Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 112 (Answer to the Baptist’s Disciples)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
1. ებრაელი უხუცესები უარყოფენ ქრისტეს (მათეიესო 11:2 - 12:50)

a) იესოს პასუხი იოანე ნათლისმცემლის წარგზავნილებს (მათეიესო 11:2-29)


მათეიესო 11:2-6
2 იოანემ კი, ესმა რა საპყრობილეში ქრისტეს საქმენი, თავისი ორი მოწაფეთაგანი გაუგზავნა, 3 რათა ეკითხათ მისთვის: შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთო? 4 მიუგო მათ იესომ და უთხრა: "წადით და აუწყეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: 5 ბრმები კვლავ ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ. 6 ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში!”
(მალაქია 3:1; ესაია 35:5-6, 31:1; ლუკა 7:18-23)

იმის შემდეგ რაც იესომ წარგზავნა მოწაფეები ქალაქსა და სოფლებში საქადაგებლად, თავადაც გაჰყვა მათ, მათი საქმეების გასამყარებლად. ამთავრებდა რა მათ მსახურებას და ცათა-სამეფოს სახარებას ამყარებდა მათში ვინც უსმენდა. ამგვარად ის ყველგან ცნობადი იყო და მალე ხალხმა დაიწყო მითქმა-მოთქმა: ,,ეს დაპირებული წინასწარმეტყველი არ არის, ღმერთის მიერ წარმოგზავნილი? რადგანაც ისეთი სასწაულები ჩაიდინა, რაც მხოლოდ მესიას შეუძლია, როცა მოვა. არავის შეუძლია მკვდრების აღდგენა, ის კი აღადგენს“.

მსახურებები გრძელდებოდა და იმის მიუხედავად, რომ იოანე ნათლისმცემელი ციხეში იყო, ეს მას არ აწუხებდა, პირიქით ეს მის ნუგეშისცემას უწყებდა ხელს. ღმერთი ადამიანებისთვის იმაზე მეტი ნუგეში არაა, ვიდრე იგებდე ქრისტეს საქმეებზე, განსაკუთრებით თუ ისინი თავად განიცდიან ამ ყველაფერს სულში. საპყრობილე იქცევა ხოლმე სასახლედ. სხვადასხვა გზებით იესო ჭეშმარიტებას უხსნის თავისი სიყვარულით მას, ვინც იტანჯება. იოანე ვერ ხედავდა რას აკეთებდა ქრისტე, მაგრამ როცა ესმოდა მისი საქმეების შესახებ, სიხარული განიცადა. ნეტარია ის, ვისაც არ უნახავს, არამედ მოისმინა და ირწმუნა.

იყო რა საპყრობილეში, იოანემ იცოდა ქრისტეს შესახებ. ის ელოდებოდა, რომ ქრისტე მოვიდოდა და გაანთავისუფლებდა მას სასწაულებრივად, რადგან ეს გზა მონანიებისკენ ქრისტეს მიმდევრებს, ნათლისმცემელმა უჩვენა. ის იესოს ყველაზე ახლო მეგობარი იყო, რომელიც უსამართლოდ იჯდა ციხეში და სიმართლის გამო იტანჯებოდა. იოანე იმედოვნებდა, რომ უსამართლო ხელისუფლება განადგურებული იქნებოდა ზეციერი სამეფოს გამარჯვების წყალობით, თუმცა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ იესო მაინც არ მივიდა და იოანე ციხეში რჩებოდა, მარტოობასა და იმედგაცრუებაში.

შეეჭვდა რა ქრისტეს ღვთაებრიობაში და მის ძალაში, იოანემ გააგზავნა 2 მოწაფე, რათა მისთვის ეკითხათ: ,,შენ ხარ დაპირებული მესია, თუ არა?“. ქრისტე არ პასუხობს პირდაპირ, მაგრამ ახსენებს სიტყვებს ესაიას 35:5-6. უხსნის რა, რომ დაპირებული ძე მოვიდა და რომ გადაარჩენს მრავალ დასნეულებულს, ცოდვილს და მკვდარს. იესოს ეს უნიკალური საქმეები თავად არის უდაო ჭეშმარიტება, რომ ის დაპირებული მესიაა.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ იოანემ ეს კითხვა დასვა, რათა თავისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი გამოეცადა. მართალია, რომ იოანე ქრისტეზე ღირსეულად ამოწმებდა. ის აღიარებდა დიდებულ ჭეშმარიტებებს, რომ ქრისტე არის ,,ღვთის ძე“ (იოანე 1:31), ,,ღმერთის კრავი“ (იოანე 1:29); ,,ვინც სულიწმიდით მონათლავს“ (იოანე 1:33) და ,,ის ვინც ღმერთმა წარმოგზავნა“ (იოანე 3:34). მაგრამ იოანეს კიდევ უფრო ღრმად უნდოდა დაეჯერებინა, რომ ქრისტე დიდი ხნის წინ დაპირებული მესიაა, რომელსაც ხალხი ელოდა.

