Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 114 (Answer to the Baptist’s Disciples)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
1. ებრაელი უხუცესები უარყოფენ ქრისტეს (მათეიესო 11:2 - 12:50)

a) იესოს პასუხი იოანე ნათლისმცემლის წარგზავნილებს (მათეიესო 11:2-29)


მათეიესო 11:16-19
16 მაგრამ ვის მივამსგავსო ეს თაობა? ბავშვებს ჰგვანან, რომლებიც მოედანზე სხედან, სხვებს გასძახიან 17 და ეუბნებიან: სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, გიგოდებდით და არ გლოვობდით. 18 ვინაიდან მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო. 19 მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო! და მართლდება სიბრძნე თავისი საქმეებით”
(იოანე 2:2; 5:35; 1 კორინთელთა 1:24-30)

ხალხი მიყვებოდა იესოს არა რწმენით, არამედ ცნობისმოყვარეობის გამო, რათა ენახათ სასწაულები. უდაბნოში გაქცევა და იოანეს შეთვალიერება მოასწრეს, ამ უცნაური კაცის, რომელიც მოუწოდებდა მათ მონანიებისა და მონათვლისკენ, თუმცა ბევრმა მათგანმა არ მიატოვა თავისი მიხვეულ-მოხვეული გზები და განაგრძეს ბოროტების კეთება. ისინი დასცინოდნენ და აკრიტიკებდნენ იოანეს იმის გამო, რომ განდეგილი იყო და მოუწოდებდა სხვებსაც საკუთარი თავის უარყოფისკენ. შემდგომ იგივე ხალხი დასცინოდა ქრისტეს იმის გამო, რომ ჭამდა და სვამდა, როგორც ყველა და ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ცოდვილებთან, რათა მათ მოენანიებინათ და გადარჩენა მიეღოთ. მრავალი მოელოდა იოანესგან სიხარულს, ქრისტესგან კი გლოვას. მათ ვერაფრით ვერ გააცნობიერეს მათი მოწოდების საიდუმლო, საკუთარი ბავშვური და სულელური საქციელების გამო.

ქრისტემ ფარისევლებს ,,ბავშვები“ უწოდა, რადგან ისინი ნამდვილ ცხოვრებას ვერ მიხვდნენ. ისინი მხიარულად თამაშობდნენ და მოწყენილად გლოვობდნენ, მაგრამ არ იცოდნენ სიკვდილის მიზეზი, ცოდვის ბორკილები და ქსელები, რომელშიც ისინი ეშმაკმა გაახვია. ისინი არ ილტვოდნენ ქრისტესა და მისი გადარჩენისკენ, თვლიდნენ რა საკუთარ თავებს ღვთისმოსავებად და მართლებად, თუმცა ქრისტეს მორწმუნეები მსოფლიო საიდუმლოს ჩაწვდნენ. ისინი ხვდებიან, რომ ღმერთი სიცოცხლის წყაროა, მათი მამაა რომელიც პატიობს მათ და აძლევს, თავის ძეში, იესო ქრისტეში საუკუნო სიცოცხლეს. ისინი ღმერთის სულის ძალას ხაპავენ სახარებიდან და საუკუნო სიცოცხლით ცხოვრობენ დედამიწაზე.

ბევრი ადამიანი სულელი და გულუბრყვილო, როგორც ბავშვი. საკუთარი თავი გააზრების მხრივ, რომ წარმოეჩინათ დიდებად, ეს კიდევ იქნებოდა რაღაც იმედი. ის ქუჩა, ის ბაზრის მოედანი, რომლებზეც ისინი ისხდნენ და იდგნენ, უმეტესი მადგანისთვის - უბრალო ადგილია, სადაც დროს კლავენ, სხვებისთვის კი სავაჭრო ადგილი, სხვებისთვის კი ეს ადგილი ხმაურით არის სავსე. და თუ კი სვამ კითხვას, რატომ იღებენ ისინი ღმერთისგან, ასეთ მცირე წყალობას გაიგებ, რომ მათი მიზეზი ან ნამეტანი სიზარმაცეა, ან მათი თავები, ხელები და გული სავსეა წუთისოფლის საზრუნავით, რომელიც ახშობს ,,სიტყვას“ და საბოლოოდ ღუპავს მათ სულებს. და ასეთია ეს ხალხი და მათი ადგილიც ბაზარშია. იმ ნივთებზე ივანებს მათი სული და იმ ნივთებით ცხოვრობენ.

