Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 164 (Disciples’ Pride and the Children’s Humility)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
4. ღვთის სამეფოს შინაგანი შენება (მათეიესო 18:1-35) -- იესოს გამონათქვამების მეოთხე კრებული

a) მოწაფეების სიამაყე და ბავშვების თავმდაბლობა (მათეიესო 18:1-14)


მათეიესო 18:5-9
5 ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მღებულობს. 6 ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა ჰკიდებოდა კისერზე და ზღვის სიღრმეში ჩაძირულიყო. 7 ვაი წუთისოფელს ცდუნებათა გამო, რადგან ცდუნებები იქნება, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც ცდუნება წამოვა. 8 თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს უხელო ან უფეხო შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში. 9 თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე. ცალი თვალით შესვლა გერჩივნოს სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში.
(მათე 5:29-30; 10:40; მარკოზი 9:42-47; ლუკა 17:1-2)

ქრისტეს უყვარს ბავშვები არა იმიტომ, რომ ისინი უცოდველნი არიან, არამედ იმისთვის, რომ მათი გული ღიაა სწავლებების მიმართ, ექვემდებარებიან მაგალითებსა და ხელმძღვანელობას. ეჭვი არ არსებობს, რომ ბავშვები ცოდვილები არიან, არიან ჯიუტებიც და ამაყების, როგორც მთლიანი კაცობრიობა, მაგრამ შეუძლიათ სიყვარულის და ჭეშმარიტების შეწოვა და უყვართ ჯანსაღი ოჯახის სუფთა ატმოსფერო. ვინც იშვილებს ბავშვს, მიიღებს მას ოჯახში, როგორც საკუთარს - ის ღებულობს ქრისტეს. ვინც უბრალო სიტყვებით ასწავლის ბავშვებს გადარჩენის შესახებ, ის მათში ზეციურ თესლს თესავს. ისეთი მადლიერები ვართ უფლის ამ დიდებული აღთქმისთვის, რამაც მიიყვანა ბევრი უსახლკარო მშობლებთან, ქრისტეს მეშვეობით. როგორი მშვენიერი კურთხევები ჩქეფს ამ აღთქმიდან!

ვაი მას, ვინც ბავშვს სწორი გზიდან გადაიყვანს. არ არის კარგი საქციელი ცოდვებისკენ მიმართულების მიცემა. ვინც ასე იქცევა ბოროტია და უფალიც დასჯის მათ ძალიან, რადგანაც ჩვილებს არასწორი მაგალითი მისცეს. უმჯობესი იქნებოდა მათთვის წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადავარდნილიყვნენ, ვიდრე ასწავლიან ბავშვებს შეცოდებას და სამუდამო დაღუპვის გზისკენ მისცემენ ბიძგს.

ნებისმიერი სიკეთე, რასაც ადამიანი გაუკეთებს ბავშვს, უდრის ქრისტესთვის გაკეთებულ სიკეთეს. ვინც ერთ თვინიერ და მცირე მორწმუნეზე ზრუნავს და ცდილობს დაეხმაროს მას, ხდება რა მისი მეგობარი და ამ ყველაფერს ქრისტეს სახელით და ქრისტეს სულით აკეთებს, ის ქრისტესგან კურთხევებს მიიღებს. ეს უნდა ვაკეთოთ, რადგან მის ხატებას ვატარებთ, როგორც მისი შვილები, ქრისტეს მიერ ნაშვილებნი.

ნაზი მზრუნველობა, რომელიც ქრისტემ ეკლესიის მიმართ გამოიჩინა, მოიცავს მის ყველა წევს, არა მხოლოდ ზრდასრულებს, არამედ ბავშვებსაც. რაც უფრო ნაკლებად მიილტვიან ეკლესიის წევრები საკუთარი თავის მოსმახურებისკენ, მით მეტად განდიდდება ქრისტე მათში.

სინამდვილეში, ჩვენ ყველანი ვართ ამაში დამნაშავეები, რადგან პირდაპირ თუ ირიბად ბავშვებს ვაწვდით ცდუნებას. ყველა ჩვენგანი იღებს პასუხისმგებლობას ამორალურ ფილმებზე და პორნოგრაფიულ ჟურნალებზე. ამ საზოგადოების მეშვეობით კი ბავშვებს აქვთ ცდუნება. ამასთანავე ხშირად თავს ვიკავებთ ბავშვების აღზრდისგან სკოლებსა თუ სახლებში.

ქრისტე ითხოვს ჩვენგან სულიწმიდნით განწმენდას, რათა არ გავხდეთ ცდუნება სხვებისთვის. ამ სულიერ ბრძოლაში ხორცისა და სულის გამო, მოწაფეებს ხელ-ფეხი კი არ მოუკვეთავთ, რათა გამარჯვებამდე მისულიყვნენ, არამედ ქრისტეს მიუძღვნეს სხეულები. ზეციერ მამას თავებს, ჩვილებივით უძღვნიდნენ. ღმერთის ანგელოზები კი იცავდნენ მას, რადგან ღმერთს ძალიან უყვარს დაკარგულები და ეძებს მათ იქამდე, სანამ არ იპოვის.

ლოცვა: ზეციერო მამაო, თაყვანს გცემთ, რადგან ჩვენი მამა ხარ და ზრუნავ ჩვენზე დღედაღამ. გთხოვთ, ჩვენი მინდობა შენდამი გაამყარო, რათა მტკიცედ გვწამდეს შენი მმართველობის, და შეგვინახე მორჩილებასა და თავმდაბლობაში, რათა არ გავხდეთ ცუდი მაგალითი ბავშვებისთვის, არამედ ვცხოვრობდეთ წმინდად და ისინი ღმერთთან მივიყვანოთ! გთხოვთ პატიებას თუკი ჩვენი მიზეზით ვინმე ცოდვის გზას დაადგა. უფალო იხსენი ყველა, ვის წინაშეც შევცოდეთ და მიეცი მათ მონანიების მადლი, რათა ჩვენი მიზეზით არ შებილწონ სხვებიც.

კითხვა:

  1. რას გვასწავლის იესოს დარიგება, როდესაც მატ შორის ბავშვები ჩააყენა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 11:46 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)