Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 105 (Encouragement)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
C - თორმეტი მოწაფის გაგზავნა სახარების საქადაგებლად (მათეიესო 9:35 - 11:1)
3. ცათა სამეფოს გავრცელების გზები (მათეიესო 10:5 - 11:1) -- იესოს მიმართვის მეორე კრებული

c) გამხნევება მწუხარებაში (მათეიესო 10:26-33)


მათეიესო 10:29-31
29 განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? და არც ერთი მათგანი არ ვარდება მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე. 30 თქვენს თავზე კი თმებიც მთლიანად დათვლილია. 31 ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
(მათე 6:26; ლევიანები 27:34)

ჩვენო ზეციერო მამაო - ყოვლისშემძლე, ყოვლისმპყრობელო. ის გიცნობს შენ და ზრუნავს შენზე, როგორც ყველა ბეღურაზე. არცერთი არ ვარდება მიწაზე, მისი ნების გარეშე. ჩვენს თავზე თმებიც კი დათვლილია. შენ არ იცი რამდენი თმის ღერი გაქვს თმაზე, შენმა ზეციერმა მამამ კი იცის. მან შექმნა შენი თმები. ჩვენ შემთხვევითობის პრინციპით კი არ დავიხოცეთ და არც ტყუილად ვიტანჯებით, არამედ ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი საყვარელი მამის ნება უფლობს. ის გიცნობს და გხედავს შენ, დაგყვება და გარემოგიცავს. მამის რწმენა ადამიანების წინაშე შიშისგან გიცავს. ვერაფერ დაგიშავებენ მისი ნებართვის გარეშე. შენი მამა - ყველაზე დიდი, უყურე მას და არა შენს მტრებს და შენ დაინახავ მის კეთილ სახელს მათ მიღმა.

თუ ღმერთს ჩვენს თავზე თმის ღეროები დათვლილი აქვს, მით უფრო იცის ჩვენს თავში რა ხდება. ის მართავს ყველაფერს და ზრუნავს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს მოსვენებასა და სულებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ჩვენზე მეტად ზრუნავს, ჩვენს თავზე. ზოგიერთი აწარმოებს ანგარიშს ფულის, ნივთების, ცხოველების, თუმცა თავში არავის მოსდის, რომ დაიტვალოს თმები. ღმერთს კი მისი ერის თმის ღეროებიც კი დათვლილი აქვს: ,,ერთი ღერის თმაც არ ჩამოგვარდებათ თავიდან“ (ლუკა 21:18). ამიტომაც ვერავინ ავნნებს ვერც შენს თავს და ვერც თმის ღერს. წმინდებს აქვთ უდიდესი ფასეულობა ღმერთის თვალში, მისთვის მათი სიკვდილიც და სიცოცხლეც ფასეულია.

ნუ გეშინია ბედის ან წინასწარ განსაზღვრის, ვინაიდან შენმა ზეციერმა მამამ უკვე განგსაზღვრა, რომელსაც სურს საკუთარ დონეზე აგიყვანოს და აგირჩია ქრისტეში, ყველაფერი საუკეთესოსთვის.

ლოცვა: წმინდაო ღმერთო, მადლობას გიხდით, რომ ყოვლისშემძლე ხარ. შენთვის ცნობილია ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. ჩვენ არ შეგვეშინდე ღვთის წინასწარ განსაზღვრის, არამედ მადლობას მოგიხდით, რადგან შენ ხარ ჩვენი მამა, რომელიც ზრუნავ ჩვენზე და თავზე თმის ღერიც დათვლილი აქვს. განგვამტკიცე რწმენაში, რათა წრფელად გემსახუროთ სიტყვით, საქმით და აზრით. მიეცი ჩვენს მეგობრებს და ნათესავებს სულიერი გამოცხადება, რათა შემდგომ გცნონ, როგორც ყოვლისშემძლე მოსიყვარულე მამა.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს ქრისტიანობაში ბედი და წინასწარ განსაზღვრა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 09:34 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)