ილტვი თუ არა ქრისტესკენ, ქვეყნიერების მხსნელისკენ? გიხარია თუ არა მისი სახელი გაგონება? თუ ჯერ ისევ მიყვები ეშმაკს, რომელიც შიშისგან კანკალებს, იესოს სახელის გაგონებაზე?

შეშფოთებული ხარ თუ არა გაზეთის პირველ ფურცლებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო? ტელევიზორის ეკრანებს ხარ თუ არა მიჯაჭვული? თუ გიყვარს ღმერთი და ცდილობ მიეწებო მას და წყურვილით ელოდები მის მეორედ მოსვლას. გჭამენ თუ არა ამ ქვეყნის ცდუნებანი, რადგანაც დაკავებული ხარ წუთისოფლის საზრუნავით და შენს ძვირფას დროს ხარჯავ ფულზე ზრუნვაში. თუ ემორჩილები მეფეთ-მეფის ნებას, იცი რა რომ მოგიწევს პასუხისგება ყველა დახარჯულ თეთრზე და ნაცხოვრებ წამზე. ქრისტე გეძახის თავის სამეფოში, რათა აღივსო თავისი სულით და შეძლო შეასრულო მისი ნება, რომელიც ბევრ ნაყოფს მოიტანს.

ამ იგავში ასევე ხაზ გასმულია იოანეს და ქრისტეს მსახურების ხასიათებს შორის სხვაობა, თუმცა უდავოა, რომ ორივე სინათლე იყო თავის თაობაში.

იოანეც გლოვაში მოვიდა, არ ჭამდა და არ სვამდა, მარტო ცხოვრობდა უდაბნოში და მისი საჭმელი იყო კალია და გარეული თაფლი. ამ მოკრძალებული ცხოვრებით ბევრ რამეს ამბობდა, რადგან ასეთი ცხოვრება შეესაბამებოდა იმას, რასაც ის ასწავლიდა. უმეტესად მქადაგებელი, რომელიც ცხოვრობს ქადაგების მსგავსად, ხალხისგან იმსახურებს პატივისცემას, თუმცა ზოგჯერ ასეთ მქადაგებლებსაც არ მოაქვთ სასარგებლო ნაყოფები.

,,მოვიდა კაცვის ძე, ჭამს და სვამს“ - ამბობდა ქრისტე საკუთარ თავზე. ის სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს ესაუბრებოდა და არცერთ სტანდარტში არ ჯდებოდა. მასთან ადვილად მიდიოდა ხალხი, რადგან ურთიერთობა ამრტივი იყო. არ ერიდებოდა არცერთ თავყრილობას და ნადიმებზეც კი დადიოდა. მათ ვისაც არ მოსწონდა იოანეს მოღუშული სახე, უნდათ მოსწონებოდათ ქრისტეს მომღიმარე სახე. იქნებ მოციქულმა პავლემ სწორედ ამაში ისწავლა ,,ყველაფერი გავხდი ყველასთვის...“ (1 კორინთელთა 9:22). უფალი იესო თავისი თავისუფლების გამო არ ასამართლებდა იოანეს და არც იოანეს გაუსამართლებია იესო, იმისდამიუხედავად, რომ მათი მსახურების ხასიათი აბსოლუტურად საპირისპირო იყო.

ლოცვა: ზეციერო მამაო, მადლობას გიხდით, რათა მოგვეცი სულიერი აღორძინება, რომ შევიცნოთ შენი სიყვარული. შენს ძეში გაგვაერთიანე, რათა სულიწმიდით ვემსახუროთ დაღუპულებს. გვაპატიე თუ მივატოვეთ ჩვენი ზეციური მოწოდება და ყოველდღიურ საზრუნავს მივეცით. მიმართე ჩვენი მზერა შენი ძისკენ, რათა არ ვიქცეოდეთ, როგორც ბავშვები, არამედ ვამზადებდეთ გზას მომავალი უფლისთვის.

კითხვა:

  1. რატომ ადარებდა იესო თავის დროში მცხოვრებ ხალხს, ბავშვებს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on May 03, 2023, at 07:48 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)