Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 111 (Aim of Preaching)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
C - თორმეტი მოწაფის გაგზავნა სახარების საქადაგებლად (მათეიესო 9:35 - 11:1)
3. ცათა სამეფოს გავრცელების გზები (მათეიესო 10:5 - 11:1) -- იესოს მიმართვის მეორე კრებული

e) სახარების ქადაგების უდიდესი მიზანი (მათეიესო 10:40 - 11:1)


მათეიესო 11:1
1 როცა დაამთავრა იესომ თავისი თორმეტი მოწაფის დარიგება, წავიდა იქიდან მათ ქალაქებში დასამოძღვრად და საქადაგებლად.
(ლუკა 7:18-23)

მახარობელმა მათემ აღწერა მოციქულებისა და ქრისტეს მსახურებისთვის მისი დიდება, რათა აუწყებდნენ ყველას ცათა-სამეფოს დადგომას. ის არ აღძრავდა, მათ ეძებათ მაღალი ანაზღაურება, არამედ მიმართულებას აძლევდა, რომ დაეწყოთ საშინაო ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფები. მან მისცა ძალაუფლება ისე მოქცეულიყვნენ, როგორც ასწავლისნენ სხვებს. ამავდროულად იცავდა ცნიერი და სასტიკი ხალხისგან. იესო ანუგეშებდა დევნების დროს და როდესაც უწევდათ ოჯახის წევრების მიტოვება, აჯერებდა რომ იზრუნებდა მათზე, თავისი ძალის თანდასწრებით და ეუბნებოდა, რომ არ მიატოვებდა, რადგან მათ ტავზე თმებიც დათვლილი ჰქონდა და მისი ნების გარეშე, არცერთი ღერი არ ჩამოუვარდებოდათ. თავად ღმერთი არის მათში თავისი სულით და ადასტურებს მათ იესოზე აღიარებებს, რომელიც მეფობს რჩეულთა გულებში, ვინც მიიღო ის.

იესოს მოწაფეები წავიდნენ და მისი დავალების აღსრულება დაიწყეს. ხოლო უფალი ადასტურებდა და აკურთხებდა მათ მსახურებას. მიდიხარ და ზიხარ შენს ოთახში? არის შენს გულში მილიონობით ტანჯული ადამიანის მიმართ სიბრალული, თუ გაუხეშებული გაქვს გული? განიცადე თუ არა ქრისტეს სიცოცხლე, სინდისში, თუ კი ილაპარაკე. ნუ გეშინია ბრალმდებელის, არამედ აღასრულე ღმერთის ჩანაფიქრი მის ნებაში. ნუთუ ნამდვილად გინდა ღმერთმა ამოირჩიოს უსარგებლო ადამიანები და გახადოს თავის წარგზავნილებად, რადგანაც გამართლებულები მორცხვები არიან. ღვთის შვილები იმალებიან და სულელურ მიჯზეზებს ეძებენ, რათა არ აღასრულონ თავიანთი მისია და არ მოუყვნენ ადამიანებს მამაზე.

უფალი იესო მოგვიწოდებს ვემსახუროთ მას. მახარობელი მათე იესოს ამ მეორე სწავლებას უწოდებს სწავლება ,,ზეცისა და მიწის უფლისგან“. ის გვარიგებს და ჩვენს ერთგულად უნდა მივყვეთ მას.ის არის მეფეთ-მეფე და უფალთ-უფალი და ვინ გაბედავს მის სიტყვებს შეეწინააღმდეგოს?

ჩვენს წინაშე დიდი მოწოდება ჟღერს - ზეცის და სიყვარულის მოწოდება. ვინ მოუსმენს მას? ვინ წავა და ილოცებს, რათა დაამოწმოს სულის ძალაში და აღასრულოს მისი მოწოდება?

ლოცვა: უფალო, მადლობას გიხდით, რომ წარმოგზავნე შენი ძე იესო ჩვენს ცოდვილ სამყაროში. მისი მეშვეობით შენ ამოირჩიე მოციქულები, მწყემსები და მოწმეები. ქებას გიძღვნით, რადგან შენმა სიტყვებმა მოაღწია ჩვენამდე, განვიწმინდეთ, ზეციდან ვიშვით და გავსუფთავდით. აგვავსე შენი სიყვარულით, მოგვეცი თავისუფლება და გადაწყვეტილების უნარი, რათა ბრძნულად ვახარებდეთ შენს სულიერ სამეფოს დედამიწაზე. შთაგვაგონე და გვამხილე, რათა დავდიოდეთ სულიწმიდის ძალაში და მოგვქონდეს შენი სიყვარულის და მადლის ნაყოფები. იყავი ჩვენთან და ჩვენში ახალ ცხოვრებაში, რადგან მოგვიწოდე, რათა ჩვენი უძლური სიტყვები გახდეს შენს სიტყვებად, რომელიც გაცოცხლდება და ძალით სავსე იქნება.

