Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 113 (Answer to the Baptist’s Disciples)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
1. ებრაელი უხუცესები უარყოფენ ქრისტეს (მათეიესო 11:2 - 12:50)

a) იესოს პასუხი იოანე ნათლისმცემლის წარგზავნილებს (მათეიესო 11:2-29)


მათეიესო 11:7-15
7 ისინი რომ წავიდნენ, იესომ იოანეზე დაუწყო ხალხს ლაპარაკი: "რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისგან შერხეული ლერწმისა? 8 აბა, რისთვის გახვედით, ფაფუკი ტანსაცმლით შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკი ტანსაცმლით შემოსილნი მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან. 9 მაშ, რიღასთვის გამოხვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? დიახ, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც. 10 ვინაიდან ეს არის ის, ვისზედაც დაწერილია: აჰა, მე ვგზავნი შენი სახის წინაშე ჩემს მაუწყებელს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე. 11 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი; მაგრამ ცათა სამეფოში უმცირესი მასზე დიდია. 12 იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სამეფო ძალისხმევით აიღება, და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას. 13 რადგან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. 14 თუ მიღება გსურთ, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს. 15 ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!
(ლუკა 1:76; 7:24-35; მალაქია 4:5)

აქ ჩვენი უფალი იესო ქრისტე ამაღლებს და ადიდებს იოანე ნათლისმცემელს, უძღვნის პატივს არა მხოლოდ მას, არამედ მის გაკეთებულ საქმეებს. ქრისტეს რომელიმე მოწაფეს, იოანეს კითხვა რომ მოესმინა, მივიდოდა დასკვნამდე, რომ ის სუსტია და შეეჭვდა და წინასწარმეტყველის წოდება არ ეკუთვნის. იესო აქ იწყებს საკუთარი ჭეშმარიტი თვისებების გახსნას, რათა სხვამ აღარავინ იფიქროს ასე.

ქრისტემ სრული ნდობა გამოუცხადა იოანე ნათლისმცემელს. იოანემ მას ერთგულად მოუმზადა გზა წინასწარმეტყველებასთან თანხმობაში, თავისი ცხოვრებაც ღმერთს მიუძღვნა და სარგებელი თავისთვის არ უნახავს. ქრისტემ მთელი ხალხის წინაშე დაამოწმა თავისი ნდობა იოანეს მიმართ. მან თქვა, რომ არავინ იყო დედაკაცთა ნაშობთა შორის იოანეზე დიდებული! არც ნაპოლეონი, არც არისტოტელე, არც პლატონი, არც ბუდა და მათ შორის არცერთი წინასწარმეტყველი - არავინ მათ შორის არ იყო ისეთი დიდებული, როგორც იოანე ნათლისმცემელი.

რატომ გახდა იოანე ნათლისმცემელი ადამიანთაგან უდიდესი? იმიტომ რომ ღმერთმა გაუხსნა მას, ქრისტეს ღმერთის კრავობა, რომელიც მონანიებულ ადამიანებს სულიწმიდას აძლევს. იოანე ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების ანაბეჭდი იყო. ამასთანავე ის მსახურობდა, ემორჩილებოდა და უძღვნიდა თავს ქრისტეს პირობების გარეშე. იოანე თვლიდა, რომ იესოს ფეხზე თასმების შეხსნის უფლებაც არ ჰქონდა. მას დიდძალი ხალხი მიჰყავდა იესოსთან, როგორც ქრისტესთან. იოანე სულიწმიდა იხილა მტრედის სახით, რომელიც იესოს მხარზე დააჯდა და თავისი ყურებით მოისმინა ღმერთის ხმა, რომელიც ამბობდა: ,,ის არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“. ამგვარად იოანე პირველი მოწმე და მოწამე იყო ერთიანი წმინდა სამების გამო, უფრო მეტად ვიდრე მოსე და სხვა ყველა წინასწარმეტყველი.

იესომ თქვა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც იოანეზე უკეთესებიც არიან და მაღლაც დგანან. ეს ღვთის სამეფოს წევრები არიან სულიწმიდისგან შობილნი. ღმერთი მათი მამაა, ისინი - შვილები. ეს ისინი არიან, ვინც ქრისტემ თავისი მადლით გაამართლა და ამოირჩია საკუთარი განზრახვებით, ზოგიერთს მსახურებაც დაავალა და ხალხის ღმერთთან შერიგების აუცილებლობაც. ასეთი ადამიანთაგან ყველაზე მცირე, ყველაზე დიდია, ვიდრე ძველ აღთქმაში ნახსენები ყველაზე დიდებული ადამიანი.

