Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 119 (Healing of the Withered Hand)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
1. ებრაელი უხუცესები უარყოფენ ქრისტეს (მათეიესო 11:2 - 12:50)

f) გამხმარი ხელის განკურნება შაბათ დღეს (მათეიესო 12:9-21)


მათეიესო 12:9-13
9 წამოვიდა იქიდან იესო და მათ სინაგოგაში შევიდა. 10 და აჰა, ხელი ჰქონდა კაცს გამხმარი. ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: ნებადართულია თუ არა განკურნება შაბათს? 11 მან კი უთხრა მათ: "რომელიმე თქვენგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს? 12 ადამიანი კი რამდენად აღმატებულია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება”. 13 და უთხრა იმ კაცს: "გაიწოდე ხელი!” მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე.
(მარკოზი 3:1-6; 14:3-5; ლუკა 6:6-11)

ფარისევლები უთვალთვალებდნენ ქრისტეს, რადგან ის თვილა, რომ სიყვარულის უფრო მნიშვნელოვანია საქმისას, ვიდრე რჯულის გარეგნულად დაცვა. მათ ქრისტესთვის და სულიწმინდისთვის არ გახსნეს გულები და არ მოისურვეს მის უდიდეს ჩნაფიქრს ჩასწვდომოდნენ. ვინც ეჭვიანად უდგება თავისი კონფესიების ტრადიციებს, ვერ აღიქვამენ რეალობას ისეთად, როგორიც ის სინამდვილეში არის. იქამდე მიდიან, რომ ცხოველებს უკეთ ექცევიან, ვიდრე ადამიანებს.

ქრისტემ თავისი კანონმდებლობით და სიბრძნით დაუმტკიცა ფუნდამენტალისტების შეუმდგარ ჯგუფს და ცხოვრებისეულ მაგალითზეც უჩვენა, თუ რამდენად ფარისევლები არიან ისინი, რადგანაც რჯულის თანახმად შაბათ დღესაც აუცილებელია სიყვარულის საქმეების კეთება და ადამიანთა საჭიროებების დაკმაყოფილება. წმინდა სიყვარული აღემატება შაბათს და მასთან დაკავშირებულ სხვა ყველა ტრადიციას. ქრისტემ უბრძანა ადამიანს გამხმარი ხელით, რომ გაეწვდინა ის მისკენ. ისიც დაემორჩილა მას და გაუწოდა. უეცრად იგრძნო, რომ თითების მოძრაობა შეუძლია და ღმერთი განადიდა. ამდენი ხნის შემდეგ, მისი ხელი ისევ ეხმარებოდა მას მუშაობაში. ქრისტე ახლაც, როგორც უწინ, აგრძელებს გაჭირვებულთა დაჯილდოვებას. ყველამ დაიწყო ღმერთის დიდება, განკურნებულმაც და ხალხმაც, ვინც ეს სასწაული იხილა. მხოლოდ მწიგნობარნი და ფარისეველნი არ იღებდნენ მონაწილეობას ამ საყოველთაო სიხარულში. მათ გულში დამწუხრების გრძნობა მეფობდა, რადგან ქრისტემ ყველას წინაშე გაანადგურა მათი ფარისევლობა და გამოამჟღავნა მათი გულის ზრახვები. შეიკრიბნენ რა ერთად, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გადაწყვიტეს ქრისტეს მოკვლა, რადგანაც ის მათ რელიგიურ სტატუსს საფრთხის ქვეშ აყენებდა და მათ პატივს ხალხის წინაშე ანადგურებდა. რჯულის ზედმიწევნის შესრულებისგან გამორჩათ მთავარი არსი ამ რჯულისა, უკუაგდეს რა მისი მთავარი სათქმელი, რაც უფლის წმინდა სიყვარულია.

იმის გამო კი არ ჩაიფიქრეს მისი მოკვლა, რომ თავს „დავითის ძე“, „ღვთის ძე“ ან თუნდაც „უფალი“ უწოდა, არამედ იმიტომ რომ ავადმყოფებს კურნავდა შაბათ დღეს, ამასთანავე ქადაგებდა ამ ეპოქის დასრულებაზე და ახალი აღთქმის ერას დაწყებას - ჭეშმარიტი სიყვარულის ერა.

დღეს ადამიანები ხშირად კითხულობენ: „რა არის ნებადართული კანონით და რა აკრძალული?“ „რა არის სიმართლე და რა ტყუილი?“ ბიბლიაში არ არის ამომწურავი პასუხები ყველა კითხვაზე. ყველა ადამიანს სჭირდება გარჩევის, სიყვარულის და სამართლიანობის სული. ჩვენ უფალ იესოს ვთხოვთ მოგვცეს ყველა კითხვაზე პასუხი, რათა მის ნაკვალევს გაყვეთ. შეიძლება მოგვიწიოს სხვათა აზრების წინააღმდეგაც წასვლა ჩვენ ოჯახში, რათა ღმერთის სიყვარულის ნება ავასრულოთ.

ქრისტეს არ ეშინოდა მტრების, არამედ ამხელდა მათ ბოროტებას და აძლევდა მათ სააზროვნო საკვებს: რომელიმე მათგანს ცხვარი რომ ორმოში ჩავარდნოდა, არცერთი მათგანი არ დატოვებდა მას იქ დასაღუპად. ადამიანი კი ბევრად ძვირფასია ცხვარსა და სხვა ქმნილებებზე. ადამიანი - გონიერი არსებაა, მას შეუძლია შეიმეცნოს, უყვარდეს და განადიდოს ღმერთი. გამოდის, რომ ადამიანი ბევრად კარგია, ვიდრე ცხვარი. აი რატომ არ შეეძლოთ ცხვრების შესაწირავებს ადამიანთა ცოდვილი სულების ხსნა.

ლოცვა: ზეციერო მამაო, მადლობას გიხდით, რომ გაგვწმინდე და გაგვანთავისუფლე ბოროტისგან, რათა გემსახუროთ სიყვარულში. ქრისტემ შენი თაყვანისცემა გვასწავლა, გვიჩვენა რა საკუთარი საქმეების მაგალითი. დაგვეხმარე შევიცნოთ შენი ნება, გავარჩიოთ რა არის სწორი და არასწორი, რათა შენი საყვარელი ძის ნაკვალევს გავყვეთ.

კითხვა:

  1. რატომ გადაწყვიტეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა ქრისტეს მოკვლა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 21, 2022, at 02:55 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)