კითხვა:

  1. რა ისწავლე ქრისტეს ქადაგებიდან, სადაც ის დაღუპულთ ასწავლის?

მათეს სახარების კითხვების პირველი სერია

ძვირფასო მკითხველო
თუ შენ წაიკითხე მათეს სახარების წიგნის განმარტება, მარტივად შეძლებ კითხვებზე პასუხის გაცემას. თუ ამ კითხვების 90% სწორად უპასუხებთ, გამოგიგზავნით შემდეგი ნაწილის განმარტებას, პიროვნული ზრდისთვის. თუ გამოგვიგზავნი პასუხებს ელექტრონულ მისამართზე, არ დაგავიწყდეთ მკაფიოთ მიუთითოთ თქვენი სრული სახელი და გვარი და ელექტრონული ფოსტა. არა მხოლოდ კონვერტზე, არამედ კითხვარის ფურცელზე

  1. რატომ იწყება ქრისტეს რჯული სიტყვებით ,,ნეტარნი არიან“ და არა ,,გააკეთე...“ ან ,,არ გააკეთო...“?
  2. რატომ შევლენ ცათა სამეფოში ,,სულით ღარიბნი“?.
  3. რატომ იმკვიდრებენ დედამიწას თვინიერები და არა ძლიერები?
  4. როგორ აკმაყოფილებს იესო ჩვენი სამართლიანობის წყურვილს?
  5. როგორ შეგვიძლია ეგოისტებიდან ვიქცეთ მოწყალეებად?
  6. როგორ შეგიძლია განწმენდა?
  7. როგორ გიყენებს იესო, რათა ადამიანებს მშვიდობა მიუტანო?
  8. რატომ აწყდებიან სასტიკ წინააღმდეგობებს ქვეყნიერებისთვის სახარების მქადაგებელნი?
  9. რა ჯილდოს მიიღებენ დევნილი მორწმუნეები?
  10. რას ნიშნავს ქრისტეს მოწოდება იყო ,,ქვეყნიერების მარილი“?
  11. როგორ შეგვიძლია ვიყოთ ნათელი ამ ქვეყნიერებაზე?
  12. როგორ შეგვიძლია ღმერთის რჯულის დაცვა?
  13. ქრისტეს რჯულის მიხედვით, ვინ არის მკვლელი?
  14. როგორ გავთავისუფლდეთ იმ სურვილებისგან, რომელსაც მივყავართ უწმინდურებასა და მრუშობისკენ?
  15. ქრისტეს რჯულის მიხედვით, ვინ არის მრუში?
  16. როგორ შეგვიძლია გავხდეთ მართალნი სიტყვებსა და საქმეებში და ყველა ჩვენს ქცევაში?
  17. როგორ გაგვანთავისუფლა ქრისტემ შურისძიების უფლებისგან?
  18. ვინ არის თავისუფალი საკუთარი თავისგან?
  19. როგორ შეგვიძლია მივუახლოვდეთ ღმერთის სრულყოფილებას?
  20. რა საფუძვლიანი განსხვავება არის მოსეს რჯულსა და ქრისტეს რჯულს შორის?
  21. როგორ უნდა გაიღო მოწყალება, რომელიც მამას მოეწონება?
  22. როგორ უნდა ვილოცოთ ღმერთის წინაშე ისე, რომ მან მოგვცეს პასუხები ლოცვაზე?
  23. როგორ შეგვიძლია წმინდავყოთ მამის სახელი?
  24. რას ელოდები, როდესაც ლოცვაში წარმოსთქვამ სიტყვებს „მოვიდეს სუფევა შენი“?
  25. რა არის უფლის ნება?
  26. რა შედის თხოვნაში „პური ჩვენი არსობისა“ ?
  27. რა საიდუმლოებები იმალება პატიების თხოვნაში?
  28. როგორ განვთავისუფლდეთ ჩვენს ცხოვრებაში არსებული ბოროტებისგან?
  29. როგორ ვადიდებთ მამა ღმერთს?
  30. რა პირობით ვინარჩუნებთ ურთიერთობას ღმერთთან?
  31. რა აზრი დევს ახალ აღთქმისეულ მარხვაში?.
  32. რატომ ვერ შევზლებთ ვემსახუროთ მამონს და ღმერთს, ერთსადაიმავე დროს?
  33. რატომ გვიკრძალავს იესო განგაშსა და საჭიროებაში გადავარდნას?
  34. რატომ გვიკრძალავს ქრისტე სხვების განკითხვას?
