Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 157 (Transfiguration of Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

m) იესოს ფერისცვალება ჰერმონის მთაზე (მათეიესო 17:1-8)


მათეიესო 17:1-8
1 ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე; და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით. 2 და ფერი იცვალა მათ წინაშე: მზესავით გაბრწყინდა მისი სახე, ხოლო მისი ტანისამოსი სინათლესავით გასპეტაკდა. 3 და აჰა, ეჩვენენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი. 4 მიუგო პეტრემ იესოს და უთხრა: "უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს, გავაკეთებ აქ სამ კარავს, ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას”. 5 ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი; და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე; მას უსმინეთ!” 6 ამის გამგონე მოწაფენი, პირქვე დაემხნენ და ძლიერ შეშინდნენ. 7 მიუახლოვდა იესო, შეეხო მათ და უთხრა: "წამოდექით და ნუ გეშინიათ”. 8 თვალი რომ აახილეს, ვეღარავინ დაინახეს, გარდა იესოსი.
(მათე 3:17; მარკოზი 5:37; 9:2-13; ლუკა 8:51; 9:28-36; რომაელთა 1:16; 2 პეტრე 1:16-18)

იესომ მოწაფეებს 6 დღე მისცა განმარტოებისთვის და ძალების აღდგენისთვის, მას შემდეგ რაც გაიგეს სიახლე ქრისტეს სიკვდილზე და სწავლება საკუთარი თავის უარყოფაზე. მათი მიწიური იმედები დასრულდა და ახლა დევნებისთვის უნდა მომზადებულიყვენ. იესომ სამი მოწაფე ამოირჩია და მათთან ერთად ჰერმონის მთაზე ავიდა, რათა ელოცა. ლოცვისას მისი სხეული გარდაიქმნა, სახე გაბრწყინდა მზესავით. ეს გარდაქმნა მოხდა, როდესაც ის ლოცულობდა. როდესაც მოწაფეებმა გააცნობიერეს, რომ მას ჭეშმარიტი სიცოცხლე აქვს, რომელსაც სიკვდილი ვერ დაამარცხებს, გაოცდნენ. იესო თავისი მოწაფეების თვალწინ გარდაიქმნა, რათა ისინი განმტკიცებულიყვნენ მასში და მისი აღდგომის დიდებაში.

ვინც რწმენით განიცადა უფლის ბრწყინვალება, მას არ შეიძლება არ სურდეს მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე იყოს უფლის თანდასწრებაში. როგორი მშვენიერია განვმტკიცდეთ უფლის წმინდა თანდასწრებაში, გამუდმებით ვიყოთ მასთან, ვგრძნობდეთ თავს კონფომტულად, როგორც საკუთარ სახლში.

ქრისტე ამბობდა, რომ ის უნდა დაშავებულიყო და აუწყებდა მოწაფეებს, რომ იგივეს მოლოდინში უნდა ყოფილიყვნენ. ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ავიწყდება ეს პეტრეს და არ უნდა ამის მიღება. ამიტომაც სურდა დიდების მთაზე კარვის აშენება და უბედურებებისგან შორს ცხოვრება. ის არ ეშვება იესოს და სთხოვს: ,,შეიწყალე შენი თავი უფალო“, მას შემდეგ რაც ქრისტემ ძლიერად უსაყვედურა მას.

უეცრად იესოს გვერდზე გაჩნდნენ მოსე და ელია, გარდაცვლილი ცოცხალი წმინდანები - ისინი ფიქრობენ, ელაპარაკებიან და ემსახურებიან ღმერთს, წმინდა ბრწყინვალებასა და დიდებაში. ეს დიდებული მოვლენაა, რამაც ქრისტეს მოწაფეების რწმენა გაამყარა იმის შესახებ, რომ ქრისტე არის მოსეს რჯულის უფალი და რომ მასში აღსრულდება ყველა წინასწარმეტყველება. ის უნდა მოკვდეს, როგორც უცოდველი მსხვერპლი, რადგან ის არის ჭეშმარიტი ქრისტე, ხალხისთვის დაპირებული. ქრისტეს სიკვდილი აბსოლუტურ თანხმობაში იქნება მოსეს სწავლებასთან, ძველი აღთქმის შუამავალთან, ასევე იოანეს სწავლებასთან, ვინც ახალი აღთქმის მქადაგებელი იყო. ეს მოვლენა მოწაფეებში ადასტურებდა რწმენას იმაში, რომ თავად ღმერთი მოაწყობს თავისი ძის სიკვდილს, ვინაიდან ვერავინ შევა ღმერთის დიდებაში სხვაგვარად, თუ არა ქრისტეს გამოსყიდვით.

