Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 147 (Jesus Attacks Fanaticism and Shallowness)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

i) იესო საუბრობს ფანატიქმის წინააღმდეგ (მათეიესო 16:1-12)


მათეიესო 16:1-4
1 მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ზეციდან. 2 უთხრა მათ: "საღამოხანს ამბობთ: ხვალ მოწმედილი იქნება, რადგან ცა წითელიაო; 3 დილით კი: დღეს გაავდრდება, რადგან ცა მოქუფრულიაო. ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი - არა. 4 ბოროტი და მრუში თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა”. მიატოვა ისინი და წავიდა.
(მათე 11:4; 12:38-40; მარკოზი 8:11-12; ლუკა 12:54-56)

აქ ჩვენ ვკითხულობთ ქრისტეს საუბარს ფარისევლებთან და სადუკევლებთან. ეს ორი ჯგუფი როგორც ჩანს საქმეების 23:7-8-ში, ვერ თანხმდებოდნენ მნიშვნელოვან საკითხებში, თუმცა ერთსულოვნად ეწინააღმდეგებოდნენ ქრისტეს. მათ აერთიანებდა ის, რომ ქრისტე ეწინააღმდეგებოდა სადუკეველების ერესს, რადგან ისინი უარყოფდნენ სულებს და სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეს. ამავდროულად იყვნენ ამაყები, ფანატიკოსები, თვალთმაქცები და წინაპრების გადმოცემებს მიჟჯაჭვულები. ქრისტე და ქრისტიანობა ყველა მხრიდან განიცდიდა წინააღმდეგობას.

იესოსთან დიდძალი ხალხი მოვიდა, რათა ენახათ მისი ჩადენილი სასწაულები, რათა ერწმუნათ, რომ ის არის ქრისტე და მეფე. მათთვის არ იყო საკმარისი მის მიერ ჩადენილი სხვა განკურნებები, ეშმაკის განდევნა და მკვდრების აღდგენა. მათ სურდათ, რომ ზეციდან ცეცხლი გადმოსულიყო და გაენადგურებინა რომაელები ან გაჩერებულიყო მზე, როგორც იმის ნიშანი, რომ ის ღმერთის წარმოგზავნილი იყო. ხშირად ადამიანებს არ უნდათ რელიგია, რომელიც ქადაგებს მოანანიებას, არამედ სურთ კონკრეტული მტკიცებულებები პოლიტიკასა და ეკონომიკაში, რათა მონანიება საჭირო აღარ გახდეს.

ქრისტეს ვერ უბრძანებ და ვერ აცდუნებ. მან გამოიცნო მათი ბოროტი ზრახვანი, ნათლად უჩვენა, რომ თავიანთი სიჭკვიანის მიუხედავად, ვერ შეძლეს მისი ამოცნობა. ვერ აღიარეს ახალი აღთქმის სულიერი რეალობა და თავს იკატუნებდნენ თითქოს ვერ ხედავდნენ ქრისტეს წყალობის საქმეებს იმისდამიუხედავად, რომ მისი საქმეები ღმერთის სიყვარულით სავსე იყო. მათ არ სურდათ სულიწმიდის მმართველობა, არამედ ლოცულობდნენ პოლიტიკურ სამეფოზე, რომელიც ძალადობაზე იქნებოდა დაფუძნებული. არ ეძებდნენ ცათა სამეფოს, არც მადლს და პატიებას. აი რატომ ეძახდა ქრისტე მათ ,,ბოროტთა და მრუშთთა მოდგმა“.

ზოგიერთს ყველაფერი შეუძლია გარდა სულების გარჩევისა და ამიტომ ვერ იყენებენ მსგავს შესაძლო მომენტებს.

ამ სიტყვებით ქრისტემ ყველას მდგომარეობა გამოხატა. მათი სასტიკი გულების და დაუმორჩილებლობის მიუხედავად, ზეციერმა მამამ მისცა მათ უნიკალური ნიშანი, რისი მეშვეობითაც უნდა შეეცნოთ ქრისტეს დიდება. როგორც თევზმა გადაყლაპა იონა ზღვაში შტორმის დროს და ამოაფურთხა ის მრავალი ადამიანის გადასარჩენად, ასევე შთანთქა სიკვდილმა იესო ჯვარზე, ტანჯვებისა და ქარბუქის დროს, მაგრამ ღმერთმა უბრძანა სიკვდილს გაენთავისუფლებინა ძე, რათა სიცოცხლე მიენიჭებინა გამართლებული ცოდვილებისთვის. ეს ერთადერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში და ეს იქნება გადამწყვეტი დღე სასამართლო დღეს.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, შენ ნიშანი ხარ ღმერთისგან ყველა შენს საქციელსა და სიტყვებში, სასწაულებსა და აღდგომაში. შენი მკვდრეთით აღდგენა დასტურდება შენი ურთიერთობით საუკუნო მამასთან და გამარჯვებით სიკვდილსა და ეშმაკზე. მადლობას გიხდით და ვხარობთ შენთან ერთად ამ გამარჯვებას, რწმენით ვიღებთ უფლებას და შესაძლებლობას ვიყოთ შენი საუკუნო სიცოცხლის მონაწილენი.

კითხვა:

  1. რატომ არის ქრისტეს დიდებული ღდგომა მისი ღვთაებრიობის ნათელი მაგალითი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 04:34 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)