Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 095 (Two Blind Men and a Dumb Man Healed)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
B - ქრისტეს სასწაულები კაპერნაუმსა და მის მიდამოებში (მათეიესო 8:1 - 9:35)

11. ორი ბრმის და ერთი მუნჯის განკურნება (მათეიესო 9:27-34)


მათეიესო 9:32-34
32 გავიდნენ ისინი და აჰა, მოიყვანეს მასთან მუნჯი კაცი, ეშმაკით შეპყრობილი. 33 როცა ეშმაკი განიდევნა, ალაპარაკდა მუნჯი; ამბობდა განცვიფრებული ხალხი: ასეთი რამ არასოდეს უნახავთო ისრაელში. 34 ფარისევლები კი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრით დევნისო ეშმაკებს.
(მათე 12:24-32)

როგორც კი იესოს მიერ ორი განკურნებული ბრმა წავიდა, მასთან მოიყვანეს მუნჯი ადამიანი, რომელიც შეპყრობილი იყო. ცხადია, რომ ის სულებთან და ჯადოქრებთან კონტაქტის დროს დამუნჯდა. ნახეთ როგორ დაუღლელად სჩადიოდა იესო სიკეთეს, ერთს მეორე მიყვებოდა. მასში იმალება სიბრძნის საგანძური - გასაოცარი სიბრძნის, რამდენიც არ უნდა ხაპონ ადამიანებმა, ვერ დალევენ.

ეს ადამიანი ეშმაკის ზეგავლენის ქვეშ იყო, ამიტომაც ვერ ლაპარაკობდა. ნახეთ როგორ საშინელ მდგომარეობაში ჩვენი სამყარო და რაოდენ დიდია უბედურთა რიცხვი. ვერ მოასწრეს თვალახელილმა ბრმებმა წასვლა, რომ ქრისტეს წინ უკვე სხვა იდგა. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ღმერთს მხედველობისა და მეტყველებისთვის. ეშმაკი სხვადასხვა გზებით ცდილობს ავნოს ადამიანს.

როდესაც ეშმაკი დაეუფლება ადამიანს, მას სიკეთისთვის მუნჯს ხდის - რადგან ყველაზე მეტად სძულს ლოცვები და განდიდება. ეს საწყალი მოიყვანეს ქრისტესთან, რადგან არა მხოლოდ მათი რწმენით იღებდა ადამიანებს, არამედ მეგობრების რწმენითაც.

როდესაც მორწმუნე ან ეკლესია ღებულობს თანამედროვე სულს, ლიბერალურ ღვთისმეტყველებას ან წუთისოფლის იმედებს, იქ მთავრდება მხსნელ იესოზე დამოწმება. თუ ჩვენ ბევრს ვკითხულობთ თანამედროვე წიგნებს და ფილოსოფიურ აზრებს, ვიდრე ვფიქრობთ ღმერთის სიტყვაზე, მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს სულები დაეუფლებიან ჩვენს გონებას. ქრისტეს სულს სურს, რომ ჩვენი გულის ცენტრში იყოს და ეს მის სიტყვებზე ფიქრით ხორციელდება. აი რატომ უნდა შეგვეძლოს სულების გარჩევა და ყურადღებით ვიყოთ. თუკი რომელიმე სხვა სულს ქრისტეს სულის გარდა აძლევ შენში მოქმედების უფლებას, ის დაგეუფლება და მოკლავს შენს გულში ქრისტეს სიყვარულს.

ქრისტე შეძრა მორწმუნეების თხოვნამ ამ მუნჯი შეპყრობილის გამო. მან ჯერ ბოროტი სული განდევნა მისგან და შემდეგ გაანთავისუფლა მისი ენა. როდესაც დაიწყებ გამუდმებულ ლოცვას, ქრისტე გაანთავისუფლებს ეკლესიის წევრების და მთელი საზოგადოების ენებს და განდევნის მათგან თანამედროვე სულს, სიამაყეს და სიცრუეს, რათა ნათლად შეეძლოთ იესოზე დამოწმება, თავისი სიტყვებით და საქციელით. მიეწებე იესოს და არასდროს მიატოვო იგი, რათა მან მრავალი მუნჯი განკურნოს ჩვენს დღეებში და გახადოს ისინი ქრისტეს ხსნის წმინდა მოწმეებად.