იოანე ვარაუდობდა, რომ მესია იქნებოდა რელიგიური და პოლიტიკური ლიდერი და მეფე, რომელიც თავისი ძალაუფლებით გაანადგურებს სამყაროში არსებულ მთელ უსამართლობას და გაათავისუფლებს მორწმუნე, ღვთისნიერ ხალხს. თუმცა ქრისტემ არ აიღო ნაჯახი და არ დაუწყია ხეების მოჭრა, პირიქით ყველა სიკვდილის პირას მყოფი გადაარჩინა, განკურნა ავადმყოფები და ეჭვში მყოფ გულებში, იმედი მოჰქონდა. ის მოვიდა, რათა სხვების ცოდვები აეღო, როგორც მორჩილ ღვთის კრავს.

იოანეს ეჭვი შეიძლება იმ გარემოსაც გამოეწვია, რომელშიც ის იყო. ის დაკავებული იყო და შესაძლოა ჰქონდა ცდუნება იმისა, რომ ეფიქრა ნამდვილად არის თუ არა იესო მესია და თუ იყო, როგორ დაუშვა რომ მისი მეგობარი იოანე ასეთ მდგომარეობაში მოხვდა და რატომ არის ის ამდენი ხანი ბორკილებში და იესოს არცერთხელ არ მიუკითხავს მისთვის, არც არავინ გაუგზავნია, რათა შეეტყო მის შესახებ. რატომ არაფერი გააკეთა, რომ შეემსუბუქებინა იოანეს ტანჯვები და გაენთავისუფლებინა ის? ცხადია იყო რაღაც განსაკუთრებული მიზეზები, რატომაც ის საპყრობილეში არ მიდიოდა. შეიძლება მათ შორის მოლაპარაკებაც იყო, თუმცა იოანეს შეიძლება მიეღო ეს როგორც არაფრად ჩაგდება და ამას შეეძლო მისი ქრისტეში რწმენის შერყევა.

სხვები ფოქრობენ, რომ იოანემ თავისი მოწაფეები ამ კითხვით ქრისტესთან მათ გამო წარგზავნა. მოდით ვნახოთ, როდესაც იოანე საპყრობილეში იყო, მისი მოწაფეები მასთან ერთად იყვნენ, მზად იყვნენ ემსახურათ მისთვის და შეესრულებინათ მისი მითითებები. მათ უყვარდათ იოანე და არ დატოვებდნენ მას. იოანე კი თავად აძლევდა თავის მოწაფეებს მიმართულებას ქრისტესკენ და ეს ჰგავს იმას, როდესაც მასწავლებელმა თავიდანვე იცის, რომ მისი პატარა მოსწავლე ერთ დროს სასწავლებელში ჩააბარებს. შესაძლოა იოანე გრძნობდა მოახლოებულ სიკვდილს და მოწაფეები ქრისტეს ახლოს გაცნობოდნენ და მას სურდა, რომ ისინი ქრისტეს მართველობაში დაეტოვებინა.

იოანეს მოუწია ქრისტეს თავისებური გაგების არსის შეცვლა, რათა გაეცნობიერებინა, რომ ქრისტე სიყვარულია და გაეგო, რომ ღვთის კრავი უნდა მოსულიყო და მომკვდარიყო მათი ცოდვების გამოსასყიდად. ეს ახალი გაგება იოანესთვის რთული გაკვეთილი აღმოჩნდა, ის არ ეთანხმებოდა ძველ აღთქმას და ასე არ ასწავლიდნენ იუდევლები. ღმერთის სიყვარული ქრისტეში გამომჟღავნდა მადლიერებით, თავმდაბლობითა და თვინიერებით, ყოველგვარი ძალდატანებისა და დიქტატორობის გარეშე.

ლოცვა: ჩვენო წმინდაო ღმერთო, ჩვენ თაყვანსგცემთ და გთხოვთ გადმოღვარო შენი სიყვარული ჩვენს გულებში, რათა დავდიოდეთ სიხარულში, თვინიერებაში, მოთმინებაში და რომ ეს ჩვენი მოთმინება იყოს დიდებული. დაგვეხმარე გავარჩიოთ ქრისტეს არსებობა ადამიან იესოში და სიკვდილამდე გავყვეთ მას, რათა ავივსოთ მისი სიკეთეებით და გავხდეთ წმინდები.

კითხვა:

  1. რატომ არ გაანთავისუფლა იესომ იოანე ნათლისმცემელი საპყრობილედან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 21, 2022, at 02:31 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)