Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 139 (Jesus Walks on the Sea)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

c) იესომ წყალზე გავლა (მათეიესო 14:22-27)


მათეიესო 14:22-27
22 მაშინვე აიძულა იესომ თავისი მოწაფეები ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ მეორე მხარეს, ვიდრე თვითონ ხალხს გაუშვებდა. 23 ხალხი რომ გაისტუმრა, მთაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა; მოსაღამოვდა, ის კი მარტო იყო იქ. 24 ნავი კი უკვე მრავალ სტადიონზე შესულიყო ზღვაში; ტალღები ეხეთქებოდნენ, რადგან პირქარი ქროდა. 25 ღამის მეოთხე გუშაგობა იყო, ზღვაზე სვლით რომ მივიდა მათთან. 26 ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ მოწაფეები; ამბობდნენ, მოჩვენებააო და შიშისგან შეჰყვირეს. 27 მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: "გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!”
(მარკოზი 6:45-52, ლუკა 6:12; 24:37, იოანე 6:15-21)

იესოს არ უნდოდა, რომ მოწაფეები იგივე განსაცდელში ჩაცვენილიყვნენ, როგორც დანაყრებული ერი. ხალხს ის კი არა, შრომის გარეშე მიღებული პური აინტერესებდა. ადამიანები არ შეცვლილან გულით, ისევე უყვარდათ თავები, როგორც აქამდე, მეტად ვიდრე ღვთის ძე.

იესო მოერიდა ხალხს და მოარიდა მათ თავისი მოწაფეებიც. მოწაფეებს პურზე კი არაა, თავად სასწაულის არსზე უნდა ეფიქრათ. შემდგომ იესო ყველასგან განმარტოვდა უდაბნოში ლოცვისთვის, რათა დაფარულში მიეგო მამისთვის დიდება ამ სასწაულისთვის. ასე მადლობდა მამა ღმერთს იესო. შენ როგორ განადიდებ ღმერთს ყველა მოცემული სიკეთისა და კურთხევისთვის? ჩვენ ღმერთის თაყვანისცემითა და მადლიერებით ვნთავისუფლდებით ყოველგვარი სიამაყისა და ქედმაღლობისგან.

მალევე მოწაფეები სინამდვილეში დაბრუნდნენ. ზღვაში ქარი ამოვარდა და ტალღებმა იმატა. ისინი ჯერ ისევ დედამიწაზე იყვნენ მამის მკლავებში, რომ აღმოჩნდნენ ზღვაში პრობლემებით, ქრისტეს გარეშე. ეგონათ, რომ მხსნელი მათგან შორსაა, რადგან მათთვის ის უხილავიც კი იყო. ასევე ჩვენ განვიცდით ჩვენ ცხოვრებაში შტორმს, მოდის წყვდიადი,ა მგარამ „არ შევუშინდებით უეცარ შიშს: (იგავი 3:25).

მოწაფეები ალბათ ლოცულობდნენ და მხსნელის სახელს მოუხმობდნენ, რომელიც მათთან არ იყო, მაგრამ გაკვეთილი მისცა მათ, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ. ის ხილულად ეჩვენა მათ ღამე, როდესაც ცოცხალ ღმერთს მოუხმეს. მოწაფეებმა ვერ იცნეს იესო, რადგანა რწმენის გარეშე ლოცულობდნენ. მათ ის სულად აღიქვეს და ყვირილი დაიწყეს.

გჯერა თუ არა რომ შენი ლოცვები შესმენია? თუ სულების გეშინია სირთულეების და პრობლემების დროს? ქრისტე მოდის სენთან, თუნდაც ვერ ხედავდე მას. ერწმუნე მას და საუკუნოდ იქნები დაცული.

იესომ ასეთ შიშში მყოფ მოწაფეებს უთხრა: „მე ვარ“. ეს სიტყვებიკ არგად ცნობილია მათთვის, ვინც ძველი აღთქმის კანონები იცის. თავად უფალი საუბრობდა ზუსტად ამ სიტყვებით (გამ. 3:13-14). ქრისტემ უბრალოდ კი არ გაამრავლა პური, არამედ აუწყა თავის მიმდევრებს, რომ ის არის - აღთქმის საუკუნო ღმერთი, რომელიც ანთავისუფლებს მათ ყოველგვარი შიშისგან და იხსნის ურწმუნოებისა და უბედურებებისგან.

ლოცვა: უფალო იესო, გადიდებთ იმისთვის, რომ უარი თქვი გვირგვინზე, არ მოინდომე „პურის მეფე“ გამხდარიყავი ადამიანებისთვის. შენ განაგრძე შენი ჯვრის დამცირების გზა, რათა გაგემართლებინეთ შენი მადლით და გეპატიებინა ჩვენთვის. გსურს, რომ მოგყვებოდეთ არა პურის გამო, არამედ გვწამდეს, რომ შენ - ერთგული უფალი ხარ და არასდროს დაგვტოვებ იმედგაცრუების წყვდიადში.

კითვა:

  1. რას ნიშნავს სიტყვები „მე ვარ“ ბიბლიაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on May 23, 2023, at 05:54 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)