Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 138 (Feeding the Five Thousand)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

b) ხუთიათასი კაცის დაპურება (მათეიესო 14:13-21)


მათეიესო 14:13-21
13 ეს რომ გაიგო იესომ, ნავით გაეცალა იქაურობას და ერთ უდაბურ ადგილზე განმარტოვდა; შეიტყო ეს ხალხმა და ფეხით გაჰყვნენ ქალაქებიდან. 14 გამოვიდა და უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები. 15 როცა მოსაღამოვდა მივიდნენ მასთან მოწაფენი და უთხრეს: "აქ უკაცრიელი ადგილია, ჟამიც გვიანია; გაუშვი ეს ხალხი, რომ სოფლებში წავიდნენ და საჭმელი იყიდონ თავიანთთვის”. 16 იესომ კი უთხრა მათ: "არ არის საჭირო მათი წასვლა; თქვენ მიეცით საჭმელი”. 17 უპასუხეს: "არაფერი გვაქვს გარდა ხუთი პურისა და ორი თევზისა”. 18 უთხრა: "აქ მომიტანეთ ისინი”. 19 უბრძანა ხალხს ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დაამტვრია და მისცა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი ხალხს დაურიგეს. 20 ყველამ ჭამა და გაძღა, ნატეხებით კი თორმეტი გოდორი აივსო. 21 მჭამელი კი ხუთი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა.
(4მეფ. 4:44, მარკოზი 6:31-44, ლუკა 9:10-17, იოანე 6:1-13)

იოანე ნათლისმცემლის სიკვდილმა მოწაფეები შიშში ჩააგდო, აქამდე ხომ მისი მიმდევრები იყვნენ. ამიტომაც განმარტოვდა ქრისტე მოწაფეებთან ერთად სალოცავად. ის ასწავლიდა მათ, რომ როგორც მოციქულები ყოველთვის ვერ იქნებიან მორწმუნეთაშორის, მათ მოუწევთ გამუდმებით ახარონ ჭეშმარიტება, სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეთ. მალევე მასთან ისევ დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. ისინი იესოსთან ეძებდნენ ნუგესს, მმართველობას და ძალას, მითუ უფრო მას შემდეგ, რაც იოანე ნათლისმცემელი მოკლეს, რომელიც ხალხში დიდებულ წინასწარმეტყველად იწოდებოდა. და აი, იესოსთან უდაბნოში ხუთი ათას მამაკაცზე მეტი მოგროვდა თავის ოჯახებთან ერთად. მათ სწყუროდათ ღვთის სიტყვა..

სამყარო შენ გარშემო ელოდება მეტად ვიდრე შენ გგონია, მათ სწყურიათ მეტად ვიდრე შენ ფიქრობ. სად გაქრა შენი სინანული მათდამი? ღვთის სიტყვა ჰხდის ძლიერს, რომ იმსახურო, თუკი გიყვარს ისინი, რომლებიც იღუპებიან. შენმა დამოწმებამ ქრისტზე შეიძლება გამოიწვიოს მათი ქრისტესკენ მოქცევა.

ქრისტეს მხოლოდ კი არ ეცოდებოდა ისინი, არამედ ეხმარებოდა მათ. ბერვი მათგანი ავად იყო, შეეცოდა და განკურნა. ის დედამიწაზე, როგორც უდიდესი ექიმი მოვიდა.

უკვე გვიანდებოდა და იესო ვერ ამთავრებდა თავის უზლიერეს ქადაგებას. მოწაფეები შეშფოთდნენ. შიშით, რომ ეს მშიერი ხალხი დიდ არეულობას გამოიწვევდა, სთხოვდნენ ქრისტეს გაეშვა ისინი სახლებში, მაგრამ ქრისტემ უთხრა: „მიეცით საჭმელი“. უპასუხეს, რომ ცოტა საკვები ჰქონდათ. ქრისტე შენც გეუბნება: „გაუყავი პური მშიერს, უქადაგე ყველა და გაიყავით ის, რაც გაქვთ“.

არაუშავს, თუ წრფელად იტყვი მოწაფეებივით, რომ ცოტა გაქვს. ნეტარი ხარ, თუმდაც მცირედი უფლის ნიჭები გაგაჩნდეს. მიეცი ისინი ქრისტეს, ის აკურთხებს მათ და დააპურებს ხუთი ათას კაცს.

ნახე რა გააკეთა იესომ. ჯერ დასხა ისინი, მერე აიღო ის მცირედი, რაც მოწაფეებს ჰქონდა და მთელი გულით მადლობა მოუხადა ამისთვის ცეზიერ მამას. ამაში მდგომარეობდა სასწაულის საიდუმლო. მან მადლობა უთხრა მცირედისთვისაც, ის კი მრავლდებოდა. მერე რწმენით მოტეხა პური და დაიწყო დარიგება. ყველა დანაყრდა, მოწაფეებმა კი 12 გოდორი შეკრეს, რაც დარჩა.

ქრისტე ხედავდა პურის ნატეხებს და არ მისცა ხალხს უფლება მიწაზე დაეტოვებინათ ისინი, როგორც მრავალი მდიდარი იქცევა და პურის ნარჩენებს ნაგავში აგდებს.

როგორ უნდა მივიღო დედამიწაზე კურთხევა? ყველაფერი კეთილი მასთან უნდა მოვიტანოთ და მის განკარგულებაში იყოს. ყველაფერი მისი სიტყვით და ლოცვებით იწმინდება (1 ტიმოთე 4:5). რასაც ქრისტეს ვაძლევთ, ის მოგვიტანს კეთილსურნელებასა და სარგებელს. ის ჩვენ სიკეთეს საჭიროებისამებრ მოექცევა, და რასაც მისი ხელებიდან მივიღებთ, ორმაგად გემრიელი იქნება. თუკი რაიმეს სიყვარულით გავცემთ, ეს ჯერ ქრისტეს უნდა მივცეთ ხელთ, რათა ქრისტემ ის აკურთხოს.

უფლის კურთხევას მცირედის გამრავლება შეუძლია. თუკი უფალი არ აკურთხებს იმას, რაც გვაქვს, შევჭამთ, მაგრამ ვერ გავძღებით (ანგია 1:6).

ემადლიერები თუ არა უფალს იმ მცირედისთვის, რაც მოგცა? მიეცი იესოს მთელი შენი ნიჭები, დრო და ფული. მადლობა გადაუხადე ხსნისთვის და გაგიკვირდება, როდესაც დაინახავ თუ როგორ ძლიერად აკკურთხებს ღმერთის სხვებს შენი მეშვეობით, იმისდამიუხედავად რომ ცოტა ძალები შემოგრჩა.

ლოცვა: უფალო, გვრცხვენია ჩვენი მცირედი რწმენის და სიყვარულის ნაკლოვანების გამო. დაგვეხმარე დავინახოთ მრავალი ადამიანი, რომელთაც სჭირდებათ ფიზიკური პური და სულიერი საკვები, ვეხმარებოდეთ მათ ჩვენი უდიდესი შესაძლებლობებით. გვაკურთხე და აკურთხე ჩვენი შესაწირავები, რათა მრავალი გადარჩეს და მიიღონ საუკუნო სიცოცხლე! გაამყარე ჩვენი რწმენა და სიყვარული, რათ შენმა ძალამ იმოქმედოს ჩვენს უძლურებაში.

კითვა:

  1. საიდან მოიტანა იესო პური, რომლითაც უნდა გამოეკვება ხუთი ათასი კაცი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 03:45 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)