მოსე და ელია დიდი ადამიანები იყვნენ, ზეცისგან შეყვარებულნი და ამისდამიუხედავად მხოლოდ მონები იყვნენ და ღმერთიც ყოველთვის არ იყო კმაყოფილი მათით. მოსე თავის საუბრებში შეცდომებს უშვებდა, ელია კი ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ქრისტე კი არის ,,ძე“ გამუდმებით მისაღები და მოსაწონი ღმერთისთვის. მოსე და ელია ხშირად ღმერთთან შუამავლობით გამოდიოდნენ და მათი მეშვეობით ღმერთი ირიგებდა ისრაელს. მოსე დიდებული შუამდგომელი იყო, ელია კი დიდებული წინასწარმეტყველი, რომელიც ხალხს აფრთხილებდა მომავალი საფრთხის შესახებ. ქრისტეში კი ღმერთმა ქვეყნიერება შემოირიგა. ქრისტეს შუამდგომლობა მოსეს შუამდგომლობაზე აღმატებულია და ქრისტეს რეფორმაცია ელიას რეფორმაციაზე აღმატებულია.

პეტრე ყველა ადამიანის სურვილი გამოხატა - ყველას მოუნდებოდა ასეთი საოცარი შეხვედრის განცდა წმინდა სულებთან, ქრისტეს დიდებულ თანდასწრებაში, ვინაიდან ყველას გვსურს ვიცოცხლოთ ღმერთთან ერთად ზეცაში. ეს ჩვენი გულის ხმაა. პეტრეს უნდოდა ამ სამოთხის დედამიწაზე დაკავება, კარვების აშენება, იქ ჩამოსული წინასწარმეტყველებისთვის. სრულად დაივიწყა საკუთარი თავი და მეგობრები. საღად არ აზროვნებდა, რადგან ღმერთის დიდებამ გადააჭარბა მის გონებას.

ღმერთმა განამტკიცა მათი რწმენა, მათზე დიდი დიდების ღრუბელი მოვიდა, სავსე სინათლით, სიცოცხლით და დაცვით. ნეტავ ჩვენს ქალაქსაც დაფარავდეს ღმერთის ასეთი სიყვარულის ღრუბელი, რომ ძირს დავეცეთ ღმერთის თანდასწრებისგან შემოსილნი და თაყვანი ვცეთ მას. ო ნეტა შეგვეძლოს ზეციერი მამის ხმის გაგონება, რომელიც გვაუწყებს მის სიყვარლს ქრისტე იესოში, ხორცშესხმულს. ქრისტეს ჯვრის გზა - ეს ქვეყნიერების ხსნის ღვთიური ჩანაფიქრია. ღმერთმა აკურთხა ქვეყნიერება, რათა გადარჩენა მიეღოთ თავისი ძის მოსმენით და მისი გამომსყიდველი სიკვდილით.

ღმერთის ხმამ ჩააღწია მოციქულების გულებში. ქრისტემ გულში ჩაიკრა თავისი მოწაფეები და ისევ ფეხზე წამოაყენა ისინი. ვინც ისმენს მის ხმას, მოკვდება თავისი ცოდვებისთვის და იცოცხლებს სამართლიანობისთვის. დავივიწყოთ სხვა ყველა სინათლე, რომელიც ანათებს ქვეყნიერებაზე და ვუყუროთ მხოლოდ ქრისტეს, ქვეყნიერების ჭეშმარიტ სინათლეს. უყურებ თუ არა მას, ხარ თ არა მისი გულის ცენტრში, და არის თ არა ის შენი ცხოვრების მიზანი? მოსეს რჯულის და ელიას ისტორიებისგან განსხვავებით, ქრისტე საუკუნოდ არის ჩვენთან. ჩვენი მიწიური მასწავლებლები მიდიან ჩვენი ცხოვრებიდან, მაგრამ ქრისტე რჩება უცვლელად გუშინ, დღეს და უკუნისამდე (ებრაელთა 13:7-8).

ლოცვა: ზეციერო მამაო, აგამაღლებთ იესოს თვალსაჩინო გარდასახვისთვის, მის რჩეულ სამ მოწაფესთან და მისი დიდებული მოსვლისთვის დედამიწაზე. მადლიერნი ვართ, რადგან დაიმდაბლა თავი და მოკვდა ჩვენს გამო, აღასრულა რა შენი აღთქმები, მოსეს რჯულში და წინასწარმეტყველთა წერილებში. დაგვეხმარე არ ვუმზიროთ სხვებს, არამედ მხოლოდ იესოს, ღმერთის ძეს, რომ მისი ხატება გამოისახოს ჩვენს გულში და გარდავიქმნათ სრულ მორჩილებაში და ვქადაგებდეთ მის ხსნას, ჩვენს გარშემო მყოფებში. ქებას გიძღვნით, რადგან ქრისტემ თავისი სიკვდილით გზა დაგვიდო სიკვდილიდან დიდებაში.

კითხვა:

  1. რატომ წაიყვანა ქრისტემ თავისი გარდაქმნის სანახავად, მხოლოდ სამი მოწაფე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 05:58 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)