Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 096 (Christ's Great Compassion)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
C - თორმეტი მოწაფის გაგზავნა სახარების საქადაგებლად (მათეიესო 9:35 - 11:1)

1. ქრისტეს თანაგრძნობა (მათეიესო 9:35-38)


მათეიესო 9:35-38
35 დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სამეფოს სახარებას, კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას. 36 ხედავდა რა ხალხს, ებრალებოდა ისინი, ვინაიდან დაუძლურებულნი და მიტოვებულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი. 37 მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს: "სამკალი ბევრია, მუშაკნი კი ცოტანი არიან. 38 ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში”
(ეზეკიელი 34:5; მარკოზი 6:34; ლუკა 10:2)

ქრისტე დადიოდა თავის მოწაფეებთან ერთად, ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა რა მათ და უქადაგებდა. ის ეძებდა დაღუპულ სიმართლისთვის მწყურვალთ, უხამსებს და სულელებს და რელიგიურ ადამიანებსაც კი, რათა შეეძინა ის, მისი სიყვარულის სამეფოში. ის შედიოდა მათ სახლებში, ქადაგებდა ქუჩებში, ასწავლიდა სინაგოგებში და საუბრობდა ადამიანებთან ინდივიდუალურად. ის ყველა შესაძლებლობას იყენებდა, რათა ეტარებინა სახარება, აეხსნა მათთვის ძველი აღთქმის შუქზე, მისი ახალი აღთქმა. თავს არ არიდებდა მედიდურ კითხვებს, არამედ ცბიერებს ჯობნიდა ღვთის სულის სიბრძნით. მას მიჰქონდა უწყება გადარჩენის შესახებ და მოუწოდებდა ყველას სამეფოსკენ. აცხადებდა რა მამის ნებას, რომელიც ვლინდებოდა ძალასა და სასწაულებში. მან დაადასტურა ტავისი მოწოდების ჭეშმარიტება და ყველაზე სულელსაც ესმოდა, რომ ქრისტეს აქვს ძალაუფლება დედამიწაზე და რომ მასში ღმერთის სიყვარულმა ხორცი შეისხა. ხალხი მოვიდა მოძრაობაში, რადგან ახალი ეპოქის დაწყების სუნი სცემდათ.

ქრისტე ბევრს განიცდიდა, ხედავდა რა ავადმყოფობას მათ მიზეზებთან ერთად, უხამსობას, ეკონომიკურ დაცემას და ა.შ. თუმცა ყველაზე მეტად გულს სტკენდა ხალხის მცირედი რწმენა, ხორციელი აზრები, სიამაყე, არაწმინდა სულებით შეპყრობა და კაცობრიობაზე სიკვდილის სულის მეფობა. ის ცოდვილებისგან თავს შორს არ იჭერდა, არ ეზიზღებოდა უბრალო გაუნათლებელი ადამიანები, როგორც ამაყ პოეტებსა და ფილოსოფოსებს. ის როგორც დედა უყურებდა ავადმყოფ შვილებს და განიცდიდა მათ მდგომარეობას. აი რატომ დატოვა ზეცა, მოკვდა ჯვარზე და შუამდგომლობს ჩვენთვის. ქრისტეს გული სავსეა თანაგრძნობით.

ღმერთს ვუყვარვართ იმისდამიუხედავად, რომ საცოდავი და გზააბნეული ხალხი ვართ ამ დედამიწაზე, მწყემსის გარეშე გზააბნეული ცხვარი ვართ, რომელთაც თავს ესხმის მგელი. ქრისტე ჩვენი კეთილი მწყემსია. ის გეძებს და ხედავს, რომ საფრთხეში ხარ. შენთან ერთად იტანჯება და ჩქარობს შენს გადასარჩენად. ქრისტემ აუხსნა თავის მოწაფეებს, რომ ადამიანები ხორბლის თავთავების მსგავსად მომწიფდნენ და მზად არიან მოსავლის ასაღებად. ხალხმა ისეთი ტანჯვები გადაიტანა, რომ მოსწყურდათ სამართლიანობა, მშვიდობა და კეთილმოწყობა. მიწა მოხნული იყო და მზად იყო სახარების დასათესად. დღეს ძლიერი მიწისძვრები და დატბორვები აცოცხლებს ადამიანებს ამ უდარდელი ცხოვრებიდან. როდესაც არ არის მშვიდობა, ერები მოდიან არეულობაში, გაურკვევლობაში. ქრისტე ასეთ შემთხვევას საუკეთესოდ თვლის სულიერი მკისთვის. დღეს ერები ფაქტობრივად თავზარდაცემულები არიან, ჩვენი ცივილიზაცია ინგრევა და უსაფრთხოება მყარი არ არის. ამ გზით ვხედავთ ღმერთის მკის მოახლოებას, როდესაც ადამიანები იწყებენ ახალი პრინციპების და ცხოვრების ურყევი საფუძვლების ძიებას.

