Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- English -- Matthew - 106 (Encouragement)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- ENGLISH -- French -- Georgian -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
C - თორმეტი მოწაფის გაგზავნა სახარების საქადაგებლად (მათეიესო 9:35 - 11:1)
3. ცათა სამეფოს გავრცელების გზები (მათეიესო 10:5 - 11:1) -- იესოს მიმართვის მეორე კრებული

c) გამხნევება მწუხარებაში (მათეიესო 10:26-33)


მათეიესო 10:32-33
32 ამიტომ ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. 33 ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
(მარკოზი 8:38; ლუკა 9:26; 2 ტიმოთე 2:12; გამოცხადება 3:5)

ქრისტე გიდასტურებს, რომ ის ზეცად ამაღლდა. ის შენს სახელს ზეცაში ახსენებს, რადგან ცდილობდი გემსახურა მისი სახელით დედამიწზე. შენი დედამიწაზე აღიარება ნათლად ისმის ზეცაში. თავად ღმერთის ძეს ესმის შენი ხმა. დაივიწყე შენი რეპუტაცია, შენი ცნობადი საგვარეულო და სიბრძნით ელაპარაკე ადამიანებს, რომ იესო არის მეფეთ მეფე, მაშინს ამუდამოდ დარჩები ღმერთის მეხსიერებაში. მრავალი ადამიანი ოცნებობს, რომ მათი სახელები პრეზიდენტებმა, მეფეებმა და უფროსებმა იცოდნენ, შენი სახელი კი ჟღერს ღმერთის თანდასწრებაში, თუ აღიარებ იესოს სახელს მეგობრების, ნათესავების და მტრების წინაშე. ამოწმებ თუ არა იესოს გადარჩენის შესახებ, მის ჯვარცმაზე, დამარხვასა და აღდგომაზე, თუ მკვდარ ქვას ჰგავხარ, რომელშიც არც სიცოცხლეა და არც მოძრაობა. თუ არ შეგიძლია ღიად ქადაგება, სთხოვე უფალს ლოცვაში დაგანახოს შესაზლებლობები, რომელიც ხელსაყრელი იქნება დამოწმებისთვის. ვინც ქრისტეს შესახებ დამოწმებაზე დუმს და უარყოფს მას, მისი სახელიც არ იქნება ნათქვამი ზეცაში. არ არის საკმარისი გწამდეს ქრისტესი, უბრალოდ მიიღო რწმენის სწავლებები - ყოველთვის თან უნდა გეხლდეს, მადლიერების დამოწმება.

თუ გიყვარს იესო, შენ აღიარებ მას, მის სულს და ისიცი აღგძრავს აუწყო ქრისტეს ხსნაზე. თუ ზედაპირულად მოეკიდები ამ მსახურებას და შენში სულიწმიდას შეეწინააღმდეგები და არ ილაპარაკებ სხვებთან მხსნელზე, დაკარგავ ღმერთის ძალას. თუკი პატარძალი, რომელსაც საქმრო უყვარს და არ ეუბნება მას, მისი სიყვარული გაცივდება და გაქრება. ასევეა შენი დამოწმებაც, ის შენს რწმენას ადასტურებს. ბრძნული აღიარებების და იესოზე ნათლად ქადაგების გარეშე და სულიწმიდის მმართველობის გარეშე, შენი რწმენა აუცილებლად დასუსტდება.

მხოლოდ იესოსი კი არ უნდა გწამდეს, არამედ ვაღიაროთ მისი რწმენა და ავიტანოთ ტანჯვა, თუ ამისთვის მოწოდებულები ვართ. არასდროს უნდა შეგრცხვეს, ჩვენს იესოსთან კავშირზე მოყოლის, მისი მსახურების და მოლოდინის. თუ არ გვრცხვენია, ამითი ჩვენი რწმენის სიწრფელეს ვადასტურებთ და ადამიანები იღებენ დარიგებას.

მართალია ამან შეიძლება ახლა მოგვიტანო ტანჯვები და შერცხვენა, მაგრამ ამის გამო მივიღებთ მისგან საოცარ ჯილდოს, მკვდრების აღდგომისას. მაშინ შევიძენთ ჩაუწვდომელ ბედნიერებას და დიდ პატივს, რომელზეც ქრისტე ამბობს: ,,მე ვაღიარებ მას“. შეიძლება კი იოცნებო, ამაზე მშვენიერზე?

ადამიანთა წინაშე ქრისტეს უარყოფა - სერიოზული ამბავია, ვინაიდან ვინც ისე იქცევა, როგორც წუთისოფელში, ის განშორდება იესოს იმ დიდებულ დღეს, როდესაც ის ყველაზე მეტად დაგვჭირდება. ვისაც არ უნდა მისი უფლად მიღება, არც მისი მიღება მოუნდება ღმერთს მსახურად: ,, მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა.“ (მათე 7:23)

ლოცვა: უფალო იესო, შენ ცოცხალი ხარ და ჩვენ შენს შუამდგომლობაზე ვართ დაყრდნობილი, ამიტომაც არ შეგვეშინდება დევნების, რადგანაც ჩვენი ცხოვრება შენშია დაფარული. მოგვეცი სითამამე და შენი სახელის ბრძნულად აღიარება და მოგვეცი უფლება სხვებმაც გველაპარაკონ. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ზეცაში ჩვენი სახელები აღიარეთ. მამასთან, რომელიც ასე ძალიან ზრუნავს ჩვენზე, რომ თმებიც კი დათვლილი აქვს ჩვენს თავზე.

კითხვა:

  1. ''რატომ არ უნდა გვეშინოდეს ადამიანების ან სიკვდილის?'

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 09:35 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)