ზოგიერთი ფიქრობს რომ მუნჯი ადამიანი ცხოველს ჰგავს, მაგრამ ეს ასე არ არის. მუნჯებიც ადამიანები არიან, მოწოდებულნი არიან ქრისტეს გადარჩენისკენ. ქრისტეს წინაშე ყველა თანასწორია, ამიტომაც უნდა ვიზრუნოთ მათზე და პატივი ვცეთ, როგორც ქრისტეს უყვარდა ისინი ჭეშმარიტად და ზრუნავდა მათზე.

არ გაგიკვირდეს სხვა საწინააღმდეგო აზრების მოსმენა ადამიანებისგან იესოზე ამ შემთხვევის მერე. უბრალო ადამიანები ადიდებენ ქრისტეს იმის გამო, რომ ის წმენდდა მის მორწმუნეებს და ავლენდა მათში თავის ძალას, ხოლო მასწავლებლები და ღვთისმეტყველები ბრაზობდნენ, რომ ხალხი გამოღვიძებას განიცდიდა და არა ისე, როგორც ასწავლიდა მათი ტრადიცია. ისინი ბრაზობდნენ, როდესაც მართალ იესოს ეშმაკეულების მეფეთ იხსენიებდნენ. რამდენად ბრმები და სიძულვილით სავსეები იყვნენ ისინი, რადგა უარყოფდნენ ქრისტეს მკურნალ სულს.

ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ მათეს მე-9 თავში მოცემულია მუნჯი შეპყრობილის ისტორია, რის შემდეგაც მე-10 თავში ნახსენებია, თუ როგორ მისცა იესომ მოწაფეებს ეშმაკეულების განდევნის ძალაუფლება და გაგაზავნა ისინი მსახურებისთვის. შემდგომ აღწერილია სხვა ნიშნები და მხოლოდ მე-17 თავში წერია იესოს გარდაქმნაზე. თუმცა ლუკა მე-9 თავში საუბრობს, როგორ მისცა იესომ მოწაფეებს სასწაულების ჩადენის ძალაუფლება, ამის შემდეგ არის გარდასახვის ისტორია და მე-10, მე-11 თავში გვაუწყებს სხვა სასწაულებზე. მხოლოდ ამის შემდეგ ამოწმებს ის მუნჯი შეპყრობილის განთავისუფლებაზე. ვადარებთ რა ამ ორ სახარებას, ვხედავთ მოვლენების სხვადასხვა თანმიმდევრობას.

საქმე იმაშია, რომ ერთი მახარობელი განსაკუთრებულად აქცევდა ყურადღება სასწაულებს, რომლებსაც ქრისტე იუდევლებისთვის აკეთებდა. მან თავიდან ეს სასწაულები აღწერა, ხოლო შემდგომ მოყვა ქრისტეს დარიგებებზე, როდესაც ის აგზავნიდა მოციქულებს მსახურებისთვის. სწორედ ასეთი თანმიმდევრობა დაიცვა მათემ, სხვა მახარობელმა კი ჯერ იესოს გამონათქვამები და სწავლებები აღწერა ,ხოლო შემდგომ სასწაულები. ამის დამოუკიდებლად ქრისტემ მრავალი სასწაული ჩაიდინა თავის გარდაქმნამდე და გარდაქმნის შემდეგ და განდევნა იმაზე მეტი ეშმაკეული, ვიდრე ჩვენ ვკითხულობთ ბიბლიაში. მისი ყველა სასწაულის გადმოცემა ერთ წიგნში შეუძლებელია.

ლოცვა: გულწმოწყალე მამაო, აგვავსე შენი სულით, რათა გემადლიეროთ და გაქოთ გასაგები სიტყვებით, მხედველობისა და მეტყველების ნიჭისთვის. მოგვაშორე ყოველი უწმინდური სული, რათა ამ წუთისოფელში ქრისტეს უწყება წავიღოთ. განკურნე მრავალი შეპყრობილი ათეისტი და თანამედროვე იდეებით შებოჭილი ადამიანები, რომლებიც კავშირში არიან დემონებთან. მადლობას გიხდით, რომ მაშინ მუნჯი განკურნე და დღესაც კურნავ მათ, ვინც შენთან მოგვყავს.

კითხვა:

  1. რას ვიგებთ მუნჯის განკურნების შემთხვევიდან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 09:02 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)