Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 137 (Death of John the Baptist)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

a) იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი (მათეიესო 14:1-12)


მათეიესო 14:1-12
1 იმ ხანებში ესმა იესოს ამბავი მეოთხედმთავარ ჰეროდეს. 2 უთხრა თავის მსახურებს: "ეს იოანე ნათლისმცემელია, მკვდრეთით აღდგა და ამიტომაც მოქმედებენ მასში ძალნი”. 3 რადგან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩასვა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო. 4 ვინაიდან იოანე ეუბნებოდა, ნებადართული არ არისო შენთვის მისი ყოლა. 5 უნდოდა მოეკლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. 6 ჰეროდეს დაბადების დღეს კი შეკრებილთა წინაშე იცეკვა ჰეროდიას ასულმა და აამა ჰეროდეს. 7 ამიტომ ფიცით შეპირდა, რომ მისცემდა, რასაც სთხოვდა. 8 ხოლო მან, დედისგან წინასწარ დარიგებულმა, უთხრა: "ლანგრით მომეცი იოანე ნათლისმცემლის თავი”. 9 შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდით, მიცემა ბრძანა. 10 წარგზავნა და იოანესთვის თავი მოაკვეთინა საპყრობილეში. 11 მოართვეს თავი ლანგრით და გადასცეს ყმაწვილ ქალს, მან კი დედამისს მიართვა. 12 მოვიდნენ იოანეს მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს. მივიდნენ და შეატყობინეს იესოს.
(გამოსვლა 6:14-29; მათე 11:2; 21:26; ლუკა 3:19-20; 9:7-9)

მეფეები და ზედამხედველები დიდი ცდუნების ქვეშ არიან, რამდენადაც დიდი პასუხისმგებლობა აქვთ და აქვთ რა ძალაუფლება, შეუძლიათ საკუთარი ჩანაფიქრების ასრულება. მათ მატყუარები და ფარისევლები გარემოიცავენ. მკითხავები ყოველთვის მზად არიან მათი მომავლის გასაგებად სულებისგან. ქვეყნიური ძალაუფლება და სიამაყე ხშირად აკავებს მათ ღმერთისგან და ვარდებიან დიდი ცოდვებში. ისინი შიშში ცხოვრობენ, გამუდმებულად განიცდიან განგასს და გაურკვევლობას. ჰეროდე იმის შემდეგ, რაც უბძანა იოანე ნატლისმცემლის მოკვლა, ხშირად ამბობდა იესოზე: „იოანეა, მე რომ თავი მოვკვეთე, ის აღმდგარა მკვდრეთით“ (მარკოზი 6:16). ჰეროდე სულებით იყო შეპყრობილი და გამუდმებით ელანდებოდა, თითქოს ისინი მას სულ სადღაც ელოდებოდნენ.

მოკლა რა იოანე, ჰეროდე ფიქრობდა, რომ მოიშორა ადამიანი, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა მას, რომ ცოდვებში ეცხოვრება თავისთვის და მშვიდად. მაგრამ როგორც კი მოკლა იოანე, მასთან მივიდა ინფორმაცია იესოზე და მის მოწაფეებზე. იგივე სწავლებას ატარებდნენ, რასაც იოანე. უფრო მეტიც, მოწაფეები ამ სწავლების ჭეშმარიტებაზე მოწმობდნენ, ახდენდნენ რა სასწაულებს ქრისტეს სახელით. მსახურებს შეიძლება აიძულო რომ გაჩუმდნენ, ჩააგდო ისინი საპყრობილეში, განდევნო და დასაჯო სიკვდილით, მაგრამ უფლის სიტყვას ვერ უბრძანებ, რომ გაჩუმდეს.

იოანე ნათლისმცემელი არ ყოფილა დამნაშვე, არამედ მოხდა საპყრობილეში მხოლოდ ჰეროდეს ცოლის სურვილის გამო. მან იქორწინა მისი ძმის ცოლზე მისივე თანხმობით. იოანემ ამას მთელი ერისთვის საშინელი ცოდვა უწოდა. ამ მიზეზით ჰეორდეს ცოლმა ისურვა, რომ იაონე შეეპყროთ. და მას ეს გამოუვიდა.

ჰეროდეს ცოდვა, რაშიც მას იოანე ამხელდა მდგომარეობდა იმაში, რომ თავისი ძმა ფილიპეს ცოლი შეირთო ცოლად. ის არ იყო ფილიპეს ქვრივი (მაშინ ეს ცოდვად არ ითვლებოდა), არამედ განაგრძობდა მის ცოლად ყოფნას. ფილიპე ჯერ ისევ ცოცხალი იყო, ჰეროდემ კი მისი ცოლი ამპარტავნულად, მრუშობითა და სისხლის აღრევით მოიპოვა. იმაზე აღარაფერს ვამბობთ რაოდენ უსამართლო საქციელი იყო ეს ფილიპეს მიმართ. მათ საერთო ქალიშვილიც კი ჰყავდათ. მდგომარეობა იმითი მძიმდებოდა, რომ ფილიპე ჰეროდეს ნახევარძმა იყო, მამიხ მხრიდან.

ამ ცოდვისთვის იაონე მას პირდაპირ ამხელდა: „შენ არ უნდა გყავდეს ეს ქალი!“ არ ეუბნებოდა, რომ არ იყო ღირსი, ან რომ ეს საფრთხის შემცველი იყო, არამედ ბრალს დებდა უკანონო საქციელში.

