Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 163 (Disciples’ Pride and the Children’s Humility)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
4. ღვთის სამეფოს შინაგანი შენება (მათეიესო 18:1-35) -- იესოს გამონათქვამების მეოთხე კრებული

a) მოწაფეების სიამაყე და ბავშვების თავმდაბლობა (მათეიესო 18:1-14)


მათეიესო 18:1-4
1 იმ ჟამს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: "ვინ უფრო დიდია ცათა სამეფოში?” 2 იესომ დაუძახა ბავშვს და მათ შორის ჩააყენა. 3 თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში. 4 ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სამეფოში.
(მათე 19:14; მარკოზი 9:33-37; ლუკა 9:46-48)

მახარობელმა მათემ შემთხვევით არ დაიწყო ქრისტეს სიტყვების მოყოლა ამ შემთხვევიდან. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიისთვის: „ვინ უფრო დიდია ეკლესიაში?“ ამაზე ჯერ კიდევ დავა აქვთ ხუცესებს, ეპისკოპოსებსა და მღვდელმსახურებს. ეშმაკს სურს მსახურების ამ ცდუნებაში შეყვანა, რათა ამ ცოდვას მიეცნენ, დაივიწყონ უფლის სიყვარული და მორჩილება და დაიწყონ დავა ერთმანეთში.მაშინ ცხვრები სხვადასხვა მხარეს განიბნევიან.

თავმდაბლობაზე საუბარს ხელი შეუწყო მოწაფეების დავამ ამ საკითხზე, თუ ვინ არის მათ შორის დიდი. ერთმანეთში კამათობდნენ ამ საკითხზე, რადგან რცხვენოად ქრისტესთვის ეკითხათ. საკითხი იმაში კი არ მდგომარეობდა თ ვის აქვს მაღალი მორალური თვისებები, არამედ იმაში, წოდებით ვინ უფრო მაღლა იდგა. მათ ბევრი ესმოდათ და ისწავლეს ცათა სამეფოზე, მესიის სამეფოზე და მისი ეკლესიაზე დედამიწაზე. თუმცა ამისგან შორს იყვნენ. ისინი ოცნებობდნენ მიწიურ სახმეფოზე გარეგნულად. ქრისტემ სულ ცოტახნით ადრე უთხრა მათ, რომ დაშავდება , რის სემდეგაც აღდგება დიდებითა და სიწმინდით. მისი წინასწარმეტყველებიდან გამომდინარე, ისინი ელოდნენ, რომ ცათა სამეფო დედამიწაზე დაიწყება. და ფიქრობდნენ, რომ იქ პატივსაცემი ადგილი უნდა დაეკავებინათ. ამ დროს მიღებულია ყველაფრის წინასწარ მოლაპარაკება.

მოწაფეებს სურდათ გაეგოთ, ვის აქვს ყველაზე მაღალი წოდება და ადგილი. პეტრე ყოველთვის სხვების ნაცვლად საუბრობდა და მას „გასაღებიც“ ჰქონდა. ამიტომ ფიქრობდა, რომ ის იქნება სახელწიფოს მთავარი, ანუ ყველაზე დიდი. იუდას კი ფულით სავსე ქისა ეკავა და ფიქრობდა ფინანსთა მინისტრის ადგილი მისი იქნებოდა. მისი აზრით ეს თანამდებობდა ყველაზე მაღალი იყო. იოანე ქრისტეს საყვარელი მოწაფე იყო და ეგონა, რომ ეს აძლევდა მას საბაბს ყველაზე დიდ პოზიციაზე ჰქონოდა პრეტენზია. ანდრია იყო ის, ვისაც პირველად მოუწოდეს და რატომაც არ უნდა გამხდარიყო ყველაზე დიდი ის?

ბევრს მოსწონს პრივილეგიების შესახებ მოსმენა და საუბარი, მაგრამ რატომღაც არავის უნდა დაუღალავი შრომა და სირთულებიის გადალახვა. ადამიანები უყურებენ გვირგვინს და ავიწყდებათ ჯვარი. სწორედ ასე მოიქცნენ მოციქულები, როდესაც იკითხეს: „ვინ იქნება ყველაზე დიდი ცათა სამეფოში?“

ცოდვა ზოგჯერ ადამიანებში ვლინდება პატივისკენ, დიდებისკენ, ძალაუფლებისკენ და სილამაზისკენ ლტოლვით. ჩვენ ყველანი ცდუნებულნი ვართ ეშმაკის მიერ - ეს ცუდინება კი სიამაყეა. რათა შევძლოთ ამ სულიერი ავადმყოფობის დაძლევა, ქრისტემ ჩვენ შორის მცირედნი დააყენა დ აგვიბრძანა დავემორჩილოთ მათ. მათ უნდა გაეგოთ, რომ თავმდაბლობა და მამისადმი მინდობა, ანგრევს ეშმაკის ზრახვებს. ჩვენ ჩვილებს ვგავართ, ჩვენი ბუნებით არ ვართ მომწიფებულნი, მარტივად შეიძლება ჩვენი დაჭრა და უძლურნიც ვართ. როგორც ბავშვი თავის უძლურებებში და საჭიროებებში მირბის მამასთან, იმედი აქვს რა მისი მზრუნველობის და დაცვის, ასევე უნდა გავრბოდეთ ჩვენც ღმერთთან. თუ არ მივიღებთ ჩვენ კანონიერ შვილობას, რომელიც ქრისტემ გაგვიმზადა, ვერ შევალთ ცათა სამეფოში. იესო გვასწავლის მამისადმი სრულ მინდობას. მიანდე შენი ცხოვრება მის დიდებულ სიყვარულს და გახდები მისი ძე და იქნები მისი დიდებული ოჯახის წევრი. ამ შვილობის პრივილეგია რეალიზდება მხოლოდ მორჩილებით და თვინიერებით. იესომ თვინიერებს ნეტარები უწოდა, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას.

როდესაც მოწაფეები დაობდნენ, ვინ არის უფრო დიდი სამეფოში, ქრისტემ ისინი დააფიქრა, თუ რის შესახებ სვამდნენ კითხვას. ყოველი მათგანი, თავს „ყველა დიდად“ მიიჩნევდა. ქრისტემ გააფრთხილა ისინი, რომ თუ არ შეზწყვეტენ ასე ფიქრს, ვერ შევლენ სამეფოში.

ლოცვა: წმინდაო ღმერთო, აგამაღლებთ, რადგან შენი ძე ტვინიერია და გულით თავმდაბალია და სურს, რომ გარდაგვქმნას. მოგვაშორე სიამაყის ცდუნება, რათა არ ვილტვოდეთ დიდებისკენ და ყველას წინაშე თავი არ მოგვქონდეს, არამედ ვარციოთ შენი მსახურება შეუმჩნევლად, რადგანაც შენ წერ ჩვენ სახელებს სიცოცხლის წიგნსი. გვაპატიე, რომ ჯიუტად ვამაყობთ და გვცხე შენი თვინიერი სულით!

კითხვა:

  1. რატომ ითვლება სიამაყე, ეკელსიის ყველაზე დიდ საშიშროებად?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 11:45 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)