  35. როგორ უნდა გვიყვარდეს და ვემსახუროთ მათ, ვისაც არ სურს ღმერთის სიტყვის მოსმენა?
  36. რატომ გვასწავლიდა იესო გამუდმებულ და დაჟნებულ ლოცვას?
  37. რაში მდგომარეობს ოქროს წესის არსი?
  38. რატომ არის ღმერთთან მიმავალი ჭიშკარიც და გზებიც ვიწრო?
  39. ვინ არის მატყუარა?
  40. ვინ მოხვდება ზეცაში?
  41. როგორი საფუძველია სიცოცხლისთვის საიმედო?
  42. რატომ მოყვა მათემ კეთროვნის განკურნებაზე, როგორც ქრისტეს პირველ სასწაულზე?
  43. რატომ იყო ასისთავის რწმენა ასეთი დიდებული?
  44. რას გვეუბნება პეტრეს სიდედრის განკურნება?
  45. რამდენად ღარიბი და კმაყოფილი იყო იესო?
  46. რატომ არ მისცა იესომ ახალგაზრდა ყმაწვილს, მამის დასაფლავებაზე წასვლის ნება?
  47. რის გამო მისცა იესომ შენიშვნა მოწაფეებს შტორმის დროს?
  48. რატომ განისწავლე შეპყრობილების განთავისუფლების შემთხვევაში, მდინარის მეორე მხარეს?
  49. როგორ მიუტევა იესომ დავრდომილს ცოდვები?
  50. რას ვიგებთ ამ შემთხვევიდან, როდესაც იესომ მოუწოდა მათეს?
  51. ვინ არიან მექორწილეების ძეები?
  52. რატომ არ შეიძლება სახარების ახალი ღვნის ჩასხმა რჯულის ძველ ტიკებში?
  53. როგორ აღადგინა იესომ მკვდარი გოგონა?
  54. რა საიდუმლო იმალება, ორი ბრმის განკურნებაში?
  55. რას ვიგებთ მუნჯის განკურნების შემთხვევიდან?
  56. რაზე გთხოვს იესო დაჟინებით ლოცვას?
  57. რაში მდგომარეობს ძალაუფლება, რომლითაც იესომ თავისი მოწაფეები დააჯილდოვა?
  58. რომელი პირველი ხუთი ,,გასაღები“ მისცა ქრისტემ თავის მოწაფეებს, მახარობლური მსახურებისთვის?
  59. ვინ მიიღებს ღმერთის მშვიდობას?
  60. ვინ არიან ჩვენი მტრები და რა დაპირება მოგვცა იესომ, მათთან დაკავშირებით?
  61. როგორ ვიგერიებთ დევნის ტალღებს?
  62. რას ნიშნავს სიტყვები, მოწაფე, მასწავლებელზე დიდი არ არის?
  63. რას ნიშნავს ქრისტეს ერთგულად გაყოლა?
  64. როგორ გადავლახოთ დამოწმების წინ შიშები?
  65. რას ნიშნავს ქრისტიანობაში ბედი და წინასწარ განსაზღვრა?
  66. რატომ არ უნდა გვეშინოდეს ადამიანების ან სიკვდილის?
  67. როგორ უნდა მოექცეს ოჯახს ახალმოქცეული, თუკი ოჯახი მას დევნის ქრისტეს გამო?
  68. მახარობელი მათ სახარებაში, რა შემთხვევაში საუბრობს ჯვარზე პირველად?
  69. როგორ ხდება ერთიანობა ღმერთსა და ქრისტეს მორწმუნეთა შორის?
  70. როგორია წინასწარმეტყველები, მართლების და ქრისტეს მიმდევრების ჯილდო?
  71. რა ისწავლე ქრისტეს ქადაგებიდან, სადაც ის დაღუპულთ ასწავლის?

გირჩევთ, რომ დაასრულოთ ჩვენთან ერთად ქრისტეს და მისი სახარების შესწავლა, ვინაიდან შეიძენ დიდ განძს. ველოდებით შენს პასუხებს და ვლოცულობთ შენზე.

Waters of Life
P.O.Box 600 513
70305 Stuttgart
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 09:48 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)