Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 104 (Encouragement)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
C - თორმეტი მოწაფის გაგზავნა სახარების საქადაგებლად (მათეიესო 9:35 - 11:1)
3. ცათა სამეფოს გავრცელების გზები (მათეიესო 10:5 - 11:1) -- იესოს მიმართვის მეორე კრებული

c) გამხნევება მწუხარებაში (მათეიესო 10:26-33)


მათეიესო 10:28
28 ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. უფრო მეტად იმის გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია და სხეულისაც გეენაში.
(ებრაელთა 10:31; იაკობი 4:12)

ამაზე საუბარი მარტივია, მაგრამ როდესაც დგება სასამართლოების, ციხის, ხმლისა და ცეცხლის დრო, ყველაზე მამაცნიც ფიქრობენ უკან დახევას, განსაკუთრებით თუ შესაძლებელია ტანჯვის მარტივი გზებით გავლა.

იესომ სამჯერ გაიმეორა: ,,ნუ გეშინიათ“, როდესაც ასწავლიდა მოწაფეებს და აგზავნიდა მათ საქადაგებლად, ეს ღმერთის დავალებაა - გვიბრძანებს, რომ არ გვეშინოდეს ადამიანების, სიკვდილის და ეშმაკის, თუნდაც თავზე ჩამოგვემხოს შიში ხელისუფლებიდან, მშობლებიდან, ეშმაკეულებისა ან ნებისმიერი რამისგან.

რისი ეშინია ადამიანს? ტანჯვების? ტანჯვები მხოლოდ გვაახლოებს სიკვდილთან. ღირს კი გვეშინოდეს სიკვდილის? არა, არ ღირს. თუკი ქრისტე გვაძლევს თავის სიცოცხლეს არ მოვკვდებით, არამედ ვიცოცხლებთ. თუ გვეშინია იქითა სიცოცხლის? სულაც არა! ქრისტეს სისხლმა ხომ გაწმინდა ჩვენი სინდისი მკვდარი საქმეებისგან და სულიწმიდაც გვანუგეშებს. შეიძლება კი ღმერთის გვეშინოდეს, რათქმაუნდა არა, ის არის ჩვენი მამა. ქრისტიანების გარდა ყველას ეშინია მისი და კანკალებს მის სასამართლო დღეზე, ჩვენ კი მისი საყვარელი შვილები გავხდით, მაშინ როდესა ჩვენს გულებში ჭეშმარიტება გამეფდა.

ქრისტემ თავისი მოწაფეები აღჭურვა ამ ცდუნებების წინააღმდეგ. ჩვენ აქ ვხედავთ, თუ როგორ გვაძლევს ის გონივრულ და კეთილ მიზეზს, რათა არ გვეშინოდეს და ასახელებს მტრების შემოსაზღვრულ ძალას. მათ მხოლოდ სხეულის მოკვლა შეუძლიათ და მეტი არაფერი და ესეც იმ შემთხვევაში, თუ ღმერთი ნებას მისცემს. თუმცა ამ ხაზის გადაკვეთა არ შეუძლიათ - არ ძალუძთ სულების დაღუპვა, ადამიანი კი სულია. ამგვარად, ადამიანის სიკვდილის შემდეგ სულს არ სძინავს, როგორც ზოგიერთნი ფოქრობს. ის არ კარგავს ფიქრის და გაგების უნარს, თუ ასეა სხეულის მკვლელობა, სულის მკვლელობას ნიშნავს. სული მხოლოდ მაშინ იტანჯება, როდესაც ღმერთისგან შორს არის, რადგამ სულის სიცოცხლე მასშია. მტრებს სულამდე მიღწევა არ შეუძლიათ. თუ გვინდა ვაფასებდეთ ჩვენს სულებს, როგორც ძვირფასეულობას, არ უნდა შეგვეშინდეს ადამიანების, ვისაც არ აქვს ძალა მოგვპაროს ის. მხოლოდ სხეულის მოკვლა შეუძლიათ, რომელიც დროთა განმავლობაში ისედაც მოკვდება, მაგრამ სულს ვერას დააკლებენ. რაც არ უნდა გააკეთონ დატკბება ღმერთით. ადამიანებს მხოლოდ გარეგნულად შეუძლიათ რაიმე დაამსხვრიოსნ, მაგრამ შინაგანში ძვირფას მარგალიტთან მიახლოება არ შეუძლიათ.

მაშინ როგორ გვასწავლიდა იესო, რომ გვშინებოდა ღმერთის, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი სულების დაღუპვა. იესომ გვითხრა გვშინებოდა ღმერთის, თუკი ვთვლით უსაფრთხო ცხოვრებას ზეციერი მამის სიყვარულსა და პატივზე უფრო მნიშვნელოვნად და ქრისტეს რწმენას ვუარყოფთ. სწორედ მაშინ გახდება მამა მოსამართლე, იმის გამო, რომ ადამიანთა წინაშე შიშისთვის უარვყავით ღმერთის გადარჩენა. ჩვენ წარვსდგებით მის წინაშე და ყველა ფუჭი სიტყვისთვის მივცემთ განმარტებას, ყოველი თეთრისთვის, რომელიც უაზროდ დავხარჯეთ და ყველა ჩვენი ცუდი განზრახვისთვის. ნეტარია ადამიანი, რომელმაც ღმერთს ყველა თავისი ცოდვა უთხრა, რომ არა ქრისტეს სისხლი, უიმედობასა და შიშში ჩავარდებოდით, მაგრამ იესომ გვიხსნა ამ მომავალი რისხვისგან.

ლოცვა: წმინდაო ღმერთო, შენმა სულიწმიდამ გვითხრა, რომ სიყვარულში არ არის შიში და სრულყოფილი სიყვარული დევნის შიშს. გვაპატიე შენდამი მცირე სიყვარული, რომ გვეშინია სიკვდილის მეტად, ვიდრე შენი. აგვავსე შენი სიყვარულით, რათა გვიყვარდე ისე, როგორც შენ გიყვარვართ და შევიყვაროთ ჩვენი მტრები, როგორც შენ შეიყვარე და გაეცი შენი თავი მსხვერპლად მათ გამო. განგვამტკიცე სიყვარულში, რათა ვამოწმებდეთ შენზე სიტყვებით და საქმეებით და აზრებით მათთვის, ვისთანაც წაგვიყვანს სულიწმიდა. გახსენი ჩვენი გულის ყური, რათა გვესმოდეს შენი წინამძღოლობა და შენი სიტყვები.

კითხვა:

  1. როგორ გადავლახოთ დამოწმების წინ შიშები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 09:32 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)