20, მარკოზი 11:24, იოანე 20:23)

როდესაც სიყვარული მომწიფდება, აღსრულდება ცოცხალ იმედში რწმენის ერთიანობა. ამ ერთიანობაში - ეკლესიის ძალაა. ამ დროს ცალკეული ადამიანები და ჯგუფები ლოცულობენ ქრისტეს სულში და ის სული მოქმედებს მათ ლოცვებში და მოაქვს ლოცვაზე პასუხები. ეკლესიის ძალა სულაც არაა ფულში და ციფრებში, არამედ ქრისტეს თანდასწრებაში იმ ეკლესიის წევრების ლოცვისას. მათი მოწმობებით ხომ მრავალნი მოდიან ეკლესიაში და ღებულობენ ცოდვების პატიებას. იესომ ზეცის გასაღები ყველა მოციქულს მისცა, მხოლოდ პეტრეს არა. ვის გულშიც ცხოვრობს სულიწმინდა, უფლის ძალაში მოქმედებს და თავად უფალი მოქმედებს მისი მეშვეობით.

არის თუ არა თქვენს ეკლესიაში უწყვეტი ლოცვითი ჯაჭვი? ქრისტეს პირადად მკვიდრობს სრული თავისი სისრულით მათში, ვინც მისი სიყვარულის ჩანაფიქრის მიხედვით ცხოვრობს. უფალი პასუხობს მათ ლოცვებს, თუკი სულიწმინდის მმართველობით ლოცულობენ.

ქრისტესთან სწორ ურთიერთობაში, სადაც ის გვპირდება ლოცვებზე პასუხებს, ყველანი ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანი მისი ნების ძიებაა. ჩვენ უნდა ვცდილობდეთ მისი ნებით ვიცხოვროთ, რათა ქრისტემ შეძლოს ჩვენ შორის სუფევა. თუკი იცით კონკრეტულ თქვენ საკითხზე უფლის ნება, კითხეთ საკუთარ თავს, რას გააკეთებდა ის, თქვენ შორის რომ ყოფილიყო. ეძებეთ ქრისტეს სულისგან შთაგონება, რომ რწმენით ვილოცოთ და ველოდოთ პასუხებს ლოცვებზე, იესოს სახელით.

ეშმარიტად, სადაც ორი და სამი ქრისტიანი იკრიბება იესოს სახელით, ის მათ შორისაა. ეს ყველა პატარა კრებულისთვის ძალიან დიდი გამხნევება უნდა იყოს.

კრება შეიძლება მცირე იყოს, შეკრებილთა სურვილით. ცალკეული თაყვანისცემისა და საერთო ღვთისმსახურების გარდა, მორწმუნეებს შეუძლიათ ორ-ორად ან სამად შეიკრიბონ და ერთად ილოცონ. ისინი ამითი ეკლესიის მცირე ჯგუფების კრებას არ აკნინებენ, პირიქით, სრულყოფენ უფლის ნებით. სწორედ ასეთ კრებებზე არის ქრისტეს თანდასწრება.

კრება შეიძლება იყოს მცირე სხვა მიზეზების გამოც. მაგალითად დევნების გამო არსებული შიში.და თუკი ისინი ვერ შეძლებენ შეიკრიბონ, უფალი მაინც მატ შორისაა. ქრისტეს თანდასწრება სულაც არ გულისხმობს ადამიანთა რაოდენობას, არამედ წმინდა რწმენას და თაყვანისცემაში მიძღვნას. თუნდაც ორი ან სამი იყვნენ, უფრო ცოტა კი შეუძლებელია, მათი მსახურება ნაკლებად მნიშვნელოვანი და ფასეული არ იქნება, ვიდრე სხვა სამი ათასიანი კრებული.

არ დაგავიწყდეთ, რომ ქრისტე იქნება თქვენ შორის მხოლოდ მაშინ, თუ გაერთიანდით მასთან ერთად ერთს მსახურებაში და შეურიგდით მას სახარების გასავრცელებლად. მისი თანდასწრება გამოიხატება სულიწმინდის გადმოსვლით თქვენზე, პრობლემებისა და საფრთხისას. როდესაც ქრისტეა თქვენ შორის, ის თქვენთან ერთად მოქმედებს და გიცავთ.

ლოცვა: მოწყალე უფალო იესო, მადლობას გიხდი, რადგან დაგვპირდი ჩვენს მხსნელად და მანუგეშებლად ყოფნას, თუკი გავერთიანდებოდით შენი მსახურებისთვის, ცოდვების შესაბოჭად. დაგვეხმარე ვაპატიოთ ერთმანეთს ცოდვები. გთხოვთ, გაგვიცხადე შენი ნება სახარებაში, რათა ვლოცულობდეთ შენ განზრახვებთან სრულ თანხმობაში და ვასრულებდეთ შენს ნებას.

კითხვა:

  1. როდის არის ქრისტე ჩვენ შორის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 11:53 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)