Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 115 (Jesus Rebukes the Unbelieving)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
1. ებრაელი უხუცესები უარყოფენ ქრისტეს (მათეიესო 11:2 - 12:50)

b) იესო ამხელს ქალაქებს (მათეიესო 11:20-24)


მათეიესო 11:20-24
20 მაშინ იწყო იმ ქალაქების ყვედრება, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა მისი ძალთაქმედებანი, რადგან არ მოინანიეს. 21 "ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომლებიც თქვენთან მოხდა, დიდი ხნის წინ ჯვალოსა და ნაცარში მოინანიებდნენ. 22 მაგრამ გეუბნებით თქვენ: ტვიროსსა და სიდონს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ. 23 შენ კი, კაპერნაუმო, ცამდე კი არ ამაღლდები, ჯოჯოხეთამდე დაეშვები! ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალთაქმედებანი, შენში რომ მოხდა, დღემდე შემორჩებოდა. 24 მეტსაც გეტყვით: სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ”.
(იოანე 3:6; ესაია 14:13, 15; ლუკა 10:13-15)

საზოგადოების გაყოფა შეიძლება ცუდ და კარგ ადამიანებად. საზოგადოებაში აღიარებულებად და ბუნტის მომწყობებად, ცოდვილებად და მართლებად. ვინც საზოგადოებაში მაღალ თანამდებობაზეა, აქვს სტატუსი ან მოწოდებულია ლიდერად, ის უმეტესად ღარიბებსა და უბრალო ადამიანებზე მაღლა დგას. თუმცა ქრისტეს, რომელსაც ყველა უყვარს, სხვა სტანდარტი აქვს.

ამხელს რა მრავალ ქალაქს, იესო გვასწავლის, რომ ჩვენი სტანდარტები და პრინციპები მართებული არ არის. მაგალითად ტვიროსი და სიდონი კერპთაყვანისმცემლობის ცენტრი იყო. ამ ქალაქის პროფესორები ამაყობდნენ თავიანთი ქვის კერპებით და ლოცულობდნენ მათ წინაშე, რადგან არ იცნობდნენ ცოცხალ ღმერთს. ამ ხალხის კერპთაყვანისმცემლობის მიუხედავად იესომ თქვა, რომ მათი სასჯელი ნაკლები იქნება, ვიდრე იმ ქალაქებში მცხოვრები ხალხის, ვინც ის იხილა და მოუსმინა მას, მაგრამ არ მიიღო და არ ირწმუნა. ქრისტეს უარყოფა - უდიდესი ცოდვაა, ვინაიდან მისი უკუმგდები თავად იქნება უკუგდებული და ის უარყოფს არა მხოლოდ ქრისტეს, არამედ ღვთის სიყვარულს, მადლს, გადარჩენას და პატიებას და საბოლოოდ მიდის თავად ზეციერი მამის უარყოფამდე.

უპირობოდ ყველა ადამიანი ცოდვილია და დაღუპვის ღირსია, მაგრამ ქრისტეს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან და სულიწმიდა უარგის ადამიანს წმენდს. ვაი მას ვინც ღვთის მადლს უარყოფს ქრისტეში, ვინაიდან ჯოჯოხეთი მზად არის ამ ადამიანების ჩასაყლაპად, ვინც ყოვლისშემძლე ძეს უარს ეუბნება. უდიდესი შეურაცხყოფა ქრისტეს კაპერნაუმში მიაყენეს. ეს ქრისტეს ქალაქი იყო, ქალაქი სადაც მან თავისი სასწაულების უმეტესობა მოახდინა, მაგრამ ამ ქალაქის მცხოვრებთა უმეტესობამ არ ირწმუნეს ღვთის ძე, რომელიც მათ შორის იყო. არ ირწმუნეს იმისდამიუხედავად, რომ ხედავდნენ მასში სიყვარულს და ესმოდათ მისი ყოვლისშემძლე სიტყვები. ეს ხალხი არ გლოვობდა საკუთარ ცოდვებს და ქრისტე მიუთითებდა საკუთარ გულქვაობაზე და ყველაზე გახრწნილი ხალხი უწოდა, ვიდრე სოდომელებს, რომლებიც თავიანთი უწმინდურების გამო, ღმერთის რისხვის ცეცხლით იყვნენ განადგურებულნი. საუკუნო მოსამართლემ თავად აუწყა კაპერნაუმის მცხოვრებლებთ მათი სასჯელის შესახებ და მკაფიოდ მიახვედრა, რომ ურწმუნოება ცოდვაა, უფრო მეტიც კი ვიდრე ჰომოსექსუალიზმი.

უდიდესი სწავლება, რომელსაც ქადაგებდნენ იოანე ნათლისმცემელი, ქრისტე და მოციქულები - მონანიების შესახებ სწავლებაა. მთავარი მიზანი მონანიებისა და მასთან დაკავშირებული მოქმედებების, როგორიც არის მხელა და გოდება, მიიყვანა ადამიანები თავიანთი გზების შეცვლამდე, რათა მიეტოვებინათ ცოდვები და ჟინიანათ მიემართათ ღმერთისთვის. ასეთი მოქმედებით ისინი თავს დააღწევდნენ მარადიულ წყევლას.

ქრისტე ამხელდა ქალაქებს თავიანთი მრავალრიცხოვანი ცოდვების გამო, რადგან სურდა მათ მოენანიებინათ. რადგანაც არ ინანიებდნენ, ადანაშაულებდა მათ განკურნების არ მიღების სურვილში.

ვაი ჩვენს ქალაქებსა და ერებს, თუ არ მიიღეს ქრისტე იმისდამიუხედავად, რომ ესმოდათ მასზე რადიოსა და ტელევიზორებში, იგებდნენ მასზე წინასწარმეტყველებებს, წიგნებიდან და მათ შორის მყოფი მორწმუნეებისგან. სასამართლო იმაზე ახლოს არის შენთან, ვიდრე შენ ფიქრობ. ქრისტე, საუკუნო მოსამართლე გაფრთხილებს. იცი თუ არა შენი სულიერი მოვალეობები?

ლოცვა: წმინდაო ღმერთო, თაყვანსგცემთ და ცრემლებით ვინანიებთ ჩვენს ცოდვებს. გთხოვთ პატიებას იმისთვის, რომ ჩვენი რწმენა მცირე და სუსტია. გაგვანთავისუფლე და გაწმინდე ჩვენი განზრახვები, რათა შეგვეძლოს მივიღოთ შენი ძე და მისი ხსნა, ავივსოთ სულიწმიდით და ღიად ვამოწმებდეთ მომავალ სასამართლოზე, რათა ყველამ მოინანიოს.

კითხვა:

  1. რატომ თვლის ქრისტე ურწმუნოებას უფრო საშინელ ცოდვად, ვიდრე სოდომის და გომორის ცოდვას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 21, 2022, at 02:36 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)