შესაძლოა იოანეს ზოგიერთი მეგობარი განიკითხავდა მას მისი არაბრზნული საქციელის გამო, ამხელდა რა ჰეროდეს, რადგან ჯობდა გაჩუმებულიყო, რადგან იცოდა ჰეროდეს რისხვის შესახებ. სწორედ ამ საქციელმა დააკარგინა იოანეს თავისუფლება. დარწმუნებული ვარ,რ ომ იოანეს არ აწუხებდა სინდისი, რადგან ასე მოიქცა, არამედ მისი სუფთა სინდისი უმსუბუქებდა მას ტანჯვას, რადგან იცოდა კეტილი საქმის გამო იღებდა ამ სასჯელს.

ჰეროდეს შიში იპყრობდა ნათლისმცემლის პირდაპირობის გამო. ის რჩევითაც კი მიმართავდა მას (მარკოზი 6:20), რადგანაც აცნობიერებდა, რომ ეს დაკავებული იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც მას არ ეპირფერებოდა და ესაუბრებოდა პირდაპირ. სინამდვილეში, იოანე ჰეროდეს კარგი მრჩეველი იყო და ეხმარებოდა მას რთული და მნიშვნელოვანი, საბედისწერო ხასიათის საკითხების გადაწყვეტაში. ამასთანავე, მეფე თავისი სურვილების ტყვე იყო და მის მრუშ ცოლს ერთი მიზანი ჰქონდა - იოანეს მოკვლა, რომელიც მას ძალიან უშლიდა ხელს.

უეცრად ამ შემთხვევისთვის კარგი სესაძლებლობა ჩამოვარდა. ჰეროდეს საყვარელმა, მისი პირველი ქმრის შვილს მოუხმო, რათა მეფის წინაშე ეცეკვა. მეფე მთვრალი იყო და დაიფიცა, რმო ყველაფერს მისცემდა, რასაც მოისურვებდა, ნახევარ სამეფოსაც კი. გოგონამ კი ამ ბოროტი ქალის დარიგებით, იოანე ნათლისმცემლის თავი სთხოვა. ასეთმა თხოვნამ მეფე გაანაწყენა, მაგრამ მისი არ შესრულება და გადათქმა უკვე აღარ შეეძლო, რადგან მთელი საზოგადოებისა და სტუმრების წინაშე მისცა ფიცი, რომ ყველაფერს მისცემდა, რასაც ითხოვდა. არჩვანი არ ჰქონდა. არ ეშინოდა ღმერთის და ბრძანება გასცა თავისი მრჩეველის თავისი მრჩეველისთვის.

ცარიელი, მადლს მოშორებული გული გადახრილია სურვილების დაკმაყოფილებისკენ. „თვალთა გულისთქმა ბადებს ცოდვას’ (იაკობი 1:15); ასე შეიპყრობს ხოლმე ეშმაკი ადამიანის გულს და უფლობს.

როგორი უბედურები არიან შვილები, რომელთა მშობლებიც მათ ბოროტებას ასწავლიან, აჩვენებენ მათ ქედმარლობას და სიცრუეს, ცუდ მაგალითს. გახრწნილი ბუნება მალევე ექვემდებარება უკანონობას, ვიდრე დაემორჩილება მართებულ სწავლებას.

ასე განვლო წამებულმა, ყველა ცოდვილ ადამიანთაშორის უდიდესმა, ქრისტეს წინამორბედმა, იოანე ნათლისმცემელმა გზა. მან სიცოცხლე გასცა იმისთვის, რომ ადამიანებისთვის მონანიებისკენ მოეწოდებინა. ოდესმე ჭეშმარიტებაზე მეტად დაგიფასებია საკუთრი უსაფრთხოება? თუ ფიქრობ, რომ არ უნდა ამხილო შენი მეგობრები სიყვარულით და თავმდაბლურად? ქადაგება არ მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ მადლი აუწყო. ცოდვაშიც უნდა ამხილო.

იუდეველმა ისტორიკოსმა იოსებ ფლავიმ დაწერა იაონეს შესახებ და დაამატა, რომ ჰეროდეს ჯარის საბოლოო დამარცხება, რომელიც არეტასთან მოხდა ( ჰეროდეს ცოლის ქალიშვილი) განიხილებოდა იუდეველების მიერ, როგორც უფლის სასამართლო ნათლისმცემლის სიკვდილის გამო. ასევე წერენ, რომ ეს ქალიშვილი ოდესღას დიდ ყინულზე მიდიოდა და მას ეს ყინული ჩაუტყდა. როდესაც წყალში უნდა ჩავარდნილიყო, მას ყინულის ბასრმა კუთხემ ყელი გამოჭრა. ასე აღმართა ღმერთმა სამართლიანობა იმის გამო, რომ მან იოანე მოკლა. თუ ეს გადმოცემები მართებულია, მაშინ აქ ნათლად შეიძლება ყველაფრის დანახვა.

ლოცვა: ქებას გიძღვნით, ასეთი მშვენიერი მსხვერპლიანობის მაგალითისთვის. მოგვეცი სითამამე, რათა ვაუწყებდეთ შენ ჭეშმარიტებას და მსახურებაში შენ მმართველობას, იმისთვის რომ შეგვეძლოს ვამხილოთ ჩვენი მეგობრები. მათზე უკეთესნი არავინ ვართ, მაგრამ ჩვენ მოგვიტევე ჩვენ ცოდვები და გაგვწინდე შენი მადლით. დაგვეხმარე მოვიყვანოთ ისინი მონანიებამდე, რათ გულით დაიმსხვრან, როგორც ჩვენ მოვინანიეთ და მივიღეთ შენი გადარჩენა ძალისა და სულიწმინდის მიერ!

კითხვა:

  1. რა მიზეზით მოკვდა იოანე ნათლისმცემელი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 03:40 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)