Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 158 (Clarification of Elijah’s Promised Coming)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

n) იესო განმარტავს ელიას წინასწარმეტყველებას მოსვლის შესახებ (მათეიესო 17:9-13)


მათეიესო 17:9-13
9 მთიდან რომ ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: "არაფერი მოყვეთ ამ ხილვის შესახებ, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება”. 10 ჰკითხეს მას მოწაფეებმა: "მაშ, რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო?” 11 მან კი მიუგო: "ელია ნამდვილად მოდის და აღადგენს ყოველივეს. 12 მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, თუმცა ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ; კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა”. 13 მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ამბობდა იგი.
(მათე 11:14; 14:9-10; 16:20; ლუკა 1:17)

როდესაც მოწაფეები ჩამოვიდნენ ჰერმონის მთიდან იორდანეში, მათი გონება ჯერ კიდევ მოსმენილი სიტყვებისა და განცდილი სასწაულების გადახარშვაში იყო.

იესომ თავის სამ მოწაფეს სთხოვა არავისთვის მოეყოლათ მისი დიდების შესახებ, რაც ნახეს და არ დაეწერათ იქამდე, სანამ მკვდრეთით არ აღდგებოდა. შემდგომ ყველა გაიგებდა, ვინ არის ის. მოწაფეები ვერ მიხვდნენ რას ნიშნავდა სიტყვები: ,,მკვდრეთით აღდგომა“, თუმცა ჩუმად იყვენენ ამ საკითხზე ღმერთის ნებით. ისინი ვერ ხვდებოდნენ იესოს აღდგომას, რადგან მათში სულიწმიდა არ იყო.

მოწაფეებს გაგონილი ქონდათ მწიგნობრებისგან, რომ ქრისტეს მოსვლამდე უნდა მოსულიყო ელია. მათ სწამდათ, რომ როდესაც იესო დაამყარებს თავის მეფობას ელიას მსგავსად, ჩამოვა ცეცხლი ზეციდან და ისინი უდიდეს გამარჯვებას მოიპოვებდნენ მტრებზე. თუმცა იესო მათ ნათლად ეუბნებოდა, რომ მისი სამეფო არ არის პოლიტიკური და არც მისი მოწაფეები მიიღებენ რაიმე პოლიტიკურ ძალას.

იესომ აუხსნა მათ, რომ იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა დაპირებული ელიას სულში. მან გზა გაუმზადა ქრისტეს, მონანიებისკენ მოწოდებით და არა საბრძოლო ხელოვნების შესწავლით უდაბნოში. მღაღადებელი უდაბნოში დაიღუპა დესპოტი ჰეროდეს ხელით.

იესომ ისევ გაიმეორე, რომ მთავრებისგან იქნება დაშავებული რომ ყველა მიატოვებს და მოკვდება ჩვენი ცოდვებისთვის, მიიღებს რა საკუთარ თავზე ღმერთის განკითხვას. იესოს არ უსწავლებია მოწაფეებისთვის აჯანყება ან ეკონომიკური განვითარება, პირიქით ის ეუბნებოდა, რომ ყველა მიწიური იმედი დაიმსხვრევა.

მოწაფეები დარწმუნებულები იყვნენ ქრისტეს სიწმინდესა და დიდებაში, რადგან ხედავდნენ ამ დედამიწაზე მოვლენილ ახალ სიცოცხლეს. ქრისტეს სიკვდილი არ არის დასასრული. მისი აღდგომა ღვთიურ სიცოცხლეს გვაზიარებს. არის თუ არა შენს გულში ჯერ კდიევ მიწიური იმედები და ოცნებები? თუ ღმერთის სიცოცხლეს მიეშურე, რომელსაც ქრისტე მხსნელი მოიტან მეორედ მოსვლისას. სთხოვე მას ლოცვაში გამოასწოროს შენი სიცოცხლე და აგავსოს სულიწმიდით, რათა მყარად იდგე ბოლომდე.

ლოცვა: ღმერთის წმინდაო ძეო, აგამაღლებთ რადგან მოკვდი ჩვენთვის და მადლობას გიხდით, რომ მამის სიცოცხლე მოგვეცი. შენი სიცოცხლე არ ექვემდებარება სიკვდილს, რადგან შენ ხარ ყველაფრის უფალი. ჩვენი რწმენა გვაერთიანებს შენთან და შენი ძალა ჩქეფს ჩვენს უძლურებაში. ჩვენს გულებთან ახლოს ხარ და დაგვიფარე სიკვდილის დროს, რათა ვიცოცხლოთ შენში, რადგან შენ ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდი და გვაპატიე. შენ ხარ ჩვენი ერთგული იმედი და გადარჩენა.

კითხვა:

  1. როგორ არის დაკავშირებული იაონე ნათლისმცემელი, ელია წინასწარმეტყველთან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 05:59 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)