თუმცა ყველამ ვინც სიტყვა მოისმინა მოხმობილ იქნება, რათა პასუხი აგოს თავისი განზრახვებისთვის და იმისთვის, თუ რას აკეთებდა. ვფიქრობთ, რომ როდესაც ქადაგება დამთავრებულია - საქმეც გაკეთებულია, სინამდვილეში კი ქადაგება - დასაწყისია. სწორედაც, რომ მის დამთავრებისთანავე ვდგავართ კითხვის წინაშე: ,,რა მივიღე ამ ღვთის მსახურებისგან? რამ მომიყვანა აქამდე? მოვედი წესის გამო თუ წრის გამო? თუ სურვილი მქონდა განმედიდებინა ღმერთი და მიმეღო კურთხევა? რა მივიღე ქადაგებისგან? რა ცოდნა, რა მადლი, როგორი ნუგეში? რის სანახავად მივედი?“

გახდი თუ არა ღმერთის შვილი? იქნებ უნდა გაიმეორო შენს გულში ეს სიტყვები: ,,მე არაფრად ღირებული მონა ვარ. ჩემი პიროვნება დალაქულია ცოდვებით, მაგრამ ქრისტეს სისხლმა გამწმინდა და ჰქონდეს ამის გამო მთელი დიდება ღმერთს და მის სულს, რომელმაც გამასუფთავა და რომელიც აანთებს ჩემს გულში მისი სიყვარულის მსხვერპლს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი ჩემი ზეციერი მამა, მე მასთან ყოველდღე ვლაპარაკობ და ასევე ვუსმენ მის მოწყალე სიტყვებს. მე ეკლესიის აქტიური წევრი გავხდი და ვიქნები მის დაცვის და დიდების ქვეშ. სიკვდილი ჩემთვის - გახსნილი ჭიშკარია, რომელსაც საუკუნო სიცოცხლეში მივყავარ ჩემს მამასთან“.

თუ აღიარებ ამ რწმენას, მაშინ სულიწმიდის დამაჯერებლობით შეხვალ ცათა-სამეფოში და მიიღებ მადლისა და წინასწარმეტყველების უფლებას, რადგან ყოველი ქრისტეს მორწმუნე გადარჩება თავისი საზიზღარი ცოდვების მიუხედავად, როგორც იესომ უთხრა: ,,შენმა რწმენამ გიხსნა“.

ქრისტეს დაპირება სავსეა მზრუნველობით ყველას მიმართ და ყველა ვისაც ყურები სასმენად აქვს უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ მოისმინოს ამ მზრუნველობის სიტყვები. აქ იგულისხმება, რომ ღმერთი არაფერს გვთხოვს, უბრალოდ გვეუბნება რომ ერთგულად გამოვიყენოთ და განვავითაროთ ის ნიჭები, რომლებიც მან მოგვცა. ის ითხოვს, რომ ვისაც ყური აქვს სასმენად ისმენდნენ, ხოლო ვისაც გონება აქვს ჩაწვდეს. ხალხი უხამსი ძალაუფლების გამო კი არ არის, არამედ იმიტომ, რომ თავიანთ ნებაზე ცხოვრება სურთ, ხალხს არ ესმით, რადგან ყურებს ძალით იცობენ.

ლოცვა: მოსიყვარულე მამაო, შენ ჩვენი ჭეშმარიტი მამა ხარ და ჩვენი ყოვლისშემძლე ქრისტე უფალი. ჩვენ თაყვანსგცემთ და ვხარობთ, რომ გადაგვარჩინე ქრისტეს სისხლით, თუმც მონები ვართ და არაფრად ვღირვართ. შენ გაგვანთავისუფლე ცოდვის ძალაუფლებისგან და სიკვდილის შიშისგან და გადაგვიყვანე საუკუნო სიცოცხლეში. მოგვეცი ძალაუფლება ვატაროთ შენი სიყვარულის მსახურება და მოუწოდოთ ყველა ცოდვილს ღმერთთან შესარიგებლად, რათა გირწმუნონ და მიიღონ სრული გადარჩენა.

კითხვა:

  1. რატომ ითვლება ღმერთის სამეფოში ყველაზე მცირე, იოანე ნათლისმცემელზე მეტად, რომელიც ძველი აღთქმის ბოლო უდიდესი წინასწარმეტყველია?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on May 04, 2023, at 11:43 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)