Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 116 (Unity of the Holy Trinity)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
1. ებრაელი უხუცესები უარყოფენ ქრისტეს (მათეიესო 11:2 - 12:50)

c) წმინდა სამების ერთიანობის გამოცხადება (მათეიესო 11:25-27)


მათეიესო 11:25-27
25 მაშინ მიმართა იესომ და თქვა: "გაქებ შენ, მამაო, ცისა და ქვეყნის უფალო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს. 26 დიახ, მამაო! რადგან ასეთი იყო შენი ნება-სურვილი. 27 ყოველივე ჩემი მამისგან გადმომეცა და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა, და იმისა, ვისაც ძე ინებებს, რომ განუცხადოს.
(ესაია 29:14; ლუკა 10:21-22; იოანე 17:25; 1 კორინთელთა 1:18-29; ფილიპელთა 2:9)

ეს მუხლები გვეხმარება იმის დანახვაში თუ როგორ უნიკალურად ლოცულობდა ქრისტე, თავისი ზეციერი მამის წინაშე. მის ლოცვებში ჩვენ ვხედავთ იესოს გულის სიღრმეებს და მის ურთიერთობას მამასთან. მსჯელობების გზით ჩვენ ვაღწევთ ღვთის ძის ცხოვრების წმინდათა წმინდაიში სადაც ის თავის თავს მამას უძღვნიდა და სადაც შეგვიძლია მოვისმინოთ მისი საუბარი მამასთან.

იმისდამიუხედავად, რომ თავისი ხალხი მას შეურაცხყოფას აყენებდა და უკუაგდებდა, იესო აქებს და ადიდებს თავის ზეციერ მამას და ემადლიერება. ის არ ტირის იმის გამო, რომ ცუდათ ექცევიან და უარყოფენ, არამედ ყველგანმყოფის აბსოლუტური ხედვის სწამს, ემორჩილება მის ხელმძღანელობას და ადიდებს მის წმინდა სახელს.

სახელი რომლითაც ქრისტე იხსენიებს ღმერთს - ,,მამაა“, ვიანდაინ ქრისტე მისი სულისგან შობილია. ის დასაწყისიდანვე მასთან იყო, სრულ თანხმობაში და გამუდმებით მის სიყვარულში. ჩვენი ღმერთი ერთია და არსებობს, როგორც მამა და მისი სულიერი ძე.

ქრისტე თავის მამას უფალს უწოდებდა, ასრულებდა რა დავითის წინასწარმეტყველებებს: ,,უთხრა უფალმა ჩემს უფალს: ჩემს მარჯვნივ იჯექი, სანამ დავამხობდე მტრებს, შენს ფერხთით“ (ფსალმუნი 109:1). იესომ იცის, რომ მისი მამა - ყოვლისშემძლეა. იესოსთვის გახსნილია ის, რაც სხვებისთვის დაკეტილია - ღმერთმა დაფარა ამ ქვეყნის განათლებული ხალხისთვის, რომ ის მამაა, იესო კი - ძე. სკოლები, უნივერსიტეტები, ფილოსოფოსები და რელიგიური მოღვაწეები, თავიანთი ლოგიკური აზროვნებით ვერ ხვდებიან წმინდა სამების ერთობას და არ შეუძლიათ ამის შესახებ ასწავლონ სხვებს, ისევე როგორც არ შეუძლიათ მიიღონ გადარჩენა და გახდნენ სულიწმიდის ტაძარი. და ამ ყველაფრის მიუხედავად იესოს მაინც თავისთან უნდოდა წაეყვანა ყველა ადამიანი ზეცაში.

მადლიერება - არის ბნელ და მგლოვიარე აზრების ყველაზე სწორი რეაქცია; ის შეიძლება საუკეთესო საშუალება აღმოჩნდეს მათ მოსაშორებლად, რათა არ შეგვიპყრონ. უკეთესი სტიმული ფეხქვეშ გათელილი სულისთვის არაფერია, ვიდრე ქების სიმღერები. ისინი გვეხმარებიან განვიკურნოთ ბოროტი აზრებისაგან. როდესაც ვერ ვხედავთ გასასვლელს და სულით ვეცემით და გვიპყრობს შიში, ამის საწინააღმდეგოდ ერთადერთი საშუალებაა: ,,მადლობას გიხდი შენ მამაო“. მოდით ვაკურთხოთ ღმერთი, ვინაიდან მის კონტროლქვეშ არის ყველაფერი.

