Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 150 (True Faith is a Gift)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

k) ჭეშმარიტი რწმენა არის მამა ზეციერის ნიჭი (მათეიესო 16:17-20)


მათეიესო 16:17-20
17 იესომ პასუხად უთხრა: "ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია. 18 და მე გეუბნები შენ, რომ შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. 19 მოგცემ ცათა სამეფოს გასაღებებს და, რასაც შეკრავ დედამიწაზე, შეკრული იქნება ზეცაშიც, ხოლო რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც”. 20 მაშინ გააფრთხილა მოწაფეები, არავისთვის გაემხილათ, რომ ის არის ქრისტე.
(მათე 11:27; 18:11; 17:9; იოანე 1:42; ეფესელთა 2:20; გალატელთა 1:15-16)

იესო არ უარყოფდა, რომ ის არის ჭეშმარიტი ქრისტე. მან დაადასტურა პეტრეს დამოწმება და აღიარება და უწოდა მოწაფეს ნეტარი. პეტრემ შეიცნო ეს საიდუმლო არა გონებით და გამოცდილებით, არამედ სულიწმიდის პირდაპირი გამოცხადებით. ყველა ჭეშმარიტი გამოცხადება მოდის სულიწმიდისგან, რომელიც ადიდებს ქრისტეს და მთლიანად ჭეშმარიტი რწმენა არის საჩუქარი ღმერთისგან და არა ლოგიკური აზროვნების ან წარმოსახვის ნაწილი. აღიარებდა რა საკუთარ თავს ღმერთის ძედ, იესო შემომქმედს თავის მამას უწოდებდა. მაგრამ იმ აზრით რაც სხვებს ჰგონიათ ამ სახელში, თითქოსდა ღმერთი მისი ფიზიკური მამა გამხდარიყო. ქრისტე ღმერთის სულიერი ძე იყო დასაბამიდანვე, მას არ დაუწყია არსებობა ქალწული მარიამისგან შობის შემდეგ. იმ წუთას ის განკაცდა, რათა მამასთან შევერიგებინეთ.

გწამს თუ არა, რომ ქრისტე ღმერთის ძეა? თუ კი იცხოვრებ საუკუნოდ. აღიარებ თუ არა მას სხვების წინაშე ღმერთის ძედ? თუ კი შენ იცხოვრებ სიხარულში, რადგან სწორედ ამ აღიარებით იზრდება ეკლესია, მამის შთაგონებით და სულიწმიდის ძალით. ეკლესია არ აშენებულა სუსტ და მერყევ ადამიანზე, როგორიც პეტრე იყო, არამედ თამამ აღიარებაზე, რომ იესო არის ქრისტე, წმინდა ღმერთის ძე.

ეს მოწმობა ჯოჯოხეთზე ძლიერია და ცოდვაზე უფრო მომქმედი. ვერცერთი სული ვერ შეეწინააღმდეგა ღვთაებრივ ჭეშმარიტებას. სახელი ,,ღმერთის ძე“ ცოდვის ბორკილებს ამსხვრევს და ცოდვილს სამუდამოდ ათავისუფლებს. ვისაც ქრისტეს სახელი სწამს, მის ცოცხალ ეკლესიას ეკუთვნის. ვინც მოწმობს მის ამ სახელზე, ის იხსნის სხვებს ჯოჯოხეთისგან. ხოლო ვინც უკუაგდებს ის უფლის რისხვის ქვეშ იქნება.

იესო ქრისტეს აღიარება ღმერთის ძედ, არის გასაღები, რომელიც ზეცის კარებს აღებს. ვისაც სწამს ამ სახელის და აღიარებს, ის გადარჩება, ხოლო ვინც უკუაგდებს ის დაიღუპება. უნდა ავღნიშნოთ, რომ ვერცერთი ადამიანი, პეტრეც კი ვერ გააღებს მიზანმიმართულად ამ კარებს. ეს ორი მოწმობა, რომ იესო არის დაპირებული ქრისტე - მესია და რომ მასში ღმერთი ივანებს, გვაერთიანებს წმინდა სამების ღმერთთან, ვინც მას მიჰყვება, იქნება გამართლებული და ვინც აღიარებს მის სახელს. ის სხვებსაც იხსნის.

ლოცვა: წმინდაო ღმერთო, მადლობას გიხდით, რომ შენ წარმართე პეტრე და მან სულიწმიდით აღიარა ქრისტეს ღვთის ძეობა. გახსენი ჩვენი გულები და მოგვეცი გონიერება, რათა გვესმოდეს შენი ხმა და ვხვდებოდეთ, რაოდენ ერთნი არიან მამა და ძე და რომ გამუდმებით თამამად ვამოწმებდეთ შენს ჭეშმარიტებას, რათა მრავალი ადამიანი მივიყვანოთ ცოდვისგან თავისუფლებამდე.

კითხვა:

  1. რა არის ეკლესიის საფუძველი და ზეცის გასაღები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 04:44 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)