Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 121 (Blasphemy Against the Holy Spirit)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
1. ებრაელი უხუცესები უარყოფენ ქრისტეს (მათეიესო 11:2 - 12:50)

g) სულიწმინდის გმობა (მათეიესო 12:22-37)


მათეიესო 12:22-24
22 მაშინ მოიყვანეს მასთან ბრმა და მუნჯი ეშმაკეული და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა. 23 მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: "ეს ხომ არ არის დავითის ძეო?” 24 ხოლო ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს, თქვეს: ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს.
(მარკოზი 3:22-27; ლუკა 11:14-23; იოანე 7:42)

ქრისტე თავის ძალაუფლებას თანდათანობით ავლენდა. ამ შემთხვევაში ადამიანის სიყრუე და სიბრმავე არ იყო უბრალო მოვლენა, ეს უწმინდური სულების შებოჭვის გამო ხდებოდა. მაგრამ როგორც კი ის მოიყვანეს ყოვლისშემძლე ქრისტესთან - გაარჯვებულთან, მაშინვე განიკურნა იესოს სიტყვებით, რომელიც სავსე იყო სიყვარულითა და წყალობით. ყველა სულს, ქრისტეს სულის გარდა, ადამიანი დაღუპვამდე მიჰყავს. იგივე ეხება გარეგნულ რელიგიუობასაც. ფარისევლები უკიდურესად რელიგიურები იუყვნენ და ცდილობდნენ უფლი კეთილგანწყობის მოპოვებას შესაწირავებით და რელიგიური კანონებისა და ტრადიციების მკაცრი დაცვით. უკუაგდეს სუსტების მიმართ მოწყალება და სულიერ სიამაყეს მიმართეს, რომელიც თავად ეშმაკისგან მოდის. თუკი ვინმე თვლის თავს სხვაზე მართლად, სინამდვილეში ბრმაა და ვერ აცნობიერებს საკუთარ უსუსურობას. ხოლო ვინც ქრისტესგან სულიერ მხედველობას იღებს, ის დამსხვრეული ინანიებს და სრულიად თავისუფლდება საკუთარი რელიგიური სიამაყისგან.

ფარისევლები ფიქრობდნენ, რომ მეტი ჰქონდათ ვიდრე სხვებს, მეტად იცოდნენ რჯული და მეტი ერთგულებით ასრულებდნენ მას; სინამდვილეში კი ისინი იყვნენ ქრისტეს და მისი სწავლების ყველაზე დიდი მტრები. ისინი საკუთრი რეპუტაციით ამაყობდნენ ხალხში და მეტად ამაყები ხდებოდნენ, საკუთარი ძალაუფლების და საფულეების სისქელის ტყვეობაში იყვნენ. ესმოდათ რა ხალხში საუბრები: „იქნებ მართლაც დავითის ძეა?“ მეტად ბრაზდებოდნენ, ვიდრე მაშინ როდესაც ის სასწაულებს ახდენდა. ეჭვიანობდნენ და ფრთხილობდნენ, რადგანა რ უნდოდათ ხალხს ის პატივით მიეღოთ. შურდათ ქრისტესი , როგორც საულს შურდა დავითის (1 მეფეთა 18:7-8).

უბრალო და მოკრძალებული ხალხი გრძნობდა, რომ იესო - დავითის ძეა, დაპირებული მესია. თუმცა ფარისევლები უკმაყოფილოები იყვნენ ამ ბრმის განკურნებით. წყევლიდნენ რა ქრისტეს, ცდილობდნენ მოეძებნათ ამ სასწაულისთვის ახსნა, რომელიც ქრისტესა და ეშმაკეულს შორის მოხდა. ეგონათ რა თავი მართალი, გაიქვავეს გულები. ფიქრობდნენ, რომ ემსახურებიან ღმერთს, მაგრამ ეწინააღდმეგებოდნენ სულიწმინდას. ცდილობდნენ რა რჯულის შესრულებას, უკუაგდებდნენ სიყვარულსა და მოწყალებას. მათი ყოველი თაყვანისცემა ეშმაკისეული იყო, რადგან თავად ეშმაკი, სიბნელის მეფემე მოევლინა მათ ანგელოზად.

ლოცვა: ზეციერო მამაო, მადლობას გიხდით მთელი გულით იმისთვის, რომ შენი ძე იესო ქრისტე კურნავს ყველა ავადმყოფს, ვინც მასთან მიდის, ყველა ბრმას, მუნჯს და შეპყრობილს. როგორი დიდადია შენი სიყვარულის ძალა! გვაპატიე რომ საკმარისად არ გვაქვს მოწყალება ღარიბებისა და ავადმყოფი ადამიანების მიმართ. დაგვიფარე, რომ ვხარობდეთ მათი სიხარულით და გვტკიოდეს მათთან ერთად. აგვავსე სიყვარულითა და მოთმინებით, რათა გავიზიაროთ მათი საჭიროებები და მივიღოთ შენგან ძალა, რათა მათ დავეხმაროთ. შეიწყალე ისინი, ვინც სულიერადაა ბრმა და ყრუ, ვინც შეპყრობილია, რადგან ცოტაა ვინც მათ ამ საჭიროებებზე ზრუნავს. მოგვეცი ძალა დავეხმაროთ სხვებს!

კითხვა:

  1. რატომ ადამნაშაულებდნენ იუდეველთა მთავრები იესოს იმაში, რომ ის ეშმაკეულებს დევნის ბელზებელის ძალით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on May 09, 2023, at 06:59 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)