იესო თავის ლოცვაში ასეთი საკუთარი თავის უარყოფის შემდეგ, აღიარებს თავის მონაწილეობას ღმერთის ძალაში. ვინაიდან ძე დაემორჩილა მამას და მოიპოვა კეთილი ნება, მამამ მისცა მთელი ძალაუფლება ზეცასა და მიწაზე. ეს არის საიდუმლო მამა ღმერთის შეცნობის. მამას იცნობს მხოლოდ ის, ვინც ცხოვრობს მასთან ერთად და მასში და მიყვება მას, მის გადარჩენის გეგმაში. ზეციერი მამა - ერთია, მაგრამ ქრისტე მისი სიყვარულის ხორცშესხმაა, მოვლენილი დედამიწაზე, მისი პიროვნების ხატებად. მხოლოდ ქრისტე იცნობს ღმერთს. ვერცერთმა წინასწარმეტყველმა ვერ შეიცნო შემომქმედი მისი მთელი არსით, ეს მხოლოდ მისმა ძემ შეძლო. რადგანაც ძეს აქვს თავის არსში მამის ბუნება და მისი წმინდა სულის სისავსეს ატარებს. ვერავინ შეძლებდა სცოდნოდა ღმერთი ისეთი, როგორიც ის არის, გარდა იესოსი, ვინაიდან იესო თავად არის მამის ხატება.

ცოდნა მამისა და ძის შესახებ ხელით შეუხებელია და ადამიანის გონებით მიუწვდომელია. მხოლოდ სულიწმინდა უხსნის ადამიანს ამ საიდუმლოს. ადამიანი ბუნებით ვერ ენდობა მხოლოდ თავის გონებას, ის საჭიროებს გამოცხადებას, რომელიც მას მადლით ეძლევა და შენს ჩემო ძვირფასო ძმაო, ვერ შეძლებ საკუთარი ძალებითა და ლოცვებით შეიცნო ღმერთი. ღმერთი თავად მოდის შენთან, გეძახის და მხარს გიჭერს. გამოეხმაურე იესოს მოწოდებას და შენ სულიერად დაიწყებ ყურებას.

სამუდამო კეთილი უწყების დიდებული საიდუმლოებები დაფარული იყო მრავალი ,,ბრძენი და ღირსეულისგან“, რომლებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს მეცნიერებასა და პოლიტიკაში. ბევრი მეცნიერი და პოლიტიკოსი ბევრად შორს არის სახარების საიდუმლოებებისგან, ვიდრე უბრალო ადამიანი. ,,ქვეყნიერებამ თავისი სიბრძნით ვერ შეიცნო ღმერთი“ (1 კორინთელთა 1:21). პირიქით უფრო ეწინააღმდეგებიან სახარებას იმიტომ, რომ ცრუ სწავლებების ერთგულნი არიან (1 ტიმოთე 6:20). ის ვინც ყველაზე ბრძენია მიწიურში და ხილულში, ხშირ შემთხვევაში ყველაზე უმწეოა სულიერ საკითხებში.

თავად ღმერთმა ჩაიფიქრა განესხვავებინა ერთმანეთისგან, გონიერები და უგუნურები. თავად ღმერთმა მისცა ბრძენებს და გონიერებს შესაძლებლობა ყოფილიყვნენ ასეთები, მაგრამ ისინი გაამაყდნენ და არ შეიწუხეს თავი ეფიქრათ, საიდან მიიღეს ეს უნარები. ამიტომაც ღმერთი მათ სამართლიანად არ აძლევს მონანიებას და გამოცხადებას, თუმცა მათ ესმით კეთილი უწყება, მაგრამ ეს მათთვის უცნაურად ჟღერს. ღმერთი არ არის დამნაშავე მათ შეცდომებში, ის წარუდგენ თავის თავს მათ, მაგრამ ისინი თავიანთ ცოდვებში ტანჯვას არჩევენ. უფალი მართალია! მათ, რომ განედიდებინათ ღმერთი თავიანთი სიბრძნით და გონიერებით, რაც მიეცათ, მისცემდა კეთილი უწყების ჩაწვდომის ნებას, თუმცა რამდენადაც ემსახურებოდნენ თავიანთ სურვილებს, ღმერთმა დაფარა მათგან ჭეშმარიტების შემეცნება.

ჩვენ ვკითხულობთ, ომ ქრისტე ღმერთის მამობის საიდუმლოს უხსნის ყველას, ვისაც ეს სურს, სინამდვილეში მას უნდა, რომ ყველა გადარჩეს, თუმცა თავად ადამიანებს არ სურთ მიიღონ მამა, ძე და სულიწმიდა ისევე, როგორც არ სურთ ღმერთის წყალობით გამართლება. ქრისტეს არ შეუძლია მისცეს ადამიანებს ის, რაც მათ გაუმზადა თუ ისინი არ გახსნიან თავიანთ გულებს მისთვის.

ლოცვა: წმინდაო ღმერთო, გაქებთ რადგან ქრისტეს დედამიწაზე მსახურების დროს, შენ გამოგვეცხადე როგორც უბრალო სულის ადამიანი და არ გიფიქრია, რომ არ გვჭირდებოდა მონანიება. მადლობას გიხდით, რომ მოგვიწოდე, აგვიხილე თვალები და გულები და მოგვეცი მამის, ძის და სულიწმიდის შემეცნება - ერთი ღმერთის. გთხოვთ გახსენი მრავალი ადამიანის გულები მათ სახლებში და სასწავლო დაწესებულებებში, რათა არ დარჩნენ ბრმები და გულქვები.

კითხვა:

  1. როგორ იცის ქრისტემ ღმერთის არსი, ისევე როგორც ღმერთმა იცის ქრისტესი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 21, 2022, at 02:49 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)