Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 123 (Blasphemy Against the Holy Spirit)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
1. ებრაელი უხუცესები უარყოფენ ქრისტეს (მათეიესო 11:2 - 12:50)

g) სულიწმინდის გმობა (მათეიესო 12:22-37)


მათეიესო 12:31-32
31 ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ. 32 ვინც სიტყვას იტყვის ძე კაცისას წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ თუ ვინმე სულიწმიდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და არც მომავალში.
(მარკოზი 3:22-30; ლუკა 12:10; 1ტიმოთე 1:!3; ებრაელები 6:4-6; 10-12)

ქრისტე ანსხვავებდა ცოდვებს. ის ურწმუნოებას კაპერნაუმში უწოდებდა უარეს ცოდვად ვიდრე სოდომსა და გომორში ხდებოდა. ასევე ამტკიცებდა, რომ ცოდვა სულიწმინდის წინააღმდეგ - ყველაზე საშინელი და უპატიებელი ცოდვაა ღმერთის დიდების წინაშე.

ნებისმიერი ცოდვა ქრისტეს და მისი ეკლესიის წინააღდმეგ ან საკუთრი თავის მიმართ, ღმერთის წყალობით ნაპატიები იქნება, თუკი ადამიანი სცოდავს გაუცნობიერებლად და ხედვის არქონის გამო, როგორც სავლე მოქცევამდე. სავლე ქრისტიანების დევნაში იყო დამნაშავე: აპატიმებრდა მათ და აიძულებდა რწმენაზე უარი ეთქვათ. ქრისტემ თავად შეაჩერა სავლე: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი მე?“ ყველა ცოდვა, რომელიც სულიწმინდის ჩასახვამდე იყო შენში, გეპატიება. ქრისტე ლოცულობდა ჯვარზე: „მამაო, მიუტევე მათ, რადგან არ იციან რას ჩადიან“. ღმერთი ასამრთლებდა იუდეველებს იმის გამო კი არა, რომ მათ ჯვარს აცვეს ქრისტე, არამედ შეეწინააღმდეგნენ სულიწმინდის მოქმედებას და გამუდმებით დასცინოდნენ მოციქულთა სწავლებას. მათ გაცნობიერებულად უარყვეს ღმერთის სული, თუმცა ეს საქმეები მათ თავლწინ ხდებოდა და უბრალო ერმა ყველაფერი გაიგო. ვინც ქრისტეს საქმეებს ეშმაკის საქმეებს უწოდებს, ის დიდ ბოროტებას ჩადის. რადგან თავად ქრისტე არის სიყვარული, თავშეკავება, თვინიერება და უწმინდურება. ვინც მას ეშმაკეულს უწოდებს, თვად არის შეპყრობილი, რადგან ეშმაკის სული ყოველთვისაა აღძრული წმინდა სამების სულის წინააღმდეგ.

მარკოზის 3:28 და ლუკა 12:10 ში ქრისტე საუბრობს მის დამგმობებეზე. მათზე ვინც გმობდა ქრისტეს, დედამიწაზე ყოფნისას, ეძახდა მას „ლოთს, მატყუარას.. დ.ა.შ“ რელიგიური წარმომადგენლები მის წინააღმდეგ იყვნენ ყოველთვის განწყობილები და ყველა მისი გაკეთებული სიკეთე მათთვის ბოროტება იყო. ქრისტეს ღვთაებრიობის მისიის დასტური მხოლოდ მისი ამაღლების შემდეგ გამოჩნდა. ამიტომ როდესაც მოინანიეს, ეპატიათ. ზოგიერთმა მათგანმა, მის დასჯაში მონაწილეობის მიღება მოინანიეს სულის გადმოღვრის შემდეგ.

იმის შემდეგ, რაც სულიწმინდამ დააჯილდოვა ისინი შინაგანი ნიჭებით: გამოცხადების სულით, ენებით და ა.შ. თუ ისინი განაგრძობდნენ სულიწმინდის გმობას და უწოდებდნენ მას უწმინდურს, მათთვის აღარ დარჩებოდა მოქცევის და ქრისტეს რწმენის იმედი.

ვინც ეწინააღმდეგება სულიწმინდას და იქვავებს გულს მისი ნაზი ხმის წინაშე, მას არ აქვს პატიება. ებრაელთა მიმართ წერილებში არის გაფრთხილება: „როდესაც გაიგონებთ მის ხმას, არ გაიქვავოთ გულები“ (ებრააელები 4:7). ღმერთი მოგმართავს სახარების სულის მოქმედებაში და აღარ გრჩება სხვა არჩევანი: ან უნდა უარყო ის, ან დაემორჩილო. დაემორჩილე თუ არა მთლიანად იესოს?

ლოცვა: უფალო იესო მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გიყვარს შენი მტრები. გაქებ, რადგან გიყვარვარ მე ცოდვილი. შენ მაპატიე ყველა ცოდვა და მცხე შენი სულით. დამიცავი, რათა გავიქვავო გული ნუგეშისმცემელი სულის მიმართ, მომაშორე ღალატი და გმობა! დაგემორჩილები შენ, საკუთარ თავს შენ ხელთ გაბარებ და ვხარობ ყველა მწინდათ ერთად, ვენდობიბ რა შენ ძვირფას სისხლს. გთხოვთ, გაანთავისუფლე ჩვენი ახლობლები გულების გაქვავებისგან და მიიყვანე ისინი მონანიებამდე და რწმენამდე, რათა მიიღონ სულიწმინდაში საუკუნო სიცოცხლე!

კითხვა:

  1. როგორ ვართ დაცულები სულიწმინდის გმობის ცოდვისგან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 21, 2022, at 03:15 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)