ღმერთის მსახურები უნდა შრომობდნენ ღვთის სამკალში. მსახურება - სამუშაოა და მას შესაბამისად უნდა მოვექცეთ. ეს მკის სამუშაოა, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს თანაც უნდა მოესწროს დროულად, ბოლომდე და სრული ძალისხმევით.

სად არიან ღვთის მსახურები, რომლებსაც საბოლოო პასუხი აქვთ? ისინი მთელი ძალებით ცდილობენ დაცემულების წამოყენებას და ასწავლიან უცოდინართ, იცავენ მათ სულიერი სირთულეებისგან.

ქრისტე მოგიწოდებს დაჟინებით ილოცო და სთხოვო ღმერთს, რომ ჩვენს დღეებში გამოგზავნოს მრავალი მისი მორწმუნე ხსნის მსახურებისთვის. ეს ლოცვა წმინდა დავალებაა, რომელიც ქრისტეს დავალების თანახმად მოგვეცა. ქრისტეს ხელები არ ჩამოუშვია, იდგა რა მსახურებისუდიდესი მინდვრების წინ, რომლის გამკლავებაც არცერთი ადამიანისთვის არ არის შესაძლებელი. მან გვიბრძანა სამკლის უფალს დაჟინებით ვთხოვოთ, რომ გამოგვიგზავნოს უნარიანი და ერთგული მუშაკები. ასე, რომ იყავით ამ მსახურების ნაწილები და ილოცეთ, რომ ღმერთმა თქვენს ქალაქშიც გამოგზავნოს მუშაკები. გრძნობ თუ არა თანაგრძნობას, შენი ერის მიმართ? გსურს თუ არა, რომ ღმერთმა აპატიოს მათ? გეცოდება თუ არა წინააღმდეგობის ძეები, რომლებიც უფალს არ იცნობენ? ილოცე უფლის წინაშე, რომ გამოგზავნოს მუშაკნი, რადგან უკვე სამკის დღეებია დამდგარი.

მუშაკების წარმოგზავნა - ეს უფლის საქმეა. ქრისტე მსახურებად გვთვლის, ის მოუწოდებს და ადგენს მსახურებს და აძლევს მათ აუცილებელ ნიჭებს. ,, როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან?“ (რომაელთა 10:15).

მოწოდებული ხარ? სთხოვე უფალს შენი ყურების გახსნა, რათა შეძლო შენი მოწოდების მოსმენა და რომ მან გატაროს თავის მსახურებაში, მაშინ შეძლებ მოიმკა დიდი მოსავალი მისი წმინდა სახელის განსადიდებლად. თუკი მოწოდებული ხარ, ნუ აჭიანურებ და ნუ მერყეობ. სთხოვე უფალს ძალები, რათა შეძლო აღასრულო მოწოდება, კეთილ და ბოროტ დღეებში.

ლოცვა: ზეციერო მამაო, მზად ვართ გემსახუროთ ამ მკაში. თუკი ჩაგვთვლი საჭიროდ ამ მსახურებაში, მიგვიღე როგორც შენი მსახურები. ჩვენ ვაღიარებთ, რომ არ შეგვიძლია და არ ვართ ღირსები ვიღებდეთ მონაწილეობას შენს მკაში. გაგვწმინდე შენი ძის სისხლით და დაგვაჯილდოვე შენი სულის ძალით. გამოგზავნე მრავალი მუშაკი მკისთვის მთელს ჩვენს ქვეყანაში და მთელი ქვეყნიერებაა აავსე შენი მსახურებით, რათა მალე მოვიდეს შენი მეფობა.

კითხვა:

  1. რაზე გთხოვს იესო დაჟინებით ლოცვას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 09:04 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)