Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 120 (Healing of the Withered Hand)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
1. ებრაელი უხუცესები უარყოფენ ქრისტეს (მათეიესო 11:2 - 12:50)

f) გამხმარი ხელის განკურნება შაბათ დღეს (მათეიესო 12:9-21)


მათეიესო 12:14-21
14 ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი. 15 იესომ იცოდა რა ეს, გაეცალა იქაურობას. დიდძალი ხალხი მიყვებოდა მას და ყველა განკურნა, 16 და აუკრძალა მათ მისი ვინაობის გამხელა. 17 რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი, რომელიც ამბობს: 18 "აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა; ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამართალს წარმართებს. 19 არ იდავებს და არც იყვირებს, ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას. 20 ნაგვემ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე სამართალს გამარჯვებამდე არ მიიყვანს; 21 და მის სახელში ექნებათ იმედი წარმართებს”.
(გამოსვლა 42:1-4; მარკოზი 3:12; ლუკა 6:17-19; საქმეები 3:13-26)

ფარისევლებმა გადაწყვიტეს ქრისტეს მოკვლა, რადგან მან რჯულზე აღმატებული სიყვარულის დემონსტრირება მოახდინა. ზეცა თითქოს მთელი ძალით შავარდა მათ განსაზღვრულ სისტემაში. ვერ შეძლეს რა ამ შემოჭრის გონებრივი ძალებით შეჩერება, მიმართეს ძალადობას. ღმერთის მტრებმა პირველ მსახურებებზევე უარყვეს იესო და მისი მოკვლა გადაწყვიტეს.

ქრისტე იქიდან გავიდა, იმიტომ კი არა რომ სიკვდილის შეეშინდა, არამედ ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი და მისი დრო ჯერ არ დამდგარიყო. იმ დროიდან ქრისტეს ცხოვრება დევნებში მოვიდა. ის მსახურობდა ჩუმად, ზედმეტი ხმაურის გარეშე. ის კურნავდა თავისი ძლევამოსილი სიტყვით ყველა ავადმყოფს, ვინც მასთან, როგორც მოწყალე მხსნელთან მოდიოდა რწმენით. არ ეძებდა დიდებას და მათაც, ვისაც კურნავდა უკრძალავდა მისი სახელის ხსენებას. არ უნდოდა იმ ადამიანთა ყურადღების ცენტრში ყოფილიყო, ვისაც უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო სურდა ენახა მისი სასწაულები, გულებში კი ვერ ხვდებოდნენ ჭეშმარიტ მონანიებას და მოქცევას. იესო მოუწოდებდა ყველას, ვისაც სწყუროდა გამართლება და სულიერი სიწმინდე. ზედაპირულმა ფანატიკოსებმა კი ვერ მიიღეს მისგან დახმარება და ნუგეში.

მართალი და ბრძენი ილტვის სიკეთის კეთებისკენ, მაგრამ არ სურს, რომ ამაზე ყველამ ილაპარაკოს. ღმერთისგან ქებას ელიან და არა ადამიანთაგან. და თუნდაც ტანჯვებისა და დევნების დროს გვიწევს თამამად ჩვენი მოვალეობის შესრულება, ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ არ გამოვიწვიოთ ღარიბ მოწინააღმდეგეებში რისხვა. „იყავით ბრძენნი, როგორც გველნი“.

ქრისტე ნამდვილად არის ღმერთის მადლი, თვინიერი და თავმდაბალი ძე, ღვთის სულისაგან შობილი. ესაია წინასწარმეტყველებდა შვიდასი ჭლით ადრე ქრისტეს დაბადებას, რომ ღმერთი გამოგწავნის დედამიწაზე თავის საყვარელ ძეს, რომელიც გამუდმებით სულიწმინდით იქნება სავსე და მისთვის მოსაწონი. ქრისტეს მორჩილებასა და მის სიკეთეში ბრწყინავს წმინდა სამება, ვინაიდან ღერთი, მისი სული და მისი ძე - ერთი მთლიანია ერთ ჩანაფიქრში - აავსონ მთელი დედამიწა ჭეშმარიტებითა და სიყვარულით.

ქრისტე არ ითხოვდა საკუთარ უფლებებს, არ უყვიროდა მტრებს და არც გაჩუმებას აიძულებდა. ვისაც სურდა მისთვის პერანგის წართმევა, მოსაცმელსაც ატანდა. ის აკურთხებდა მის მტრებს და უყვარდა ისინი. თუკი რომელიმე უწმინდურ ადამიანში ხედავდა იმედის ნაპერწკალს, გამუდმებით ამხნევებდა მას და მოუწოდებდა შიშის და ეჭვის გარეშე ერწმუნათ. ქრისტეს სულიერი ტრიუმფის ძალა ყველა ერს მიწვდა და მისმა შუქმა ჩვენი წყვდიადი გაანადგურა. ვიცით, რომ საბოლოოდ გაიმარჯვებს, რადგან ჯვარზე უკვე მოიპოვა გამარჯვება. მისი გამარჯვება დიდი მდინარედ იქცა, რომელიც ჩვენ გამომშრალ ქვეყანას მიწვდა. მხოლოდ ქრისტეში გვაქვს ჩვენ ქვეყანაში უსაფრთხოების და მშვიდობის დამკვიდრების იმედი!

იუდეველები ვერ იტანდნენ მას არა იმის გამო, რომ ამხელდა მათ შაბათის დღის გამო, არამედ ავლენდა სიყვარულს წარმართების მიმართ და ხსნისთვის უღებდა ფართოდ კარებს. ქრისტე არც რასისტია და არც ნაცისტი. არც რომელიმე რასა ჰგონებია ოდესმე, რომელიმეზე მეტი. მას უყვარდა და ემსახურებოდა ყველას თანაბრად. მან თავისი თავი ყველა ადამიანისთვის გაიღო. იუდეველებს ქრისტეს წმინდა სიყვარული აღიზიანებდათ, რადგანაც უფალთან შერიგების მცნებას, თავიანთი ერის პრივილეგიად მიიჩნევდნენ და ვინც ამ ზღვრის გადმოკვეთა გაბედა, ის ქვებით უნდა ჩაქოლილიყო.

ლოცვა: უფალო, მადლობას გიხდით, რომ შენი სამართლიანი ბუნება გვაჩვენე შენს ძეში და აღასრულე კიდეც ჯვარზე ის. ჩვენ თაყვანს გცემთ გაოცებულნი! გთხოვთ მოგვცე თვინიერი სიყვარული შენი ძისა, რათა არ ვჩხუბობდეთ და ვყვიროდეთ, არამედ ყველა პრობლემა შენთან მოვიტანოთ. დაე სრულ შენდამი მინდობაში ვიცხოვროთ, განვიცდიდეთ რა შენ მმართველობას, ყველა ჩვენი მოწინააღმდეგის მიუხედავად!

კითხვა:

  1. როგორ წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი იესოზე, ესაიას 42:1-4 ში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 21, 2022, at 02:57 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)